FM97.5 / LIVE

რა შემთხვევაში გააგრძელებენ კომპანიები მუშაობას – ეკონომიკის მინისტრის განმარტება

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 03.04.2020
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მეწარმე სუბიექტების, სამშენებლო კომპანიების, სამშენებლო მასალებისა და საბითუმო ვაჭრობის მწარმოებელი კომპანიების, გადამოწმების მიზნით, მთავრობამ სპეციალური აპლიკაცია შექმნა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე უკვე დევს. სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ გადაწყდება, გააგრძელებს თუ არა ესა თუ ის ბიზნეს სუბიექტი საქმიანობას.

რა შემთხვევაში გააგრძელებენ კომპანიები მუშაობას – ეკონომიკის მინისტრის განმარტება

„ძალიან კარგად მესმის რომ ბევრ ბიზნესს, რომლის შეზღუდვაც გვიწევს, შეექმნა პრობლემები, სერიოზული დისკომფორტი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ ეს დისკომფორტი იყოს დროებითი და აწყობილი სისტემის ფარგლებში შევთავაზოთ მათ კონკრეტული სტანდარტები, რაც მათ უნდა დააკმაყოფილონ და ამ სტანდარტების გადამოწმების კვალობაზე მათ შეძლონ კვლავ იფუნქციონირონ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ეს შეეხება როგორც სამშენებლო კომპანიებს ასევე სხვა დანარჩენ ბიზნესს, ასევე შეეხება ონლაინ გაყიდვებსაც, ვინც არასასურსათო პროდუქციის საბითუმო მიწოდებას ვერ ახერხებს.

მეწარმე სუბიექტებმა, სამშენებლო კომპანიებმა, სამშენებლო მასალებისა და საბითუმო ვაჭრობის მწარმოებელმა კომპანიებმა, რომლებსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეეზღუდათ საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შესაბამისი პირობებით ფუნქციონირების უფლების მისანიჭებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდებიდან (www.economy.ge) უნდა ჩამოტვირთონ სარეგისტრაციო ფორმა, შეავსონ და გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე - construction@moesd.gov.ge; ხოლო ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობის უფლების გაგრძელებისთვის უნდა მიმართონ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მისამართზე - build@tbilisi.gov.ge.

„აპლიკაციის ფორმები უკვე ატვირთულია ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე. მარტივი ფორმებია, სადაც იქნება ასახული კონკრეტული კომპანიის მზადყოფნა რომ დაიცვან თავისი მომხმარებლები და თანამშრომლები, შექმნილია მობილური ჯგუფები რომელშიც მონაწილეობს ჯანდაცვის სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტროს ტექინსპექცია და შესაბამისი მუნიციპალური ინსპექციები. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ ჩვენ რესურსი გვეყოს და სწრაფად გადავამოწმოთ მრავალი ბიზნესი ერთდროულად. როგორც კი ვრწმუნდებით კონკრეტულ ბიზნესში დაცული არის მარტივი ელემენტარული პირობები, რომლებიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩვენ ამას წარვუდგენთ საგანგებო შტაბს და მიღებული იქნება გადაწყვეტილება“, – განმარტავს თურნავა.

მინისტრის განმარტებით, რა თქმა უნდა ამას დასჭირდება დრო, რამდენიმე დღე, ან კვირა.

„ეს ის ერთი–ორი კვირაა, რომელიც ყველას ჩვენ გვჭირდება რომ დავყოთ სახლებში. ასე რომ ჩავთავალოთ რომ ეს არის აუცილებელი მსხვერპლი რასაც ბიზნესები გაიღებენ იმისთვის, რომ დავრჩეთ უსაფრთხოდ. ეს ბიზნესი იქნება უფრო მეტად კონკურენტული, რომელიც იქნება უსაფრთხო. ეს იქნება ახალი კრიტერიუმი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

04.08.2020 ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

04.08.2020 ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

31.07.2020 ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘ონლაინ გაყიდვები ფაქტობივად აკრძალულია’ – ნათია თურნავა
ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს
'ელექტრონული რიგი, სოციალური დისტანცია იქნება დაცული' - თურნავა სილამაზის სალონების გახსნაზე

‘20-ზე მეტი ავიაკომპანია მზადაა ფრენების აღდგენისთვის’ - თურნავა
ნათია თურნავა - მოვუწოდებთ სავაჭრო ქსელებს, ნუ ისარგებლებენ შექმნილი ვითარებით, ჩვენ ამას მკაცრად გავაკონტროლებთ
რას მოიცავს ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმა
‘იწყება საწარმოების ინტენსიური შემოწმების პროცესი’ - თურნავა