FM97.5 / LIVE

წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს 10-15 ადამიანი დაესწრება

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.04.2020
იერუსალიმში, მაცხოვრის ტაძარში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალზე, სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიის მხოლოდ 10-15 წარმომადგენელი დაიშვება. ცეცხლის წასაღებად იერუსალიმში ჩასულ მორწმუნეებს არ ექნებათ თვითმფრინავის დატოვების უფლება. მათ ცეცხლს თვითმფრინავში მიაწვდიან. ამის შესახებ ისრაელის პრესა წერს.

წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს 10-15 ადამიანი დაესწრება

რიტუალი, რომლის დროსაც, მართლმადიდებელთა რწმენით, ზეციური ცეცხლი გადმოდის, იერუსალიმის მაცხოვრის სახელობის ტაძარში 18 აპრილს შესრულდება.

ქვეყანაში არსებული მკაცრი შეზღუდვების გათვალისწინებით, ცერემონიაზე, რომელსაც გასულ წლებში რამდენიმე ასეული ადამიანი ესწრებოდა, წელს 15-მდე პირი იქნება დაშვებული. ისინი წმინდა ცეცხლს პოლიციის ესკორტის თანხლებით, ბენ-გურიონის აეროპორტში წაიღებენ.

ამის შესახებ სააგენტო Jerusalem Post–ი წერს. მათი თქმით, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ზუსტი გეგმა თუ როგორ მოხდება ცერემონიის წარმართვა უცნობია, თუმცა ის, რომ რიტუალი შესრულდება გადაწვეტილია: „საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ცერემონიის ზუსტი მექანიზმი ჯერ არ არის დამუშავებული, რადგან ჯანდაცვის სამინისტრომ შეიძლება შეზღუდვები გაამკაცროს, მაგრამ საავიაციო ფრენები, რომელთა მეშვეობითაც ცეცხლს რუსეთში, უკრაინასა და საბერძნეთში წაიღებენ, უკვე დაგეგმილია“, - წერია JP-ს სტატიაში.

ცეცხლის წასაღებად იერუსალიმში ჩასულ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს არ ექნებათ თვითმფრინავის დატოვების უფლება. მათ ცეცხლს თვითმფრინავში მიაწვდიან.

ქრისტეს საფლავიდან ცეცხლი აღმოსავლეთ ქრისტიანულ სამყაროში ნაწილდება. ის საბერძნეთში, რუსეთში, უკრაინაში, სერბეთში, ბულგარეთში, საქართველოში, რუმინეთსა და სხვა ქვეყნებში ჩააქვთ.

წელს, ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიალს პირდაპირ ეთერში აჩვენებენ.

ამ ეტაპზე, უცნობია ჩამოიტანენ თუ არა ცეცხლს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში.

2020 წელს, მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომას 19 აპრილს აღნიშნავს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დღეს წმინდა ცეცხლს  საქართველოში ჩამოიტანენ
იერუსალიმში წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდა
იერუსალიმში წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდა
იერუსალიმიდან ცეცხლს აღდგომის ღამეს 23:15 საათზე ჩამოიტანენ
მართლმადიდებლები მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გადმოსვლას ელოდებიან
სააღდგომო წირვას სომხურ სამოციქულო ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ
კათოლიკე ეკლესია დღეს აღდგომას აღნიშნავს [Photo]