სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

,,სიდა“-ს პროექტი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის (R)

მთავარისაზოგადოება 28.10.2013
სამოქალაქო განვითარების სააგენტო „სიდა", ევროკავშირის მხარდაჭერით, 2012 წლის ნოემბრიდან, ახორციელებს პროექტს სახელწოდებით - „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთის ეროვნული უმცირესობების თემებში".

,,სიდა“-ს პროექტი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის (R)
პროექტი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმას ეხმიანება და ცდილობს ხელი შეუწყოს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას.

„სიდა"-ს პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება ადამიანის უფლებების დაცვის და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების ხელშეწყობის კუთხით. ორგანიზაცია კანონთან კონფლიქტში მყოფი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი არასრულწლოვნების პროფესიული და პიროვნული უნარების გაძლიერების გზით, ადგილორბივ თემებში მათ რეინტეგრაციას უწყობს ხელს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების, სამიზნე ჯგუფების და საბოლოო შედეგების შესახებ პროექტის მენეჯერი, ნინო დემეტრაშვილი საუბრობს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა" 2010 წლიდან თანამშრომლობს პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან და სხვადასხვა აქტივობებში რთავს კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებს. 2012 წლიდან, იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით, დაიწყო პროექტის „საზოგადოებისათვის სასარგებლო აქტივობა" განხორციელება რუსთავში, რომელსაც მოჰყვა უფრო მასშტაბური პროექტი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ეროვნული უმცირესობების თემებში". პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

- ვინ არიან პროექტის სამიზნე ჯგუფის წევრები?

-პროექტის ძირითად სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები, რომლებსაც დაკისრებული აქვთ პირობითი მსჯავრი, ან ჩართული არიან განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში. ასევე, პროექტის სამიზნე ჯგუფია პრობაციის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიურო, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები. მნიშვნელოვანია აღნიშნულ რეგიონებში საზოგადოების ინფორმირების ხარისხის ამაღლება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე, შესაბამისად მოსახლეობაც ერთ-ერთ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს.

- რა აქტივობები ხორციელდება პროექტის ფარგლებში?

- პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები დაყოფილია რამდენიმე მიმართულებად. თავდაპირველად განხორციელებულ იქნა პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, რომლის საფუძველზეც ტრენინგი ჩაუტარდათ ბიუროს თანამშრომლებს. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე ტრენინგები განხორციელდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის, რაც მიზნად ისახავდა აღმიშნული საკითხების შესახებ მათი ინფორმირების ხარისხისა და ინტერესის გაზრდას. პროექტის ფარგლებში შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაციების პლათფორმა, რომელიც ცდილობს გამოავლინოს სფეროში არსებული სირთულეები და მათი გადაჭრის გზების შესახებ რეკომენდაციები მიაწოდოს სამთავრობო უწყებებს.

რაც შეეხება კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებს, მათთვის ეტაპობრივად ხორციელდება „პიროვნული განვითარების ტრენინგი", აქვთ საშუალება მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ტიპის გასართობ, შემეცნებით ღონისძიებებში, შეხვდნენ ცნობილ ადამიანებს, დაეხმარონ სოციალურად მოწყვლად ჯგუფებს, მიიღონ მონაწილეობა გარემოს დასუფთავებისა და გამწვანების აქციებში. ასევე პროექტის ფარგლებში, საქართველოს გაეროს ასოციაციასთან პარტნიორობით, ხორციელდება ინიციატივა „ჩემი უფროსი მეგობარი", რომლის ფარგლებშიც გვყავს 9 წყვილი. აღნიშნული ინიციატივის მიზანია ახალგაზრდებზე პოზიტიური გავლენის ხელშეყობა უფროსების მხრიდან.

საზოგადოების ინფორმირებისის და მედიის წარმომადგენელთა წახალისების მიზნით, „სიდა"-ს გამოცხადებული აქვს კონკურსი ჟურნალისტებისათვის „ბავშვი და მართლმსაჯულება". მიმდინარეობს მუშაობა სოციალური კლიპისა და პოსტერის მომზადებაზე, დაიბეჭდა და გავრცელდა საინფორმაციო ბროშურები პროექტის შესახებ.

აღნიშნული პროექტის მნიშვნელოვნებაზე საუბრობს პრობაციის ბიუროს უფროსი, ავთანდილ კენჭაძეც.

- პროექტი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ეროვნული უმცირესობების თემებში" ეხმიანება საქართველოში მიმდინარე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმას, რაც მნიშვნელოვანწილად ზრდის კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისათვის თანაბარი შესაძლებლობების შექმას და არსებული სერვისების ხელმისაწვდომობას. პროექტი მნიშვნელოვანია ასევე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი არასრულწლოვნების ადგილობრივ თემებში რეინტეგრაციის თვალსაზრისით. პროექტი ხელსუწყობს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების მიერ საზოგადოებრივი წესებისა და ნორმებისადმი პატივისცემის და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას, რაც დანაშაულის რეციდივის პრევენციასთან ერთად მათი სოციალური უნარების განვითარებას, ხშირ შემთხვევაში კი სოციალიზაციის პროცესს გაუმჯობესებას ემსახურება. მსგავს პროექტებში ჩართვა არანაკლებ მნიშვნელოვანია არასრულწლოვნების კრიმინალური თვისებებისა და შეხედულებებისაგან გათავისუფლების თვალსაზრისით, რათა ამ ჯგუფის მოზარდებმა შეძლონ „კრიმინალი, დამნაშავის" სტიგმისგან თავის დაღწევა და საზოგადოებაში ნორმალურად თანაარსებობა.

პროექტს დადებითად აფასებს სამიზნე ჯგუფის წევრი - კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი.

-პროექტის ფარგლებში მონაწილეობას ვიღებ პიროვნული უნარების და შესაძლებლობების განვითარების ტრეინინგებში, ვახორციელებ საზოგადოებისთვის სასარგებლო აქტივობებს. გასული 2 წლის განმავლობაში დავუმეგობრდი თანატოლებს, რომელთა გაცნობის შესაძლებლობა სწორედ აღნიშნულმა პროექტმა მომცა. ეს კი დადებითად აისახება ჩემზე და მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს სამომავლო გეგმების დასახვის პროცესზე.

,,სიდა“-ს პროექტი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის (R),,სიდა“-ს პროექტი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის (R)მასალა მომზადებულია პროექტის ფარგლებში: „ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთის ეროვნული უმცირესობების თემებში", რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.


20.05.2018 სკოლებში საატესტატო გამოცდები დაიწყო

08.05.2018 რამდენი თავისუფალი ადგილია ახალციხის სკოლებში პირველკლასელებისთვის

08.05.2018 დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება

03.05.2018 2018 წლის საატესტატო გამოცდების განრიგი ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.05.2018 ვემსახურები მასწავლებლებს!

19.05.2018 'მოდი ღამე მუზეუმში' – სამცხე–ჯავახეთის მუზეუმი აქციას უერთდება

18.05.2018 ეროვნული სამოსის დღე ახალციხეში [Photo]

18.05.2018 ახალციხეში მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი ჩატარდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

,,სიდა“-ს პროექტი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის (R)
იწყება პროექტი კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციისთვის
კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის საგრანტო კონკურსი ცხადდება
უფასო სამართლებრივი კონსულტაცია ეთნიკური უმცირესობების ქალებს
არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიზნით საგრანტო კონკურსი ცხადდება
”ტოლერანტმა” პირობით მსჯავრდებულთა პროექტის შედეგები შეაჯამა