FM97.5 / LIVE

”ბოსტანი კონფლიქტის ზონაში”

მთავარი 20.06.2012
გუშინ მესხეთის თეატრის სცენაზე 2008 წლის აგვისტოს მოვლენები გაცოცხლდა

”ბოსტანი კონფლიქტის ზონაში”

თამარ ფხაკაძის პიესა, ”ბოსტანი კონფლიქტის ზონაში”, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ დაიწერა, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში რეჟისორმა გიორგი შალუტაშვილმა დადგა. პრემიერას რეჟისორი ვერ დაესწრო, იმავე საღამოს შალუტაშვილი ლონდონში გაემგზავრა, რადგან მისი ერთ-ერთი სპექტაკლი, ”ჩვენი პატარა ქალაქი” მსოფლიო ათეულში მოხვდა.

”ბოსტანი კონფლიქტის ზონაში” ორი ძმის ამბავს გვიყვება, რომლებიც ქალაქში ქირით, რუს ბაბულინკასთან ცხოვრობენ, თავიანთი სახლ-კარი კი კონფლიქტის ზონაში, ერთ-ერთ სოფელში აქვთ. რევაზი და რობიზონი განსხვავებული ძმები არიან, რევაზი ქალაქში დარჩენას და იქ ცხოვრების მოწყობას ცდილობს, რობიზონი კი სოფელში აპირებს დაბრუნებას და მამა-პაპეულ სახლში ცხოვრების გაგრძელებას.

მალე რევაზი ცოლს ირთავს და მასთან გადადის საცხოვრებლად. ცოლის დაჟინებული თხოვნით, რევაზი სოფელში, რობიზონის ჩუმად ყიდის მამისეულ სახლს და ამერიკაში მიემგზავრება. ძმას საზღვარგარეთ გამგზავრების მიზეზს ატყუებს, ეუბნება, რომ თავში ისეთი დაავადება აქვს, რომ სასწრაფო ოპერაციის გაკეთება სჭირდება.

სოფელში ჩასულ რობიზონს სახლი გაყიდული ხვდება, ამასობაში რევაზიც ურეკავს ამერიკიდან და ეუბნება, რომ ავადმყოფობა მოიგონა, სახლი კი კონფლიქტის ზონაში იმიტომ გაყიდა, რომ ასე ძმას ხიფათი ააცილა თავიდან.

კონფლიქტის ზონაში ვითარება იძაბება. რადგან რობიზონს იქ თავისი სახლი აღარ აქვს დასაცავი, სახლთან ახლოს ბოსტანს აკეთებს, იქვე ხის ქვეშ იდებს ბინას და მტერს ელოდება. ომია. მოსახლეობის ევაკუაცია იწყება. რობიზონი ბოსტანს არ ტოვებს...

”შე დალოცვილო, რა ხარ ეგეთი საცილო, რა ხარ ეგეთი სულ მუდამ დასაცავი, რა ხარ ეგეთი საშაროდ ტკბილი და სულ მუდამ ზედ შესაკვდომი შე დალოცვილო შენა”, - ეფერება ბოსტანში მიწას რობიზონი და აქვე კვდება.

რობიზონის როლს ცხინვალის ივანე მაჩაბელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრიდან მოწვეული მსახიობი, გიორგი რევაზიშვილი ასრულებდა: ”ამ სპექტაკლმა მაყურებელში პატრიოტული სული და სამშობლოს სიყვარული უნდა გააღვივოს, ზოგიერთს მაინც, ცოტა მინავლებული აქვს”.

აგვისტოს ომის თემაზე დადგმულ წარმოდგენაში მნიშვნელოვანია რუსი ბაბულინკას გმირიც. ბაბულინკასთან ცხოვრობდნენ ქირით, ქალაქში, რევაზი და რობიზონი. სპექტაკლში ჩანს რუსი ქალის მზრუნველობა ქართველ ბიჭებზე. ის ყოველ დილით ლოცულობს მათთვის.

”ომი რუსი ხალხისთვისაც და ქართველი ხალხისთვისაც ტრაგედიაა! ომს ეროვნება არ გააჩნია, ამიტომ ჩვენ უბრალო ხალხი უნდა შევიკრათ, ჩვენი გული, სული გავაერთიანოთ და უარი ვუთხრათ ომს - ამბობს ბაბულინკას როლის შემსრულებელი მანანა ბერიძე - კიდევ ერთხელ, უნდა გაიგოს ყველამ, რომ რუს ერთან არანაირი კონფლიქტი არ გვაქვს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის და არა საქართველოს პოლიტიკის ბრალი. ამაყი ვარ, რომ ჩვენ აგვისტოს ომში, თუნდაც ის სამი დღე, დიახ, მოვიგეთ და ჩვენ დავიცავით ჩვენი ქვეყანა!”.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.11.2019 ‘მომავალში უფრო ტიტულოვან ჩემპიონატებს მოვიგებ’-15 წლის ძიუდოისტი ასპინძიდან

10.11.2019 ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

09.11.2019 ‘რუსეთის მიერ დაგეგმილი აქტი განხორციელდა’– კახა გოგიძე კინოთეატრებთან გამართულ აქციაზე

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მესხეთის თეატრის სცენაზე 2008 წლის აგვისტოს მოვლენები გაცოცხლდება



მესხეთის თეატრის მსახიობი დააჯილდოვეს
მარტო, მავთულხლართების პირისპირ
მეოთხე პრემიერა მესხეთის თეატრში