FM97.5 / LIVE

ვის გადაუხდის სახელმწიფო სამი თვის კომუნალურებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.04.2020
სამცხე-ჯავახეთის ის მცხოვრებლები, რომელთა ელქტროენერგიის დავალიანება თვეში მაქსიმუმ 36 ლარია, ბუნებრივი აირის კი - 109, სამი თვე გადასახადს არ გადაიხდიან. მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო დააფინანსებს მარტის, აპრილისა და მაისის გადასახადებს და ამისთვის 2 მილიარდს გამოყოფს.

ვის გადაუხდის სახელმწიფო სამი თვის კომუნალურებს

კომუნალური გადასახადებისგან სამთვიანი გათავისუფლების შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 1-ელ აპრილს ისაუბრა.

შეღავათი შეეხებათ იმ მცხოვრებლებს, რომლებიც თვეში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ.

რეგიონებში ელექტროენერგიის მიმწოდებელი სს „ენერგო-პრო ჯორჯიაა“. იგი საქართველოს რეგიონების მასშტაბით 1 200 000-ზე მეტ აბონენტს ემსახურება.

კომპანიის მიერ დადგენილი ტარიფი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, 1 კვტ/სთ ასე გამოიყურება:

- 101 კვტსთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის აბონენტებისთვის - 14.2367 თეთრი;

- 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით - 18.2133 თეთრი.

შესაბამისად, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომხმარებლები, რომელთა დავალიანებაც თვის განმავლობაში, 36 ლარზე ნაკლებია, ელექტროენერგიის გადასახადს სამი თვე არ გადაიხდიან.

რაც შეეხება დედაქალაქში მცხოვრებ „თელასის“ აბონენტებს, მათთვის საყოფაცხოვრებო ტარიფი, 1 კვტ/სთ-თვის ასე განისაზღვრება:

- 101 კვტსთ-ის ჩათვლით - 14.5435 თეთრი;

- 101 კვტსთ–დან 301კვტსთ-ის ჩათვლით - 18.5555 თეთრი/კვტსთ;

შესაბამისად, შეღავათი შეეხებათ „თელასის“ იმ აბონენტებს, რომელთა გადასახადი ამ დრომდე 37 ლარზე ნაკლები იქნება.

რაც შეეხება ბუნებრივი აირის გადასახადს, შპს "სოკარ ჯორჯია გაზს” / "საქორგგაზს", საქართელოს რეგიონების მასშტაბით განსხვავებული ტარიფები აქვს. გარდა ამისა, 2008 წლის 1 აგვისტომდე ჩართულ აბონენტებსა და მას შემდეგ დამატებული აბონენტებისთვის ტარიფი განსხვავდება.

მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში:

- სამომხმარებლო ტარიფი, 1 კუბ.მეტრზე, 2008 წლის 1 აგვისტომდე არსებული აბონენტებისთვის - 48.6 თეთრია;

- 2008 წლის 1 აგვისტოდან არსებული აბონენტებისთვის - 54.7 თეთრი;

გამოდის, რომ იმ აბონენტს, რომლებიც სამცხე-ჯავახეთში ცხოვრობენ და რომელთა ბუნებრივი აირის დავალიანება 109 ლარს არ გადააჭარბებს, სამი თვის განმავლობაში დავალიანებას სახელმწიფო დაუფარავს.

დედაქალაქში მცხოვრებლებისთვის, რომლებიც „თბილისი ენერჯის“ აბონენტები არიან ბუნებრივი გაზის ტარიფი 1 მ3 - ზე - 0.46137 თეთრია. თბილისში შეღავათი 92 ლარიან დანახარჯს შეეხება.

Reginfo.ge-ს კითხვაზე - თუ ოჯახს ერთ თვეში 200 კვტ-ზე მეტი ელექტროენერგია აქვს მოხმარებული, მაგრამ ბუნებრივი აირი არ აჭარბებს 200 მ3-ს, მიიღებს თუ არა აბონენტი შეღავათს, მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ ასეთ შემთხვევაში დაფინანსდება მხოლოდ ბუნებრივი აირის გადასახადი, ელექტროენერგიის ღირებულების სრულად გადახდა კი აბონენტს თვითონ მოუწევს.

მედია საშუალებასთან ასევე განმარტეს, რომ მარტში მოხმარებული ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლისა და დასუფთავების გადასახადების გადახდა ხდება აპრილში და მთავრობის გადაწყვეტილება არ ითვალისწინებს წინსწრებით, ავანსად გადახდილი გადასახადების კომპენსირებას.

შეღავათი ეხება მხოლოდ იმ აბონენტებს, რომელთა დანახარჯი არ სცდება 200 კვტ-ს დენის შემთხვევაში და 200 მ3 გაზის შემთხვევაში. თუ მომხმარებელმა ამაზე მეტი დახარჯა, მან გადასახადი სრულად თავად უნდა დაფაროს. მაგალითად, თუ აბონენტის დანახარჯი შეადგენს 250 კვტ. ელექტროენერგიას და 300 მ3- ბუნებრივ აირს, გადასახადის ნაწილის (200 კვტ/200მ3) კომპენსირება სახელმწიფოს მხრიდან არ მოხდება.

შერავათების შესახებ საქართველოს პრმეიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა: "ეს დახმარება არის პირდაპირ მიმართული თითოეულ მოქალაქეზე, რომელიც ჩვენ მთავრობის ფარგლებში მივიღეთ და გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რეგიონებში ბუნებრივი აირის ტარიფი შემცირდა
მოქალაქეთა ნაწილს 3 თვით კომუნალურ გადასახადებს მთავრობა გადაუხდის
სემეკმა კომუნალურ სუბსიდირებაზე უარის თქმის პლატფორმა შექმნა
სემეკ–მა რეგიონებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი დაადგინა
აპრილში კომუნალური გადასახადების დაფინანსებაზე უარი 4 600-ზე მეტმა მოქალაქემ თქვა
ახალციხეში დენის გაორმაგებულ გადასახადებს უჩივიან
ბორჯომში 3400-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება