FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში კიდევ ერთი საკარანტინო ზონა დაემატა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 31.03.2020
ახალი საკარანტინო ზონა ბაკურიანში, სასტუმრო „ნოელში“ მოეწყო. ამ დროისთვის სამცხე–ჯავახეთის შვიდ ზონაში კარანტინში მყოფ პირთა რაოდენობა 476–მდე გაიზარდა.

სამცხე–ჯავახეთში კიდევ ერთი საკარანტინო ზონა დაემატა

407 პირს აკვირდებიან ბაკურიანის ხუთ საკარანტინო ზონაში. ახალციხესა და აბასთუმანში კი კარანტინში მყოფი პირების რაოდენობა ყოველდღიურად იკლებს. დღეის მდგომარეობით აბასთუმნის ფილტვის ცენტრში 11 ადამიანი იმყოფება. ახალციხეში, სასტუმრო „გრანდ პალასში“ კი 58–ია.

თვითიზოლაციაში ყველაზე მეტი, 234 პირი კვლავ ახალქალაქში იმყოფება. ნინოწმინდაში – 131; ბორჯომში – 20; ადიგენსა და ასპინძაში 10, ახალციხეში კი იზოლირებული 23 ადამიანია.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 110 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 21–მა შეძლო ვირუსის დამარცხება. კარანტინის რეჟიმში 4 995 პაციენტი იმყოფება, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 278.

დღეიდან, 31 მარტიდან ქვეყანაში საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული, იკრძალება სამზე მეტი ადამიანის შეკრება, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე კი კომენდანტის საათი მოქმედებს.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთს კიდევ ერთი საკარანტინო ზონა დაემატა
სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების რაოდენობა შემცირდა
სამცხე–ჯავახეთში კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს COVID 19-ის სიმპტომები არ აღენიშნებათ
სამცხე–ჯავახეთში თვითოზოლაციასა და კარანტინში 201 ადამიანი დარჩა
სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციაში 517 პირია, საკარინტინო ზონებში – 462
სამცხე–ჯავახეთში კარანტინსა და თვითიზოლაციაში 230 ადამიანია
სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფი პირების რაოდენობა გაიზარდა