FM97.5 / LIVE

‘მთავრობა ბიზნესისთვის საკრედიტო საგარანტიო მექანიზმს შექმნის’ – მაია ცქიტიშვილი

მთავარისიახლე, ეკონომიკა 03.04.2020
ვიცე პრემიერის და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობა დაეხმარება ბიზნესს საკრედიტო საგარანტიო მექანიზმით, რაც ბიზნესისთვის ახალი სესხების აღებაში მთავრობის მხარდაჭერას გულისხმობს.

‘მთავრობა ბიზნესისთვის საკრედიტო საგარანტიო მექანიზმს შექმნის’ – მაია ცქიტიშვილი

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ცქიტიშვილმა მთავრობის მიერ წარდგენილ ეკონომიკური მხარდაჭერის ორმილიარდიან პაკეტზე და ბიზნესის მხარდაჭერის მექანიზმებზე ისაუბრა.

„ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტი არის სესხების საგარანტიო მექანიზმის შექმნა. ეს არის პროდუქტი, რომელზეც ამჟამად ვმუშაობთ კომერციულ ბანკებთან და ეროვნულ ბანკთან, რათა შემუშავდეს ისეთი კონკრეტული პაკეტები, რომელიც სხვადასხვა სექტორის გამოწვევას პასუხობს. საგარანტიო მექანიზმი მთლიანაობაში არის ორიენტირებული დაახლოებით ასევე 2 მილიარდიანი საკრედიტო პორტფელის გადაზღვევისთვის, შესაბამისად, სხვადასხვა ინსტრუმენტით, სხვადასხვა დარგისთვის, სხვადასხვა სექტორისთვის იქნება შემუშავებული კონკრეტული პროგრამები, რომელიც ბიზნესს მისცემს საშუალებას, ახალი სესხების აღების შემთხვევაში, ისარგებლონ მთავრობის მხარდაჭერით, რათა ბანკებიც და ბიზნესიც იყვნენ გარანტირებული, რომ კომპანიები შეძლებენ საკუთარი სესხების მომსახურებას“, – აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

მისი თქმით მთავრობა მუშაობს იმაზე რომ კრიზისული სიტუაციის დაძლევის შემდეგ, ბიზნესმა შეუფერხებლად შეძლოს ფუნქციონირება.

„ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილი იმ ორი მილიარდის, არის მათ შორის საკრედიტო მექანიზმის უზრუნველყოფა და მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. კონკრეტულ რიცხვებზე საუბარი იქნება ნაადრევი, ვინაიდან თითოუეული დარგი, რომელსაც შევთავაზებთ მხარდაჭერას, ხასიათდება სხვადასხვა დინამიკით, მათ აქვთ სესხების სხავადასხვა მოცულობა შესაბამისად, მათი სასესხო პორტფელის სხვადასხვა ოდენობის მხარდაჭერა იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

საქართველოში ამ დროისთვის, კორონავირუსის 131 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 26 პაციენტი.

ქვეყანაში 31 მარტიდან მოქმედებს საკარანტინო რეჟიმი და ე.წ კომენდანტის საათი. მოქალაქეებს 21:00 დან 06:00 –მდე ეკრძალებათ ნებისმიერი სახის გადაადგილება.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


14.08.2020 სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

14.08.2020 განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა

12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.08.2020 რუსთაველის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა გაწმინდეს

13.08.2020 ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება – გახარია

12.08.2020 მარაკანას სტადიონი 'დევნილთა დასახლებას'

12.08.2020 ‘სტადიონი ამორტიზებულია’ – ‘ბორჯომი’ ლიგის საშინაო მატჩებს მცხეთაში გამართავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.08.2020 სიმტკიცე და სიმაგრე ციხე–ქალაქ თმოგვისა [აუდიო]

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

მსგავს თემაზე

'უპირველესი ამოცანა იქნება, პოსტკრიზისულ პერიოდში დავუდგეთ გვერდში ქართულ ბიზნესს' - მაია ცქიტიშვილი
მიკროგრანტების ბიუჯეტი და საკრედიტო საგარანტიო სქემა იცვლება
ფინკა ბანკის ახალი საკრედიტო პროდუქტები უკვე ხელმისაწვდომია [R]
ფინკა ბანკში სესხების საზაფხულო აქცია დაიწყო ®
მაია ცქიტიშვილი - 'მუნიციპალიტეტები დააფუძნებენ კურორტების მართვის ორგანიზაციებს'
თიბისი სესხების გადავადების მეორე ტალღას 13 ივნისიდან იწყებს ®
ფინკა ბანკში სესხების პორტირების აქცია - ‘ჩვენთან უფრო იაფია’ დაიწყო ®