FM97.5 / LIVE

ამერიკამ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო

მთავარისიახლე, კორონავირუსი 27.03.2020
მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამერიკაშია. ამავე ინფექციით გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა კი იტალიაში ფიქსირდება.

ამერიკამ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო

27 მარტის, 10:00 საათის მონაცემებით, ამერიკაში 85 594 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო ჩინეთში 81 340, ასევე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება იტალიას, ესპანეთსა და გერმანიაში. მსოფლიოს 199 ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდნობა წუთიერად იცვლება.

გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იტალიაში ფიქსირდება, www.worldometers –ის მონაცემებით აქ 8 215 ადამიანი გარდაიცვალა, მეორე ადგილზეა ესპანეთი, აქ 4 365–მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობა, შემდეგ მოდის ჩინეთი, ირანი, საფრანგეთი, ამერიკა.

საქართველოში 27 მარტის მონაცემებით კორონავირუსის 79 შემთხვევაა დადასტურებული. 11 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა. კარანტინის რეჟიმში 4 427 პაციენტი იმყოფება, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 257. ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები ჩაკეტილია და გამოცხადებულია კარანტინის ზონებად.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

13.03.2020 ამერიკელი დიპლომატები ქართველ ბავშვებს წიგნებს ონლაინ წაუკითხავენ

11.03.2020 სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.03.2020 პენსიის გაცემის წესი იცვლება

27.03.2020 სტომატოლოგთან გეგმიური ვიზიტი პირველ მაისამდე ვერ შედგება – სამინისტრო

27.03.2020 ‘მორწმუნე საზოგადოებას დიდი გამოცდის ჩაბარება უწევს’- დეკანოზი ნიკოლოზ აბრამაშვილი

27.03.2020 ‘ამბობდნენ, მოკალით პეტროსიანიო’ – რას ჰყვება ყოფილი დეპუტატი ახალქალაქში მომხდარ სროლაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

29 მარტის  მონაცემებით კორონავირუსს 199 ქვეყანა ებრძვის
24 საათში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ამერიკაში დაფიქსირდა
186 ქვეყნიდან კორონავირუსით ყველაზე მეტი იტალიაში გარდაიცვალა
407 672 ინიფირებული მსოფლიოში – 24 მარტის სტატისტიკა
იტალიაში 24 საათში კორონავირუსით 919 ადამიანი გარდაიცვალა - 27 მარტის მონაცემები
ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი კლინიკას დღეს დატოვებს - ეზუგბაია
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა