FM97.5 / LIVE

'4 დღეში დაახლოებით 45 დაჯარიმების შემთხვევა გვაქვს' – ამირანაშვილი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაზე

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 05.04.2020
სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, რეგიონში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის ფაქტები შემცირდა. მისი თქმით, რეგულაციების შემოღების პირველ დღეებში უფრო მეტი პირი დაჯარიმდა.

'4 დღეში დაახლოებით 45 დაჯარიმების შემთხვევა გვაქვს' – ამირანაშვილი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაზე
ფოტო: სამცხე–ჯავახეთის მხარე, საინფორმაციო შეხვედრა მოსახლეობასთან

"ჩვენოთხ დღეში, დაახლოებით 45 დაჯარიმების შემთხვევა გვაქვს რეგიონში, პირველ დღეებში უფრო მეტი დაჯარიმების ფაქტები იყო, მაგრამ გუშინ და გუშინწინ შემცირდა. დარწმუნებული ვარ დღეს უფრო ნაკლები იქნება კომენდანტის საათის დროს. მოსახლეობა ინფორმირებულია და უფრო მეტად გაიგეს, რომ არ შეიძლება გარეთ გამოსვლა და ამასაც გაგებით ეკიდებიან. იმიტომ რომ თითოეული ჩვენთაგანის ინტერესში შედის, დავიცვათ სოციალური დისტანცირება. როგორც არაერთხელ აღინიშნა ეს არის ერთადერთი იარაღი, ამ ვირუსთან ბრძოლის", – განაცხადა სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას.

გასული დღე–ღამის განმავლობაში შსს–მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 421 ახალი ფაქტი გამოავლინა. ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 180 მოქალაქე დააჯარიმეს, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო კი 72 მოქალაქე.

31 მარტიდან საქართველოში საყოველთაო კარანტინი და „კომენდანტის საათი“ მოქმედებს. მოქალაქეს, რომელიც დაარღვევს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს 3 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრება, ხოლო იურიდიულ პირს 15 000 ლარი.

ამოქმედდა ცხელი ხაზი - 144, სადაც მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე უპასუხებენ. ცხრა ქალაქის, მათ შორის ახალციხის შესასვლელში საკონტროლო პუნქტები მოეწყო – მოქალაქეებს პირველადი თერმოსკრინინგი უტარდებათ.

▶იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია;

▶იკრძალება 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში;

▶ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერ დროს, ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.



[sknews.ge]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

შსს–მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 421 ახალი ფაქტი გამოავლინა
პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 491 ფაქტი გამოავლინა [ვიდეო]
შსს–მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 234 ფაქტი გამოავლინა [ვიდეო]
შსს–მ 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 87 პირი დააჯარიმა
'კომენდანტის საათის' დარღვევისთვის 83 მოქალაქე დაჯარიმდა

შსს–მ 'კომენდანტის საათის' დარღვევისთვის 74 მოქალაქე დააჯარიმა
ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 17 მოქალაქე დაჯარიმდა