FM97.5 / LIVE

რისთვის არიან მზად სამცხე-ჯავახეთის კლინიკები-COVID 19

მთავარისიახლე, კორონავირუსი 27.03.2020
„სამხრეთის კარიბჭეს“ რეგიონში მომუშავე კლინიკებში არწმუნებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ინფექციასთან გამკლავებას შეძლებენ და არც მედიკამენტები და ტექნიკური აღჭურვილობა უჭირთ. თუმცა როგორც ირკვევა, კლინიკების უმრავლესობაში, კორონავირუსის მსგავსი ინფექციისთვის საჭირო ბოქსირებული პალატების ნაკლებობაა.

რისთვის არიან მზად სამცხე-ჯავახეთის კლინიკები-COVID 19

ჩვენ რეგიონში მოქმედ შვიდ ყველაზე დიდ სამედიცინო დაწესებულებას დავუკავშირდით. ამ დროისათვის, ყველა მათგანი ჩვეული რეჟიმით მუშაობს, თუმცა ამბობენ, რომ თუკი სიტუაცია გამწვავდება, კრიზისულ ვითარებაში მუშაობისთვისაც მზად არიან.

ახალციხე

ახალციხის კერძო კლინიკა „იმედში“, რომელიც 50 საწოლზეა გათვლილი, მზადება მარაგების შევსებით დაიწყეს და თანამშრომლები გადაამზადეს.
იმის გამო, რომ კლინიკა ინფექციური მიმართულებით არ მუშაობს, დაწესებულებაში ბოქსირებული პალატები არ არის, თუმცა ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ არსებული პალატების გადაკეთება შესაძლებელია: „ვინაიდან, ჩვენ ინფექციურ დანართს არ ვფლობთ, შესაბამისად, ბოქსების არსებობა ჩვენთვის არ იყო სავალდებულო და არც ახლა გვაქვს. თუ მოხდა დაწესებულების გამოყენება, როგორც მაგალითად მარნეულში, ჩვენც ვიქნებით ჩვენს ადგილზე. სწორედ ამისთვის გავაორმაგეთ და გავასამმაგეთ მარაგები. როგორც ახლაა ასეთი საშუალო დატვირთვა თუ გვექნება პაციენტების, სამი თვე გვეყოფა მარაგები, თუმცა ჩვენ განვაგრძობთ დახარჯული მარაგის შევსებას. გავზარდეთ რაოდენობა ხსნარების, მედიკამენტების, ხელთათმანების, შპრიცებისა და ა.შ.“, - ამბობს კლინიკის მენეჯერი დავით მაისურაძე.

გამოწვევა, რომელსაც მენეჯერი ამ ეტაპზე ხედავს, მედ-პერსონალის გადაადგილებაა. მისი თქმით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვის გამო, პერსონალს სხვა მუნიციპალიტეტებიდან ახალციხეში ჩამოსვლა უჭირს.

„გარკვეული მუნიციპალიტეტებიდან გვყავს თანამშრომლები და მათ ტრანსპორტირება უჭირთ. დაახლოებით 10-15%-ის პრობლემაა. შესაბამისად, ეს ინფორმაცია მივაწოდე ხელმძღვანელობას და შესაძლებელია მოგვარდეს ან ვერა. ვიდრე ახალი ცვლა არ მოვა, მანამდე ძველი რჩება ადგილზე. ასეთ რეჟიმში რამდენხანსაც მოვახერხებთ იმდენხანს ვიქნებით, თუმცა მუშაობით ყველა შემთხვევაში ვიმუშვებთ“.

მზადება დაწყებულია ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოშიც, რომელიც „ევექსს“ ეკუთვნის. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მარაგებიც საკმარისი აქვთ და თანამშრომლებსაც ტრენინგები ყოველდღიურ რეჟიმში უტარდებათ.

„თუ სახელმწიფო გადავიდა გეგმა B-ზე, რომელიც იმას გულისხმობს, რომ კლინიკა 48 საათში უნდა გადავიდეს შესაბამის მომსახურებაზე და მხოლოდ დაინფიცირებული პაციენტები მივიღოთ, მაშინ ბოქსირებული პალატები იქნება მთლიანად კლინიკაში. ამ შემთხვევაში, ჩვენ სხვა პაციენტს აღარ მივიღებთ, რომ ინფიცირება არ მოხდეს. მარაგების განახლება კი ყოველ კვირას ხდება და ამისი პრობლემა არანაირად არ შეიქმნება“, - აცხადებს ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორის, რევაზ კუჭუხიძე.

ბორჯომი

ბორჯომის სამედიცინო დაწესებულება, 38 საწოლზეა გათვლილი. აქ ოთხი განყოფილებაა. დაწესებულების მენეჯერი ირაკლი დიასამიძე ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში ისინი მზად არიან საკუთარი რესურსი გამოიყენონ:

„მედ-პერსონალიც გადამზადებულია, შემოსული პაციენტის ტრიაჟირება როგორ უნდა მოხდეს, ყველანაირად მზად ვართ. გვაქვს ერთი ბოქსირებული პალატა, რომ პირველ ეტაპზე, საეჭვო ინფიცირების მქონე პაციენტი მოვათავსოთ. საგანგებო სიტუაციის დროს, ჩვენ სხვა პალატებიც შეგვიძლია გავათავისუფლოთ და იქ მოვათავსოთ პაციენტები, ამისი პრობლემაც არ იქნება“, - ამბობს ბორჯომის საავადმყოფოს მენეჯერი ირაკლი დიასამიძე.

ახალქალაქი

ადასტურებენ, რომ მზად არიან, თუმცა მარაგისა და პალატების რაოდენობის შესახებ არ საუბრობენ ახალქალაქის საავადმყოფოში: „მზად არის ჩვენი საავადმყოფო, თუ გართულებები იქნება. მედ-პერსონალი გადამზადებულია. ყველაფერი არის. ბოქსირებული პალატებისა და მარაგის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია. ძალიან კერძო შეკითხვებია ეს“, - აცხადებს კლინიკის დირექტორი ალექსანდრ თოროსიანი.

ნინოწმინდა

პალატების რაოდენობას არ ასახელებენ არც ნინოწმინდის საავადმყოფოში. მთავარი მენეჯერი ნატო ირემაძე ამბობს, რომ თანამშრომლები სახელმწიფო პროტოკოლის შესაბამისად მუშაობენ: „მედ-პერსონალს, მოცემულ შემთხვევაში, გადამზადება არ სჭირდება, იმიტომ, რომ სახელმწიფომ პროტოკოლები დააგზავნა ყველა კლინიკაში და ამის მიხედვით მოქმედებენ. მედიკამენტოზურიც და სადეზინფექციო საშუალებების მარაგიც დაახლოებით ორი თვის გავქვს შევსებული და კიდევ ყველა თვეში ვაგზავნით მარაგების ნაშთს, რომელსაც აკონტროლებს ჩვენი კომპანია“.

ადიგენი

ორი ბოქსირებული პალატაა ადიგენის ჰოსპიტალში. აქ ამბობენ, რომ ჯერ საეჭვო შემთხვევაც კი არ დაფიქსირებულა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ინფიცირებული პაციენტის განთავსება არ გაუჭირდებათ. „პერიოდულად ყოველთვის ვუტარებთ, როგორც წერილობით, ასევე სიტყვიერ გადამზადებას თანამშრომლებს, საჭიროების შემთხვევაში გამზადებული გვაქვს ბოქსირებული პალატაც, თუმცა ჯერ-ჯერობით არაფერი დაფიქსირებულა. ჩვენთან ისეთი პალატებია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება ბოქსირებულად გადაკეთდეს. ამ შემთხვევაში ორი ბოქსირებული პალატა გვაქვს გამზადებლი და პლიუს რეანიმაცია“, - განმარტავს მენეჯერი ლალი ბალახაშვილი.

ასპინძა

ასპინძის „ევექსის“ კლინიკაში, რომელიც ხუთ საწოლზეა გათვლილი, ერთი პალატა ბოქსირებული აქვთ. მენეჯერი მანან ცინაძე ამბობს, რომ მარაგები რეგულარულად ივსება და ამ ეტაზე ორი თვის სამყოფია. გარდა ამისა, კლინიკიდან ერთი თანამშრომელი გადამზადებას გაივლის, როგორ უნდა მოხდეს კორონავირუსზე ტესტის აღება,

„ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და მზადყოფნა გვაქვს. ერთი პალატა ბოქსირებული, იზოლირებული, გვაქვს აღჭურვილობაც, თეორიულად რეკომენდაციები მიღებული - თუ რაიმე შემთხვევა იქნება, წესით არ უნდა გაგვიჭირდეს. მომავალ კვირაში, ჩვენმა თანაშრომელმა უნდა გაიაროს ტრენინგი კორონავირუსის მასალის ასაღებად“.

სამცხე-ჯავახეთში სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობით დაინტერესდა მხარის გუბერნატორიც. იგი რამდენიმე დაწესებულების მენეჯერს შეხვდა და მედიასთან განმარტა, რომ ამ მიმართულებით რეგიონში მზადყოფნაა.

„არის სრული მზაობა, აქვთ მიღებული კონკრეტული დირექტივები ჯანდაცვის სამინისტროდან. ამ ეტაპზე, რაც არის საჭირო აღჭურვილობა სრულყოფილად აქვთ. არ განიცდიან რაიმეს უკმარისობას“, - ამბობს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელი გიორგი მიქელაძე.

მისივე თქმით, პრობლემას მხოლოდ შეზღუდული საქალაქთაშორისო ტრანსპორტი წარმოადგენს: „პრობლემა შეიქმნა ექიმებისა და პერსონალის ტრანსპორტირებაზე, რაშიც დავეხმარეთ და მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს მათ ტრანსპორტირებას ყოველდღიურად. დილით აჰყავს ეს პოერსიონალი და საღამოს უკან აბრუნებს. უკვე ორი დღეა მოძრაობს კონკრეტულად პერსონალისთვის, სხვა პრობლემატური საკითხი არ დაუყენებიათ ჩვენთან“, - აცხადებს მიქელაძე.

26 მარტისათვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 79-ია, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 10; კარანტინის რეჟიმში - 4346; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 247.

[თაკო ფეიქრიშვილი, სამცხე-ჯავახეთი]


01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.06.2020 ‘გაუშვეს რატომღაც ერთი ტესტის საფუძველზე, მეორე იყო სუსტად დადებითი’ - გამყრელიძე ნინოწმინდელ კაცზე

03.06.2020 ‘ეს არ არის დადასტურებული’ - მარინა ეზუგბაია ნინოწმინდის შემთხვევაზე

03.06.2020 300-ზე მეტი ფერმერი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას თანადაფინანსებით შეიძენს

03.06.2020 ‘კარანტინიდან დაბრუნებულ კაცს დაახლოებით 100 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი’ – მერის წარმომადგენელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ირანის მოქალაქე, რომელმაც ბოქსირებული პალატის კარი გატეხა და გამოვიდა, აბასთუმანში გადაიყვანეს
როგორია მიმართვიანობა სამცხე–ჯავახეთის ცხელების ცენტრებში
რა შემთხვევაში მუშაობენ ახალციხის სტომატოლოგიური კლინიკები
‘საქართველოში 40-მდე კლინიკა მზად არის ცხელებიანი პაციენტების  მისაღებად’ – თამარ გაბუნია
კლინიკა ‘იმედი’ და ‘აბასთუმნის ფილტვის ცენტრი’ ცხელების ცენტრებად გადაკეთდა
სად და როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი სამცხე-ჯავახეთში
ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი კლინიკას დღეს დატოვებს - ეზუგბაია