FM97.5 / LIVE

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ოთხი მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია

მთავარისიახლე, კორონავირუსი 03.04.2020
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში COVID 19–ზე 34 პაციენტი მკურნალობს, აქედან ოთხი კირტიკული დეპარტამენტის განყოფილებაში. ერთი პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ოთხი მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია

კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით მძიმე პაციენტი მათთან დღეს, სამ აპრილს შეიყვანეს.

„ჩვენს კლინიკაში გადმოყვანილი ერთ–ერთი ქალბატონის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. შემოყვანისთანავე გადაყვანლი იქნა მართვით სუნთქვაზე. კლინიკურად სახეზეა კოვიდინფიცირების შემთხვევა, ასევე ორმხრივი ფილტვების ანთება, ანამნეზით აქვს გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია. პაციენტს ჩაუტარდა წინასწარი კვლევები, რომელიც პროტოკოლით არის მოწოდებული, ამ ეტაპზე პაციენტი მკურნალობას აგრძელებს კრიტიკული დეპარტამენტის განყოფილებაში,“ – განაცხადა რატიანმა.

გარდა ამისა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდინფირებული ორი ორსული ქალი მკურნალობს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. 14 პაციენტია მოთავსებული საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. ლევან რატიანის განმარტებით, მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და უტარდებათ სხვადასხვა სახის კვლევები.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ჯამში კორონავირუსით 34 პაციენტი მკურნალობს, აქედან ოთხი კრიტიკული განყოფილების დეპარტამენტში.

საქართველოში 3 აპრილის 20:40 საათის მონაცემებით, კორონავირუსის 148 შემთხვევაა დადასტურებული. 27 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა. კარანტინის რეჟიმში 5 392 პაციენტი იმყოფება, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 319.

ცნობისთვის საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსის დაფიქსირებიდან ერთ თვეზე მეტი გავიდა, ამ დროის განმავლობაში ქვეყანაში გარდაცვალების ფაქტი არ ფიქსირდება.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

18.09.2020 1920 წელი: მესხეთ-ჯავახეთში ახალი სკოლები არსდება

15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

15.09.2020 ქალაქ ახალციხის სკოლებში 366 პირველკლასელი მივიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.09.2020 როგორი ამინდია მოსალოდნელი დასვენების დღეებში სამცხე–ჯავახეთში

18.09.2020 ახალქალაქის მერიასთან სოფელ ოლავერდის მოსახლეობამ აქცია გამართა

18.09.2020 ნინოწმინდის მერიაში შვიდ პოზიციაზე 30 განაცხადი შევიდა

18.09.2020 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინაში საერთაშორისო ტურნირში იბრძოლებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 6 მძიმე პაციენტია
პირველ საუნივერიტეტო კლინიკაში კრიტიკული პაცინეტების რაოდენობა  შვიდამდე გაიზრდა
პირველ საუნივერსიტეტო კლინკაში 4 პაციენტი მართვით სუნქვაზე იმყოფება
‘სამი მძიმე პაციენტიდან, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია’ - რატიანი
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს
ბოჭორიშვილის კლინიკაში ექვსი ახალი პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა
COVID 19–ით ინფიცირებული 2 ორსულის და 13 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია