FM97.5 / LIVE

‘დღე და ღამე აქ ვართ, გვესმის სიტუაციის სირთულე’ - აბასთუმნის საკარანტინო ზონა

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 03.04.2020
უკვე თვეზე მეტია, აბასთუმნის საკარანტინო ზონის მედპერსონალი დღე და ღამე გადაბმულად მუშაობს. ადმინისტრაციის ხელმძღვანელობაც და მენეჯერიც ექიმებთან ერთად მორიგეობენ. ამ დროის განმავლობაში, ფილტვის ცენტრის კარანტინში 90 ადამიანი იმყოფებოდა.

‘დღე და ღამე აქ ვართ, გვესმის სიტუაციის სირთულე’ - აბასთუმნის საკარანტინო ზონა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან მეორე დღეს, 27 თებერვალს, აბასთუმნის ფილტვის ცენტრში საკარანტინო ზონა გაიხსნა, მისმა მედპერსონალმა კი მუშაობა ექსტრემალურ პირობებში დაიწყო.

ერთი თვის განმავლობაში აქ დაკვირვების რეჟიმი დაახლოებით 90-მა ადამიანმა გაიარა. პაციენტები იცვლებიან, მოდიან ახლები, ნაწილი კი ორკვირიანი კარანტინის გავლის შემდეგ, ცენტრს ტოვებს.

პაციენტებისგან განსხვავებით, მუდმივად ადგილზე რჩებიან თანამშრომლები, ერთ-ერთი კი თავად ფილტვის ცენტრის ხელმძღვანელი, რეზო ჟღენტია. იგი ადმინისტრაციულ მოვალეობასთან ერთად, მორიგე ექიმის ფუნქციასაც ასრულებს.

„26 თებერვლის შემდეგ აქ ვარ. ჩემი ოჯახი თბილისშია. აქამდე კიდევ ვახერხებდი ხოლმე ჩასვლას, ახლა საყოველთაო კარანტინის პირობებში, ისინიც იზოლაციაში არიან. აქ დღისა და ღამის გამიჯვნა მაინც და მაინც არ ხდება, დღეც და ღამეც აქ ვართ. მთელს კოლექტივს და თანამშრომლებს გაცნობიერებული აქვთ სიტუაციის სერიოზულობა, სირთულე და პასუხისმგებლობა. საქმეც გადანაწილებული გვაქვს და ჯერჯერობით ჩვენგან უკმაყოფილო არავინ წასულა“, - გვიყვება რეზო ჟღენტი და იხსენებს, რომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ასეთი რთული პერიოდი, ბავშვობაში, 70-იან წლებში ახსოვს.

„დაახლოებით ასეთი სიტუაცია იყო 70-იან წლებში, როცა იყო ქოლერა ქვეყანაში, თუმცა მაშინ პატარა ვიყავი, იმ დროსაც ასე იყო დაკეტილი ქუჩები, იმის მერე ასეთი განსაკუთრებული მდგომარეობა არ ყოფილა“.

აბასთუმნის ფილტვის ცენტრის თანამშრომლებს, საკარანტინო სივრცედ გადაკეთების შემდეგ, მუშაობა განსხვავებულ გარემოში უწევთ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რისკების შემცირება იყო, ამიტომ, თანამშრომლები მცოცავი განრიგით მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ.

„მინიმუმამდე გვყავს დაყვანილი ყოველდღიურად თანამშრომელთა რაოდენობა. ყოველ დილას განისაზღვრება კონკრეტული საქმე, ვინ, სად, რას აკეთებს. ამ პროცესის დაწყებისთანავე შეიქმნა შტაბი. გაძლიერებული მორიგეობა ადმინისტრაციის, მედპერსონალის, რაიმე ტექნიკური მასალების შეფერხება რომ არ იყოს. ყოველ ღამე მორიგეობს ერთი მორიგე ექიმი, ორი ექთანი, ორი სანიტარი. მე ჩვეულებრივად, ყოველ მეორე ღამეს, როგორც ექიმს მორიგეობა მიწევს და როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მუდმივად აქ ვარ“, - ამბობს რეზო ჟღენტი.

იგი ყურადღებას ამახვილებს კვების ბლოკზეც და ამბობს, რომ ამ საქმეში მუდმივად ჩართულია თერთმეტი ადამიანი. ისინი ყოველდღიურად ახალ მენიუს ადგენენ და ცდილობენ კარანტინში მყოფი ადამიანების ინტერესები გაითვალისწინონ.

„ყოველ დღე სულ ახალ-ახალი მენიუ დგება, ისე, რომ დღეს რომ საჭმელი იქნება, ეს შეიძლება განმეორდეს დაახლოებით ათი დღის შემდეგ. ცვალებადი მენიუა და ამ მხრივ კვების ბლოკი მუშაობს ძალიან ინტენსიურად.

სხვა სარწმუნოების უცხო ქვეყნის მოქალაქეები გვყავდა, რომლებსაც რაციონის მორგება უნდოდათ, იყვნენ ვეგეტარიანელებიც და ყველას ინტერესი გავითვალისწინეთ, ინდივიდუალური მენიუ შევუდგინეთ“, - გვიხსნის აბასთუმნის ფილტვის ცენტრის ხელმძღვანელი.

კარანტინში შეფუთული საკვების მიწოდების წესიც განსხვავებულია. პროდუქტი ოთახების წინ არსებულ სპეციალურ სადგარებზე იდება.

საკვების მიმტანები საკარანტინო სივრცეში აღჭურვილობით შედიან, საჭმელს ტოვებენ და უკან გამოდიან. მათ პაციენტებთან შეხება არ აქვთ.

„ყველა სახეობის საკვები ერთჯერად კონტეინერებში ლაგდება, შემდეგ იფუთება კიდევ ცალკე პარკებში. იმდენად ბევრია, რომ მას პაციენტები ბოლომდე ვერ ითვისებენ. ოთახებში აქვთ ინდივიდუალური მადუღარები, ჩაი, ყავა, შაქარი შეუზღუდავად, რადგან ამ კვების გარდა რომ დაჭირდეთ დამოუკიდებლად, შეუძლიათ აადუღონ წყალი. მოგეხსენებათ ეს არის სასტუმროს ტიპის დაწესებულება, ყველა ოთახს ინდივიდუალურად აქვს გათბობა, ცხელი და ცივი წყალი. აბაზანაში ცალკეა მიკროკლიმატის დასარეგულირებელი გათბობა, მაცივარი, ტელევიზორი“, - გვეუბნება რეზო ჟღენტი, რომელიც მიიჩნევს, რომ მათი გუნდის ერთ-ერთი მიზანი კარანტინში მყოფი ადამიანებისთვის მშვიდი გარემოს შექმნაა. სწორედ ამიტომ, სამ მარტს, როცა საქართველოში „დედის დღე“ აღინიშნება, ცენტრმა კარანტინში მყოფი დედები ყვავილებით დაასაჩუქრა, - „არა მარტო პურითა ცხონდების კაცი“ - საკვები ერთია, მაგრამ ყველა აქ მოსული ადამიანი არის თავისებურ სტრესში. მითუმეტეს, ზოგი საზღვარგარეთ იყო საცხოვრებლად, ზოგი დასასვენებლად და ამ დროს აღმოჩნდნენ ასეთ სიტუაციაში. ამიტომ ჩვენი მიდგომა თავიდანვე ის იყო, რომ მათთვის შინაურული გარემო შეგვექმნა, რომ გარიყულად არ ეგრძნოთ თავი ან შეშინებულები არ ყოფილიყვნენ“.

ცენტრის მენეჯერი ყურადღებას ამახვილებს ადგილობრივების დამოკიდებულებაზეც. მისი თქმით, თავიდან ცენტრში კარანტინის განთავსებას მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, თუმცა სიტუაცია დროთა განმავლობაში შეიცვალა და ახალ უკვე კარანტინში მყოფთათვის საკვები პროდუქტები ბიზნესმენებთან ერთად, ადგილობრივებსაც მიაქვთ:

„პირველი შემთხვევა იყო ჩვენ დაწესებულებას, როცა ადგილობრივი კერძო სექტორი დაგვეხმარა და პრეცენდენტი აქ შეიქმნა, რომ ადგილობრივებმა საკვები, მინერალური წყლები, ერთჯერადი ჭურჭელი ძალიან დიდი რაოდენობით მოგვიტანეს“.

მისივე თქმით, პაციენტებისა და თანამშრომლებისათვის ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს აბასთუმნის ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, პარაკლისს იხდის:

„პაციენტები არ ესწრებიან, მაგრამ ყველას სახელი იკითხება, მოიხსენიებდა ლოცვებში და ესეც თავისებური, მორალური მხარდაჭერაა თანამშრომლებისა. ასევე შაბათ -კვირის წირვებზე გაგზავნილი გვაქვს მათი სახელები და ხდება მათი მოხსენიება“, - ამბობს ცენტის მენეჯერი და ამატებს, რომ ასეთ ექსტრემალურ პირობებში, უკეთ გამოჩნდა ფილტვის ცენტრის თანამშრომელთა ერთიანობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

„ყველა ცუდ საქმეს ალბათ აქვს თავისი პლუსი და ამ სიტუაციამ შემჭიდროებულ ვადებში აჩვენა ის საკითხები, რომლებშიც გვჭირდება დახვეწა და გაძლიერება, მაგრამ გამოჩნდა ის ერთგულება და საქმისადმი თავდადებაც, რომელიც შეიძლება ჩვეულებრივ ბანალურ სიტუაციაში ასე უცებ არ გამოვლენილიყო“.

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

19.05.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადახდის ვადა გახანგრძლივდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.05.2020 საქართველოში 26 მაისამდე იწვიმებს

24.05.2020 'თუ არჩევნებზე ადამიანის გულის მოგება გინდა, ტყე კი არა ისეთი რამ უნდა აჩუქო, საიდანაც სარგებელს მიიღებს' – მიტროპოლიტი ნიკოლოზი

24.05.2020 საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი

24.05.2020 მუსლიმები რამადან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აბასთუმნის ფილტვის ცენტრიდან კარანტინში მყოფი პაციენტების გაწერა დაიწყო
აბასთუმნის ფილტვის ცენტრში საკარანტინო მზადყოფნაა
აბასთუმნის ფილტვის ცენტრში კიდევ 3 მოქალაქე შეიყვანეს
აბასთუმნის საკარანტინო ზონაში კიდევ 24 მოქალაქე შეიყვანეს
აბასთუმნის საკარანტინო ზონა დაცარიელდა
სამცხე-ჯავახეთში დამატებით სამი საკარანტინო ზონა მოეწყო
აბასთუმნის ფილტვის ცენტრში კორონავირუსზე დაკვირვებისთვის 15 ადამიანი შეიყვანეს