FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს COVID 19-ის სიმპტომები არ აღენიშნებათ

მთავარისიახლე, კორონავირუსი 03.04.2020
სამი აპრილის მონაცემებით, თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა სამცხე–ჯავახეთში 72 შეადგენს, კარანტინში კი 493 ადამიანია.

სამცხე–ჯავახეთში კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს COVID 19-ის სიმპტომები არ აღენიშნებათ
რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში ყველაზე მეტი, 36 პირი ახალქალაქში იმყოფება, ახალციხეში – 8, ბორჯომში – 7, ნინოწმინდაში – 20, ადიგენში ერთი, ასპინძაში კი ამ ეტაპზე არ ჰყავთ.

ჯანდაცვის ცენტრების ინფორმაციით, კორონავირუსის სიმპტომები არცერთ მათგანს აღენიშნება.

სამცხე–ჯავახეთში კარანტინში დღეს საღამოს მონაცემებით 493 ადამიანი იმყოფება. აქედან ბაკურიანის ხუთ სივრცეში 439–ს, დანარჩენებს კი ახალციხეში, სასტუმრო „გრანდ პალასში“ აკვირდებიან. აბასთუმნის ფილტვის ცენტრი კი, რომელიც თავდაპირველად გამოცხადდა საკარანტინე ზონად, დღეის მდგომარეობით ცარიელია.

ამ დროისათვის, საქართველოში კორონავირუსის 148 დადასტურებული, 27 გამოჯანმრთელების და არცერთი გარდაცვალების შემთხვევაა.

კორონავირუსის გავრცელების გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან მოქმედებს, 31 მარტიდან კი სრული საკარინტინო რეჟიმი და ე.წ კომენდანტის საათი გამოცხადდა. მოქალაქეებს 21:00 დან 06:00 –მდე ეკრძალებათ გადაადგილება.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში თვითოზოლაციასა და კარანტინში 201 ადამიანი დარჩა
სამცხე–ჯავახეთში კარანტინსა და თვითიზოლაციაში 230 ადამიანია
სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციაში 517 პირია, საკარინტინო ზონებში – 462
სამცხე–ჯავახეთში კიდევ ერთი საკარანტინო ზონა დაემატა
სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფი პირების რაოდენობა გაიზარდა
სამცხე-ჯავახეთში კარანტინსა და თვითიზოლაციაში სულ 1 175 პირია
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების რაოდენობა შემცირდა