FM97.5 / LIVE

'ენზელ მკოიანის დაკავების არანაირი საფუძველი არ არსებობს' – კობახიძე

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.04.2020
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მისმა თანაგუნდელმა, ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმა, ახალქალაქში თავდაცვის მიზნით გაისროლა. შესაბამისად, კობახიძე მისი დაკავების ან უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზს ვერ ხედავს.

'ენზელ მკოიანის დაკავების არანაირი საფუძველი არ არსებობს' – კობახიძე

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დღეს, 2 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ახალქალაქში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა.

„ნამდვილად არსებობს ის კადრები, სადაც ნათლად ჩანს, რომ სამველ პეტროსიანი ისვრის ენზელ მკოიანის, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის, საქართველოს პარლამენტის წევრის მისამართით და ამაზე პასუხობს მკოიანიც, თავდაცვის მიზნით. ეს არის ის სურათი, რომელიც აშკარად იკვეთება ვიდეო კადრებიდან, დანარჩენი არის გამოძიების საქმე. პირდაპირ და ნათლად ჩანს ამ ვიდეო კადრებში ის, რომ კონფლიქტის ინიცატორი არის პეტროსიანი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატი და მისი თანაგუნდელი თავს იცავდა, ამიტომ მკოიანს არც უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს და არც უნდა დააკავონ. მედიის კითხვაზე - არის თუ არა ეს შერჩევითი სამართალი, კობახიძემ უპასუხა: „მე რომ თქვენ გესროლოთ და თქვენ მიპასუხოთ სროლით, თქვენ არავინ უნდა დაგაკავოთ. ეს არის არაშერჩევითი სამართალი“.

მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხზე სასამართლო მიიღებს.

ახალქალაქში სროლა 26 მარტს მოხდა. გამოძიება კი ორი მუხლით დაიწყო. დაკავებულია ყოფილი დეპუტატი და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი სამველ პეტროსიანი, რომელსაც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

მოგვიანებით, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ენზელ მკოიანმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე სროლის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა.

[ნუკა სტეფნაძე, ახალქალაქი]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘ამბობდნენ, მოკალით პეტროსიანიო’ – რას ჰყვება ყოფილი დეპუტატი ახალქალაქში მომხდარ სროლაზე
ახალქალაქში მომხდარი ხულიგნობისა და სროლის ფაქტზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
'ოცნების' დეპუტატი ენზელ მკოიანი ახალქალაქში სროლის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს [ვიდეო]
ახალქალაქში დეპუტატ ენზელ მკოიანის სახლთან სროლა იყო [ვიდეო]
‘შესაშინებლად პლასტმასის იარაღი აიღო, არ გაუსროლია’ - მკოიანის ადვოკატი
‘სამველ პეტროსიანი  ჩემს მოკვლას ცდილობდა’ – ‘ოცნების’ დეპუტატი ახალქალაქში მომხდარ ინცინდენტზე
ენზელ მკოიანის სახლთან სროლის გამო სამველ პეტროსიანი და 19 წლის ბიჭი დააკავეს [ვიდეო]