FM97.5 / LIVE

წულუკიანის მიერ, ციხის კადრების გასაჯაროების გამო სამინისტრო დაჯარიმდა – საია

მთავარისიახლე, კორონავირუსი 26.03.2020
საიას განცხადებით, ომბუდსმენის წარმომადგენლისა და პატიმრის შეხვედრის ვიდეოს გავრცელებისთვის, იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური დაჯარიმდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, მათ ასევე სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდებსა და ოფიციალურ ვებგვერდზე პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების წაშლა დაავალა.

წულუკიანის მიერ, ციხის კადრების გასაჯაროების გამო სამინისტრო დაჯარიმდა – საია

2020 წლის 21 იანვარს საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის წარდგენისას, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საჯაროდ აჩვენა პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის საკანში სახალხო დამცველის მონიტორთან შეხვედრისას გადაღებული ვიდეოკამერის ჩანაწერი, რომელიც შემდგომ დაიდო სპეციალური პენიტენციური სამსახურის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზეც.

"ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის" განცხადებით, გავრცელებული ვიდეოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ჩაწერა განხორციელდა 2019 წლის 19 აპრილს, ხოლო მისი გავრცელება მოხდა 2020 წლის 21 იანვარს. აღსანიშნავია, რომ კომიტეტის სხდომის ტრანსლირება ხდებოდა პარლამენტის ვებ-გვერდის, მედიისა და სოციალური მედიის საშუალებებით.

აღნიშნული ფაქტის შესწავლისა და შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით 2020 წლის 22 იანვარს საიამ მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

"საქმეზე ჩატარებული წარმოების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე და სოციალური ქსელის გვერდზე გასაჯაროების გზით, ხოლო სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ოფიციალურ ვებ-გვერდსა და სოციალური ქსელის გვერდზე გასაჯაროების, ასევე, სამაუწყებლო კომპანიებისა და საინფორმაციო სააგენტოებისთვის გადაცემის გზით, ვიდეოჩანაწერებზე ასახულ პირთა პერსონალური მონაცემები დაამუშავეს კანონით გათვალისწინებული განსაზღვრული საფუძვლის გარეშე. ამდენად, ხსენებული ადმინისტრაციული ორგანოები სამართალდამრღვევებად იქნნენ ცნობილი და დაეკისრათ მათ ადმინისტრაციული სახდელი. ასევე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და სამინისტროს დაევალათ, სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდებსა და ოფიციალურ ვებგვერდზე პერსონალური მონაცემების შემცველი იმ ვიდეოჩანაწერების წაშლა ან დეპერსონალიზაცია, რომელიც მიჩნეულ იქნა კანონის მოთხოვნათა დარღვევით დამუშავებულად", – ნაქთვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

[sknews.ge]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

წულუკიანის მიერ ციხის კადრების გასაჯაროების გამო, ომბუდსმენმა სახელმწიფო ინსპექტორს მიმართა
არასამთავროები წულუკიანის მიერ ციხის ვიდეოს გასაჯაროებას კანონდარღვევად აფასებენ
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი  მოადგილე გედევან ფოფხაძეა
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებმა ბორჯომელებს ანგარიში წარუდგინეს
ომბუდსმენი - 'ე.წ. მაყურებლები თავისუფლად გადაადგილდებიან, შედიან საკნებში, აგროვებენ ე.წ. საერთოს'
სახალხო დამცველი 7 ნოემბრის მოვლენების გამოძიებას ითხოვს
ადამიანის უფლებათა კომიტეტი ჭელას საკითხს მომავალ კვირას განიხილავს