FM97.5 / LIVE

იყო ფერადი კარვები, ახლა ჭრელა–ჭრულა პირბადეებია

მთავარისიახლე, საზოგადოება 31.03.2020
პროფესიით არქიტექტორ–რესტავრატორია. ამბობს რომ სამკერვალოს გახსნაზე ბავშვობიდან ოცნებობდა, ოცნება აიხდინა. ახლა ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე პირბადეებს კერავს. ხატია კაკაჩიშვილის გატაცებით დაწყებული კარგი საქმე.

იყო ფერადი კარვები, ახლა ჭრელა–ჭრულა პირბადეებია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის - რესტავრაციის ფაკულტეტი. შემდეგ დაბრუნდა მშობლიურ კუთხეში ვალეში და ბიზნესის წამოწყება სცადა.

„სამკერვალოს გახსნა ასე ვთქვათ ეს ჩემი ბავშვობის ოცნების ახდენა იყო“, – ამბობს ხატია კაკაჩიშვილი. ჰოდა, ოცნებები ხდება. სამკერვალო ვალეში ფუნქციონირებს და "ქეი&ქეი" ჰქვია.

„2015 წელს დამაფინანსეს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში. შევიძინე საწარმო, საკერავი მანქანები. აქედან მოყოლებული დღემდე ძირითადად საბავშვო კარვების, სუფრების, საბავშვო გამოსაყვანებისა და თეთრეულის კერვით ვართ დაკავებული და ეს გახდა ჩვენი ე.წ საოჯახო ბიზნესი“, – გვიყვება ხატია.

ჰყავს მუდმივი მომხმარებელი, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ.

ახლა პირბადეებს კერავს.

„პირბადეების წარმოება ჩემი ოჯახის წევრების პირადი მოხმარებისა და ჩემი მუდივი მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე დავიწყეთ. ჯერ საქველმოქმედო და შემდეგ საწარმოო - სარეალიზაციო მიზნით. პირბადე 100% ბამბის ქსოვილისაგან იკერება. დღეში დაახლოებით 100 ცალს ვკერავთ. მაქვს შეკვეთები და მხოლოდ შეკვეთებზე ვმუშაობთ“, – გვითხრა მან.

ქველმოქმედებაზე არ საუბრობს, მხოლოდ ეს გვითხრა – „რატომღაც მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ახლა ამაზე საუბარი, თუ ვის და რამდენი პირბადე გადავეცი უსასყიდლოდ. ფაქტი ისაა, რომ ეს ის ადამიანები არიან ვისაც სახლში ჯდომა არ შეეხო“.

ხატიას პირბადეები ფერადია, ისევე როგორც მის სამკერვალოში შეკერილი სხვა რამე–რუმეები.

ხატია კაკაჩიშვილი ახლა შეკვეთებს პირბადეებზე იღებს და იმედოვნებს, რომ მალე მოსახლეობის მოთხოვნა სადღესასწაულო სუფრებზე გადავა.

[გულო კოხოძე, ახალციხე]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ხატია პარუნაშვილისთვის საქველმოქმედო კონცერტზე 400 ლარი შეგროვდა
‘საქართველოში შეკერილი პირბადეები თავის მთავარ მოთხოვნას ასრულებენ’ – ნათია თურნავა
‘ნუ ჩაივლი’ - აქცია ხატია პარუნაშვილისთვის [ფოტო]
ხატია პარუნაშვილის მხარდასაჭერად კონცერტი გაიმართება
ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს
‘შემდეგი კვირიდან  მაქსიმალურად ვეცდებით, რომ  პირბადეები გამოჩნდეს სააფთიაქო ქსელებში’ - თურნავა
24 წლის გიორგი გოგილაშვილს დახმარება სჭირდება