FM97.5 / LIVE

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 04.04.2020
თბილისის ინფექციურ საავდმყოფოში, 39 ინფიცირებულიდან ერთი კრიტიკული და ოთხი მძიმე პაციენტია. საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს, ოთხ აპრილს კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა


ოთხი აპრილის დილის მონაცემებით,საქართვლოში კორონავირუსის 156 დადასტურებული შემთხვევაა.

თბილისის ინფექციურ სავადმყოფოში covid 19–ით 39 პაციენტი მკურნალობს, აქედან დღის განმავლობაში ერთი პაცინტის გაწერას ელოდებიან, შესაბამისად კლინიკას 38 დადასტურებული შემთხვევა დარჩება.

„ჩვენი პაციენტების მდგომარეობა გარკვეულწილად დასტაბილურდა იმ თვალსაზრისით, რომ ვამბობდით კრიტიკული ორი რომ გვყავდა ახლა ერთი დაგვრჩა. მეორე კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ ჯერჯერობით კვლავ მძიმედ რჩება, ასევე დასტაბილურდა დანარჩენებიც. გვყავს მძიმე პაციენტები, რომლებიც ინტენსიურ მეთვალყურეობას და მკურნალობას საჭიროებენ, ვნახოთ რამდენიმე დღეში შეძლება ამათი მდგომარეობაც დასტაბილურდეს და უკვე პროგნოზირება შესაძლებელი იქნება, რომ მათი გამოჯანმრთელება დადგება,“–ანიშნა ეზუგბაიამ.

მისი განმარტებით, სამი აპრილის შემდეგ, ინფექციურ კლინიკაში ახალი ინფიცირებული არ შეუყვანიათ.

„ჩვენს ცენტრში ახალი არცერთი არ არის, გუშინ ჩვენ მივიღეთ შესაძლო შემთხვევბი, ანუ გამოსაკვლევი პაციენტების გარკვეული რაოდენობა, რომლებიც ჩამოვიდნენ გერმანიიდან, დღეს გაუკეთდებათ ტესტირება და დღის ბოლოსთვის მეცოდინება მათი პასუხები“ – განაცხადა ეზუგბაიამ.

4 აპრილის დილის მონაცემებით, კორონავირუსის 156 შემთხვევაა დადასტურებული, 28 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა. კარანტინის რეჟიმში 5 526 პაციენტი იმყოფება, ხოლო სტაციონალური მეთვლყურეობის ქვეშ 344.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსის დაფიქსირებიდან თვეზე მეტი გავიდა, ამ დრომდე ქვეყანაში გარდაცალების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


28.07.2020 საფეხური: პანდემია და სტრესი ბავშვებში [აუდიო]

25.07.2020 ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება

23.07.2020 ახალქალაქის 8 სკოლაში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.07.2020 22 ივლისიდან მასწავლებელთა გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

30.07.2020 აღადგენენ თუ არა თეა ბაღდოშვილს და ეკა ტატალაშვილს სამსახურში?

30.07.2020 ახალციხის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შშმ პირებისთვის ლიფტი გაკეთდება

30.07.2020 30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღე აღინიშნება

30.07.2020 აბასთუმანში ‘გლაზენაპის’ კოშკს სრულად აღადგენენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ინფექციურ საავადმყოფოში ოთხი მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 29 პაციენტს პნევმონია აქვს, აქედან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მძიმე პაციენტების რაოდენობა 17–მდე გაიზრდა
COVID-19: ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შესულ ორ ახალ პაციენტს მძიმე პნევმონია აქვს
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი ახალი პაციენტი შეიყვანეს