FM97.5 / LIVE

მთავრობის ორი დაპირება - დაბრუნდება თუ არა ჭელაში მინარეთი

მთავარისაზოგადოება 30.10.2013
ჭელაში მინარეთის დაბრუნებასთან დაკავშირებით ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დოკუმენტაცია გროვდება. რას დაჰპირდა მთავრობა მუსლიმებს და ქრისტიანებს.

მთავრობის ორი დაპირება - დაბრუნდება თუ არა ჭელაში მინარეთი
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლის თანახმადაც მიწა, რომელზეც მეჩეთი დგას იმამს დავით ჩოგაძეს ეკუთვნის, მუსლიმებმა უკვე წარადგინეს. პირველ რიგში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთად უნდა დარეგისტრირდეს და სხვა დანარჩენი დოკუმენტებიც ამის შემდეგ უნდა შეგროვდეს. წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი გამგეობიდან მუსლიმებმა უკვე მიიღეს.

„ჩამონათვალმა, რომელიც გამგეობამ გადმოგვცა, სულ დაგვაბნია. მის შეგროვებასა და გაკეთებას წლები დასჭირდება, მას სრულად ვერასდროს წარვადგენთ. ეს ყველაფერი ცოტა ღიმილის მომგვრელიცაა“, - ამბობს სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე.

„არ ვიცი ვის რაზე ეღიმება, მაგრამ ჩვენ იმის წარმოდგენა დავავალეთ მათ, რასაც კანონი ითვალისწინებს“, - აცხადებს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის დროებით მოვალეობის შემსრულებელი არსენ ბალახაშვილი.

იმის გამო, რომ ჭელელებმა ადიგენის მუნიციპალიტეტიდან მიღებული დავალებების შესრულებას თავი მარტივად გაართვან, საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის დავალებით სამინისტროდან სოფელში იურისტი გამოგზავნეს.

„ის დაგვეხმარება საბუთების შედგენასა და წარდგენაში“, - ამბობს ვაშაყმაძე.

მიუხედავად წარსადგენი დოკუმენტაციის ვრცელი ჩამონათვალისა, მუსლიმები დარწმუნებული არიან, რომ მთავრობა მინარეთის დაბრუნებაში ხელს აუცილებლად შეუწყობთ, რადგან მათ ამის შესახებ დაპირება, პრემიერ მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას მიიღეს.
ასევე მთავრობის დაპირების იმედი აქვთ ქრისტიანებს.

„ჩვენ აქცია იმიტომ დავშალეთ, რომ მთავრობისგან მივიღეთ დაპირება, სანამ კანონით არ დარეგულირდება ყველაფერი, მინარეთს მანამდე არ დააბრუნებენ“, - აცხადებს ქრისტიანების აქციის ორგანიზატორი გია კოპაძე და ამატებს, რომ დარწმუნებულია მინარეთი არ დაიდგმება, თორემ ეს დიდ წინააღმდეგობებს გამოიწვევს.

კითხვაზე, შექმნილ ვითარებაში, მინარეთის მშვიდ ვითარებაში დაბრუნების იმედი რატომ აქვთ, მუსლიმები გვპასუხობენ: „სოფელში მისი დაბრუნების წინააღმდეგი არავინაა. შეხედეს ქრისტიანებმა როგორ დაიძაბა ვითარება მისი დემონტაჟის შემდეგ. ჩვენ უკვე გადავდგით მათთან შესარიგებლად პირველი ნაბიჯი ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე. მინარეთიდან წინამძღვარი მოძახილს არასდროს გააკეთებს. ეს იციან სოფელში და ამიტომ არც მინარეთის დაბრუნებას გააპროტესტებენ“.

მუსლიმები დაკომენტაციის მოსაწესრიგებლად რიგ პროცედურებს იუსტიციის სახლსა და სხვა დაწესებულებებში თითქმის ყოველ დღე გადიან. თუმცა, ზემოთ აღნიშნული ჩამონათვალის გამგეობაში წარდგენა, მინარეთს დასაბრუნებლად ბოლო ნაბიჯი არ იქნება.

„დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ სამ ეტაპიანი პროცედურაა კიდევ გასავლელი, პირველი 15-ს, მეორე 20-ს, და ბოლოს 10 დღეს ითვალისიწინებს. აქედან გამომდინარე, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, თუ რას მოიტანენ და როგორ წარიმართება საქმე“, - ამბობს არსენ ბალახაშვილი.

ჭელაში მცხოვრები მუსლიმები კი დარწმუნებული არიან, რომ მინარეთის დაბრუნების საკითხი დადებითად გადაწყდება. .

„საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებამ უკეთესი მომავლის იმედი გაგვიჩინა”, - ამბობს ჭელის მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ანონსი: "კვირის აქცენტი", თემა: მინარეთის დაბრუნება ჭელაში [Video]
ჭელაში მინარეთის დაბრუნებას ელოდებიან
ჭელაში მინარეთს ამონტაჟებენ
მუსლიმებმა პრემიერისგან დაპირება მიიღეს
ჭელაში მცხოვრები - მინარეთის დასანგრევად ხელი ჩემს ნაცვლად მოაწერეს
ბათუმიდან მუსლიმები სახლებში ბრუნდებიან
ჭელაში მცხოვრები მუსლიმები ფიქრობენ, რომ ქრისტიანები არ დაუპირისპირდებიან