FM97.5 / LIVE

‘თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით’ – გახარია სააღდგომო ლიტურგიაზე

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 04.04.2020
საქართველოს პრემიერ–მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ის სააღდგომო ლიტურგიას სახლიდან, ტელევიზორის მეშვეობით მიადევნებს თვალყურს და ამავეს მოუწოდებს მრევლსაც.

‘თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით’ – გახარია სააღდგომო ლიტურგიაზე

"მე, რა თქმა უნდა, როგორც ერთი ცალკე აღებული ქრისტიანი ამას ყველაფერს თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით, ეს ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა როგორც ცალკე აღებული მოქალაქის, ისევე, როგორც მთავრობის ხელმძღვანელის. თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდებ, რომ ყველა მოვიქცეთ ასე", — თქვა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, მთავრობა და ეკლესია იპოვის ისეთ გამოსავალს, რომლითაც მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნება.

„მერწმუნეთ ჩვენ ეკელსიასთან ერთად ყოველთვის ვიპოვით იმ დაბალანსებულ გამოსავალს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის ინტერესში იქნება და ასევე ჩვენი უძველესი ეკლესიის ინტერესსაც გაითვალისწინებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აქაც ვიპოვით ისეთ გამოსვალს, როგორიც ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ისტორიას შეესაბამება და ჩვენს დღევანდელობას შეეფერება,“– აღნიშნა გახარიამ.

გუშინ, სამ აპრილს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ოთხი აპრილიდან ლოცვები დაიწყება 16:00 საათზე, ხოლო ყოველ დღე ეკლესია დაიკეტება 20:00 საათზე.

"აუცილებელია ტაძრის ეზოში 1,5 მ-ის დაშორებით დროულად გაკეთდეს ნიშნულები. ამისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სამების ტაძარში მამა იოანეს (ტელ: 591000600). გთხოვთ, ყოველდღიურად მოახდინოთ ხატების და სიწმინდეების ხშირად გაწმენდა (სპირტის და ვარდის წყლით), ასევე იატაკის დამუშავება და ეკლესიაში მუდმივი მეთვალყურეობისთვის გამოყოთ პასუხისმგებელი პირები“, – დაწერა სოციალურ ქსელში ანდრია ჯაღმაიძემ.

წელს მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომას 19 აპრილს აღნიშნავს.

"სამხრეთის კარიბჭე" დაინტერესდა, როგორ ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია რეგიონში და ვის ექნება შესაძლებლობა ღვთისმსახურებაზე დასწრების, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ ჩვენს ზარებს არ უპასუხა, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა კი განაცხადა, რომ კომენტარს ვერ გააკეთებს.

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, რა ფორმატში ჩატარდება ღვთისმსახურება სააღდგომო დღესასწაულებზე. საპატრიარქო სასულიერო პირებს მოუწოდებს, ნაადრევად ნუ გააკეთებენ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორც ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია.

[sknews.ge]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ეკლესიები საღამოს 8 საათზე დაიკეტება – საპატრიარქოს სამი რეკომენდაცია სასულიერო პირებს
სამებაში სააღდგომო ლიტურგია 'კომენდანტის საათის' დროს დაიწყება
ბორჯომის ეკლესიებში სააღდგომო ლიტურგია დილით ჩატარდება, მონასტრებში კი - ღამით
‘მრევლი სააღდგომო ლიტურგიაზე კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა’ – დეკანოზი
ეკლესია არ დაიხურება, განსაკუთრებით აღდგომის ღამეს - პრემიერი
აღდგომის მსახურების დეტალები ხვალ გახდება ცნობილი - საპატრიარქო
სომხური სამოციქულო ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო]