FM97.5 / LIVE

ვანო მერაბიშვილი: 'დღეიდან მე მხოლოდ რამდენიმე პროცესს დავესწრები'

მთავარიპოლიტიკა 30.10.2013
დღეს, 30 ოქტომბერს, 12:00 საათზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო. პროტესტის ნიშნად მერაბიშვილი დღევანდელ პროცესს არ ესწრება და მოსამართლეს ფეისბუქით მიმართავს.

ვანო მერაბიშვილი: 'დღეიდან მე მხოლოდ რამდენიმე პროცესს დავესწრები'
ვანო მერაბიშვილმა რამდენიმე წუთის წინ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოსამართლეს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ქუთაისის სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება უკვე არაერთხელ მიიღო.

"ჩემი აზრით, ქუთაისის სასამართლომ უკვე არაერთგზის მიიღო უკანონო გადაწყვეტილება - ჩემთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება, წინასასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვება და სასამართლო პროცესებზე ბრალდებისთვის 4000-მდე მოწმის დაკითხვის საშუალების მიცემა", - წერს ვანო მერაბიშვილი.

მიმართვაში ნათქვამია, რომ ვანო მერაბიშვილი ყველა სასამართლო პროცესზე დასწრებას არ აპირებს, რადგან მისთვის რთულია თბილისიდან ქუთაისში სიარული.

"წინა სასამართლო სხდომაზე მე აგიხსენით, რომ ჩემთვის რთულია თბილისიდან ქუთაისში სიარული და გთხოვეთ, რომ არ ჩაგენიშნათ კვირაში ერთზე მეტი პროცესი, რის პასუხადაც თქვენ განაცხადეთ, რომ საჭიროების შემთხვევაში კვირაში სამ პროცესსაც კი ჩაატარებდით. თქვენმა განცხადებამ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ქუთაისში მე არ უნდა ველოდო სამართლიან სასამართლოს. ამიტომ, მე გადავწყვიტე შევწყვიტო ქუთაისის სასამართლოში სისტემატური სიარული და საზოგადოების ყურადღება მივაპყრო ამ საკითხს. დღეიდან მე მხოლოდ რამდენიმე პროცესს დავესწრები", - აღნიშნავს ვანო მერაბიშვილი.

[sknews.ge]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.09.2020 26 სექტემბერი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვანო მერაბიშვილი გუშინდელ სასამართლო პროცესს ეხმაურება
მერაბიშვილი: ქუთაისის სასამართლომ დიდი თეთრი ალამი აღმართა სასამართლოს თავზე
ვანო მერაბიშვილი სასამართლოს ყოველდღე გამართვას ზეწოლად აფასებს
შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი პოლიციელებს მიმართავს
გელა დემეტრაძე: ‘მერაბიშვილი უწინდებურად მხნედ აღარ გამოიყურება’
ვანო მერაბიშვილი მთავარი პროკურორის ზეწოლაზე საუბრობს [Video]
ვანო მერაბიშვილის თანასოფლელები: ‘ვანო მართალი კაცია, სასამართლოს შეგნებულად აჭიანურებენ'