FM97.5 / LIVE

”ტურისტებს მარტო მშენებლობებით ვერ მოვიზიდავთ”

მთავარიეკონომიკა 19.06.2012
საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციაზე წელს 10 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს. რა კეთდება რეგიონში ტურისტების მოსაზიდად და დააინტერესებთ თუ არა მხოლოდ ”რაბათი” უცხოელ ტურისტებს

”ტურისტებს მარტო მშენებლობებით  ვერ მოვიზიდავთ”

საქართველოში ტურისტული სეზონი უკვე ოფიციალურად გაიხსნა. გასულ წლებთან შედარებით, წელს ქვეყანაში მეტ ტურისტს ელოდებიან. სტატისტიკური მონაცემები, რამდენი ტურისტი შემოვიდა 2011 წელს სამცხე-ჯავახეთში არ არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე მხოლოდ ის ციფრია დაფიქსირებული, რამდენმა ადამიანმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, თუმცა ამ რიცხვში დაკონკრეტებული არაა, საქართველოში ვინ რა მიზნით ჩამოვიდა.

რეგიონის მასშტაბით მონაცემები მხოლოდ ბორჯომის მუნიციპალიტეტში შემოსულ ტურისტების რაოდენობაზე არსებობს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ინფორმაციით 2011 წელს ბორჯომის მუნიცპალიტეტში117,000 ტურისტი შემოვიდა.

ამავე სამსახურის ინფორმაციით, 2012 წლის იანვრიდან პირველ ივნისამდე 44 930 ტურისტი შემოვიდა, მათ შორის 25 430 უცხოელი. სამსახურის უფროსი ტურიზმის საკითხებში ქეთი ბეროზაშვილი ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება და გასულ წელთან შედარებით წელს უფრო მეტ ტურისტს ელოდებიან.

არასამთავრობო კავშირის ”საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრის” თავმჯდომარის ნუგზარ თათეშვილის თქმით, რაბათის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მსგავსი სამსახურის შექმნა ახალციხეშიც აუცილებელი გახდება. თუმცა, პირველ რიგში ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება უნდა მოხდეს, რაც ტურისტული მარშრუტების მოწყობას, მომსახურების მაღალ კულტურას, გიდის ინსტიტუტის შექმნას, ტურისტული ოპერატორების არსებობას და სხვა სახის ღონისძიებებს გულისხმობს.

- ”მარტო გზების მშებნებლობით ტურისტებს ვერ მოვიზიდავთ. სასტუმროების მშენებლობაც არამგონია ტურისტების მოსაზიდად პრიორიტეტული იყოს. მათ ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო არ სჭირდებათ, მათ უნდათ საოჯახო სასტუმრო, რომელიც მათი ჯიბისთვის ხელმისაწვდომი იქნება. რაც არ უნდა კარგად დაამახსოვრდეთ ჩვენი ქვეყანა, აქ თუ მინიმალური პირობები არ შევუქმენით, მეორედ საქართველოში აღარ დაბრუნდებიან”, - ამბობს ნუგზარ თათეშვილი.

მისი თქმით, რეგიონში ტურისტული კომპანიები ფაქტობრივად არ არსებობს. ახლად შექმნილი სააგენტოები კი, რომლებიც ჯერ ჩამოყალიბების პროცესში არიან, თბილისის ტუროპერატორებისგან მიღებული შეკვეთებით სულდგმულობენ.

ამ ეტაპზე ახალციხეში მხოლოდ ორი ტურისტული კომპანიაა. ორივე მათგანი ახალი დაფუძნებულია და დიდი გამოცდილებაც არ აქვთ.

ტურისტული სააგენტო ”მესხეთის ტურები” ორი წელია რაც არსებობს. ამ დროის განმავლობაში ძირითადად რეგიონის შესწავლასა და ტურისტული მარშრუტების დაგეგმვაზე მუშაობს.

- ”სამცხე-ჯავახეთი დიდი ტურისტული პოტენციალის მქონე მხარეა. რეგიონში ჩამოსულ ტურისტს მრავალფეროვან ტურებს ვთავაზობთ, შემეცნებითი, გასართობი, ექსტრემალური, სათავგადასავლო, ასევე კლიენტის მიერ საკუთარი სურვილის მიხედვით შედგენილ სხვადსხვა ტურებს”, - ამბობს ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი გიორგი ნათენაძე.

ნუგზარ თათეშვილის თქმით, ტურისტებს ისტორიულ და კულტურულ ძეგლებზე მეტად ქართული სამზარეულო და ტრადიციები აინტერესებთ: ”ჭობარეთში ტენილი ყველის საწარმო ”მზიანეთი” გაიხსნა. რაც ამ საწარმომ ფუნქციონირება დაიწყო, მას ტურისტული მარშრუტი მიაბეს, რადგან ეს იმდენად ორიგინალური პროდუქტია, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიო ბაზარზე, რომ ორგანიზებული ტურისტული ჯგუფები პირდაპირ საწარმოს სანახავად მოდიან”.

საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციამ ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის წელს დაახლოებით 10 მილიონი ლარი უნდა დახარჯოს. რაბათის მშენებლობის დასრულების შემდეგ ტურისტების რაოდენობის გაზრდას ახალციხეშიც ელოდებიან. ნუგზარ თათეშვილი ამბობს, რომ მართალია რეკლამა საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ტურისტების მოზიდვაში, თუმცა ის უარყოფითად იმოქმედებს, თუ რეალობაში იგივე პროდუქტი არ დახვდებათ: ”როცა ჩამოსული ტურისტი ხედავს, რომ ის პროდუქტი, რაც რეკლამაში ნახა მას არ მიეწოდება, უკვე ანტირეკლამაა. ამიტომ ის ათი მილიონი უპრიანი იქნება ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე დაიხარჯოს. ეს იქნება ელემენტარული ჰიგიენის პირობები, ასევე მოსაცდელი ადგილებისა და ბილიკების გასწვრივ გარკვეული მინიშნებების გაკეთება, რომ ტურისტს შეეძლოს დამოუკიდებლად მიაგნოს რომელიმე ობიექტს”.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

”მესხეთის ტურები” გიდების გადამზადებას იწყებს
ციხის ტერიტორიაზე დღეს ტურისტული საინფორმაციო ცენტრიც  გაიხსნება
‘ახალციხის ციხეზე’  2018 წლის ტურისტული სეზონი გაიხსნა  [Photo]
ვიზიტორები 101 ქვეყნიდან – როგორია სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალი
სამინისტრო: საფარის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულების ეტაპზეა
ახალციხის ციხეში 2014 წლის ტურისტული სეზონი გაიხსნა [Photo]
ახალციხეს უკრაინიდან 14 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი ეწვია