FM97.5 / LIVE

'მკაცრად გავაკონტროლებთ'- მხარის რწმუნებული ახალციხის ბაზარზე

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 30.03.2020
სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის თქმით, დღეიდან, 30 მარტიდან ახალციხის ბაზარს პოლიციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი ჯგუფები მკაცრად გააკონტროლებენ. უსაფრთხოების მიზნით, დაცული იქნება დისტანცია მყიდველებსა და გამყიდველებს შორის.

'მკაცრად გავაკონტროლებთ'- მხარის რწმუნებული ახალციხის ბაზარზე

“მკაცრი კონტროლი გვაქვს ძალიან, დღეს დილიდან იქ არიან მერიის თანამშრომლები. ხალხმრავლობა არ ფიქსირდება და ჩვენ ვფიქრობთ რომ ყოველდღიურ რეჟიმში რიგების მკაცრი კონტროლი იქნება. ამას გააკონტროლებს პოლიციის და მერიის ერთობლივი ჯგუფები, პლუს ბაზრის ადმინისტრაციაც გაფრთხილებულია რომ მათ უნდა უზრუნველყონ დისტანციის დაცვა და მკაცრი კონტროლი რომ ხალხი არ შეიკრიბოს. ეს ყველაფერი ჩვენი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ხდება, რომ რაღაც სავაჭრო სივრცე დარჩეს,” - ამბობს ამირანაშვილი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ბაზრის დაკეტვა არ იგეგმება, “მითითება დაკეტვის შესახებ ჯერ არ მიმიღია, როგორ განვითარდება მოვლენები ეს ვირუსის გავრცელებაზეა დამოკიდებული”.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, 21 მარტიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ამიტომ 10 ადამიანზე მეტის შეკრება კანონით იკრძალება. მიუხედავად ამისა გუშინ, 29 მარტს, დილიდან ხალხით სავსე იყო ბაზარი. პროდუქტი ძირს, პირდაპირ ქუჩაში ელაგა, მოსახლეობის უმეტესობა კი პირბადის გარეშე გადაადგილდებოდა, რიგები და სიმჭიდროვე იყო ბაზარში მდებარე მაღაზიებშიც.

მოგვიანებით სამართალდამცავებმა მოვაჭრეები ბაზრის ტერიტორიიდან გაიყვანეს, სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელობა კი 15 000 ლარით დააჯარიმეს.




[მარიამ ბარძიმაძე,ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ბაზრიდან  მოვაჭრეები პოლიციამ გაიყვანა [ვიდეო]
ხალხმრავლობის გამო ახალციხის  ბაზარი 15 000 ლარით დაჯარიმდა
საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში და ხალხით სავსე ბაზარი ახალციხეში [ფოტო]
გაიხსნება თუ არა ორშაბათს ახალციხის ბაზარი – ბესიკ ამირანაშვილის განმარტება
ახალციხის ბაზარი და მიმდებარე ტერიტორია ცარიელია
ახალციხის ბაზარში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს
ახალციხის ბაზარი  არ გაიხსნება – ბესიკ ამირანაშვილი