FM97.5 / LIVE

რომელი პირბადეა უსაფრთხო – რეკომენდაციები ალერგოლოგ–იმუნოლოგისგან

მთავარისიახლე 01.04.2020
რა ტიპის პირბადე უნდა გამოვიყენოთ და როგორ იცავს ნიღაბი ადამიანს დაინფიცირებისგან. პასუხები ალერგოლოგ–იმუნოლოგისგან.

რომელი პირბადეა უსაფრთხო – რეკომენდაციები ალერგოლოგ–იმუნოლოგისგან

ბავშვთა და მოზარდთა ალერგოლოგ–იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომაპნია „რუსთავი 2“ – ის ეთერში ისაუბრა პირბადეებზე.

კითხვა – საქართველოში შექმნილ პირბადეების დეფიციტის გამო მოსახელობის დიდი ნაწილი იყენებს მრვალჯერად ნაჭრის პირბადეს.

პასუხი – ვიტყოდი, რომ ეს უფრო მოდური და ტრენდულია, როგორც ახლა არის გავრცელებული ეს სიტყვა, საქმეს დიდად ვერ აკეთებს და მინდა ავღნიშნო, რომ ერთ–ერთ სამედიცინო საიტზე დაიდო კვლევა, რომ მაღალი რისკი შეიძლება უფრო უკავშირდებოდეს ინფექციის გავრცელებას, თუ ადამიანები ისარგებლებენ, ნაჭრის და მრავალჯერადი გამოყენების პირბადეებით. ეს არის ერთ–ერთი უახლესი ინფორმაცია, რომელიც არის ნაჭრის მრავალჯერად პირბადეზე. ძალიან სახიფათოა და სჯობს ერთჯერადი გამოყენების პირბადე გამოვიყენოთ, თუ იქნება ხელმისწვდომი. ერთჯერადი პირბადის შოვნა მთელს მსოფლიოს პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ მოდით ნაჭრის პირბადეზე ჩვენ უარი ვთქვათ, რადგან უფრო მეტი რისკის შემცველია.

კითხვა – ჯერ კიდევ ხშირია და მოსახელობაში შევხვდებით ე.წ ერთფენიან თეთრ პირბადეებს. რამდენად სწორია და მიზანშეწონილი პანდემიის დროს მსაგვსი პირბადის გამოყენება?

პასუხი – მსგავი ტიპის პირბადე პრაქტიკულად არ იცავს ინფექციისგან, აქაც არის რისკი დაინფიცირების, ეს არის დამოკიდებული ვირუსის ზომაზე. ის ფორები რაც ერთფენიან თეთრ პირბადის ნაჭერშია. აქ დაცვის რისკი შედარებით დაბალია, ამიტომ ასეთ პირბადესაც ვერ უწევთ რეკომენდაციაას.

კითხვა – ასევე, მოსახელობის შედარებით მცირე ნაწილში, მაგრამ მაინც ვხვდებით პროფესიონალებისთვის განკუთვნილ პირბადეებს, მაგალითად როგორიც არის პირბადე N 95.

პასუხი – პირბადე N 95 პროფესიონალებისთვის არის განკუთვნილი. პრობლემა რა არის ძალიან რთული გასაძლებილია ამ პირბადის გაკეთება, ხშირად აშშ–ში, როდესაც ასწავლიან და ტრენინგებს უტარებენ პროფესიონალებს, რომ ისინიც თავადაც არ დაავადდნენ, ასეთი მეთოდი აქვთ მოფიქრებული N 95 პირბადესთან დაკავშირებით. მოარგებს ერთი ადამინი და უშვებენ ისეთ ოთახში სადაც სპეციალურ ოდონატორს ანუ სუნის მიმცემ გაზს უშვებენ, ეს ადამისთვის არასაზიანოა და გეკითხებიან სწორად მოგერგო ეს ნიღაბი? სუნი ვერ უნდა იგრძნო მძაფრსუნიანი არის. ამიტომ ამის მორგება ძალიან რთულია, ამას სჭირდება პროფესიონალი. შიგნით ჰაერი ძალიან იხუთება, შეიძლება არ იყოს ადამიანისთვის და ჯანმრთელობისთვის სასურველი. ხდება ზეწოლა სახეზე და ხშირად გვინახავს უცხოეთშიც და ჩვენს საამაყო ექიმებთან სურათები, როდესაც სახის დაზიანება აქვთ, ანუ ეს ჩვეულებრივ ყოფაში არ გამოგვადგება, ამიტომ ამასაც არ ვუწევთ რეკომენდაციას.

კითხვა – სამშრიანი პირბადე, რომელსაც ყველა ექიმი რეკომენდაციას უწევს, მაგრამ ამ ეტაპზე მისი შოვნა თითქმის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში შეუძლებელია.

პასუხი – ეს არის ყველაზე უფრო კარგი ვარიანტი და რეკომენდაცია შეიძლება გავუკეთოთ, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ რადგანაც პირბადეს ვუწევთ რეკომენდაციას აქვე ვთქვათ, რომ ვინ უნდა გამოიყენოს ეს პირბადე, რათა არ იყოს ზეჭარბი გამოყენება მისი და არ წავართვათ ის იმას ვისაც უფრო სჭირდება. პირბადეს იყენებს მხოლოდ დაავადებული ადამიანი, რომელიც სიმპტომების მატარებელია და ის ადამინი, რომელიც თვითონ ჯანმრთელია და უვლის ამ ადმიანს. არავითარი აზრი არ აქვს ქუჩაში მის ტარებას, ღია სივრცეში მის მოხმარებას და თუ ჩვენ ვართ დახულ სივრცეში,მაგალითად აფთიაქში ორმეტრიანი დისტანცია სრულებით საკმარისია, რომელიც დაგიცავთ ვირუსის გადადებისაგან.

როგორ უნდა გავიკეთოთ, მოვიხსნათ და გადავაგდოთ ნიღაბი.

წესები:

1. პირბადის გაკეთებმდე აუცილებლად დაიბანეთ ხელი;
2. ნიღაბი უნდა იყოს სახეზე მჭიდროდ გაკეთებული და შენარჩუნებული უნდა იყოს ჰერმეტურობა;
3. დაბინძურების შემთხვევაში ნიღაბი უნდა შეცვალოთ ახალით;
4. მოიხსენით ნიღაბი, ისე რომ არ შეეხოთ წინა მხარეს, მოიხსენით თასმით. ნიღბის მოხსნისთანავე დაიბანეთ ხელები კარაგად ან დაიმუშავეთ სპეცილური ხსნარით;
5. მოხსნილი ნიღაბი გადააგდეთ დახურულ ურნაში;

ნუკა სტეფნაძე, ბორჯომი


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

COVID-19: უნდა გავუკეთოთ თუ არა 2 წლამდე ასაკის ბავშვს პირბადე
საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ, რეკომენდებულია პირბადის გამოყენება – ხათუნა ზახაშვილი
უმჯობესია ხელები ხშირად დაიბანოთ, ვიდრე მთელი დღე დაუმუშავებელი ხელთათმანი გეკეთოთ – ხათუნა ზახაშვილი
’ერთ ცალში ლარი გადავიხადე’ – ბორჯომსა და ახალციხეში პირბადეების დეფიციტია
ახალციხეში პირბადე მხოლოდ ოთხ აფთიაქში იყიდება
ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ
სახლიდან გასვლისა და შესვლის პროტოკოლი - COVID 19