FM97.5 / LIVE

'ოცნების' დეპუტატი ენზელ მკოიანი ახალქალაქში სროლის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს [ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 31.03.2020
"ქართული ოცნების" დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს, რომ სამველ პეტროსიანმა მის მეთორმეტე კლასელ ძმისშვილს ა.მ–ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, სწორედ ამის გამო დაიწყო კონფლიქტი მხარეებს შორის.

'ოცნების' დეპუტატი ენზელ მკოიანი ახალქალაქში სროლის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს [ვიდეო]

ჩანაწერი მაჟორიტარმა დეპუტატმა დღეს, 31 მარტს გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს დაპირისპირება, ასევე პოლიციელების მოქმედებები.

მკოიანმა სათვალთვალო კამერის ჩანაწერს ტექსტი დაურთო სადაც საუბრობს, რომ სამველ პეტროსიანმა შეურაცხყოფა მიაყენა მის ძმის შვილს, მე-12 კლასის მოსწავლეს, ხოლო სამველის შვილმა, გ.პ–მ კი მის შვილს. ასევე აცხადებს, რომ პეტროსიანი მის მოკვლას ცდილობდა.

„ჩემს სახლთან ახლოს იყვნენ, ხმები გავიგე და წავედი მათკენ ნათესავებთან ერთად. შემდგომ მოვიდა სამველ პეტროსიანი და შვილს უთხრა–წადი სახლშიო მე მოვაგვარებ საქმესო. ამოიღო იარაღი და სამჯერ ჩემს მიმართულებით ისროლა, მაგრამ მე შევძელი თავის დაცვა და ამოვიღე ჩემი იარაღი და თავდაცვის მიზნით ჰაერში ვისროლე. მაგ დროს პოლიციელები მოვიდნენ და განაიარაღეს სამველა", – წერს ენზელ მკოიანი.

მკოიანის მიერ გავრცელებულ პოსტში ასევე წერია, რომ პეტროსიანების სახლიდან 12 სხვადასხვა ტიპის იარაღი ამოიღო გამოძიებამ.

„საქმეზე დაწყებული გამოძიების პროცესში სამველ პეტროსიანის და მისი შვილის სახლიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა 12 დასახელების სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი. ეს ყველაფერი დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებით და შემთხვევის ადგილზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერებით“, - წერს მკოიანი.

დაპირისპირება ახალქალაქის ცენტრში 26 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე, ენზელ მკოიანის საცხოვრებელ სახლთან მოხდა.

სროლის საქმეზე შსს–მ ძიება ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.



[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამველ პეტროსიანმა და ენზელ მკოიანის ძმისშვილმა საპატიმრო დატოვეს
‘ამბობდნენ, მოკალით პეტროსიანიო’ – რას ჰყვება ყოფილი დეპუტატი ახალქალაქში მომხდარ სროლაზე
‘სამველ პეტროსიანი  ჩემს მოკვლას ცდილობდა’ – ‘ოცნების’ დეპუტატი ახალქალაქში მომხდარ ინცინდენტზე
ენზელ მკოიანი მოქალაქეების მიმართულებით ისვრის [ვიდეო]
ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების ახალი კადრები ვრცელდება
‘ვიდეო დაჭრილია და არ ასახავს სრულ სურათს ’ – მკოიანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებზე
‘შესაშინებლად პლასტმასის იარაღი აიღო, არ გაუსროლია’ - მკოიანის ადვოკატი