FM97.5 / LIVE

‘ერთი ბარძიმის ბუკვალური გაგება დაუშვებელია’ - მართლმადიდებელი სასულიერო პირები საპატრიარქოს პასუხობენ

მთავარისიახლე, კორონავირუსი 26.03.2020
„რწმენა, რომელზეც განცხადებაშია საუბარი, ან აბსოლუტურია ან არ არის. თუ აბსოლუტურია, მაშინ არც ორ მეტრიანი დისტანციის დაცვა არის საჭირო, არც რისკ-ჯგუფებში შემავალი პირებისათვის სახლში დარჩენის მოწოდება“, - ასე ეხმაურება საპატრიარქოს განცხადებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა და თეოლოგთა ნაწილი.

‘ერთი ბარძიმის ბუკვალური გაგება დაუშვებელია’ - მართლმადიდებელი სასულიერო პირები საპატრიარქოს პასუხობენ

სასულიერო პირების ნაწილი მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს განცხადება საღვთისმეტყველო თვალსაზრისით გამართული არ არის. ისინი წერილში სამ საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას, მსახურებისას მრევლის მიერ დაცულ დისტანციაზე, ერთი კოვზიდან ზიარების პრინციპსა და მსახურებაზე დასწრების მოწოდებაზე.

"ჩვენ, მართლამდიდებელი ეკლესიის შვილები, შეძრწუნებულნი ვართ მიმდინარე მოვლენებით, რომელიც მსოფლიო პანდემიით არის გამოწვეული. უკვე ასობით ათასი ადამიანია დაავადებული, ხოლო ათობით ათასმა დატოვა წუთისოფელი. ადამიანური ეგოიზმის საცდურია, რომ რიცხვები, რომლებიც არ წყვეტენ ზრდას, მხოლოდ რიცხვებად აღვიქვათ და დავივიწყეთ, რომ მათ უკან ღმრთის უზენაესი ქმნილებები - კონკრეტული ადამიანები დგანან. ადამიანური ეგოიზმი, რომელსაც ალბანეთის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ანასტასი ერესთა ერესს უწოდებს, არის ის კედელი, რომელიც ერთმანეთისგან ყოფს ქრისტეს წმინდა ეკლესიის სხეულთა ნაწილებს, რის გამოც თითქოს ერთ ასოს აღარ ესმის მეორის ტკივილი, მეორეს აღარ აინტერესებს მესამის ტრაგიკული ისტორია.

უკვე არაერთხელ ითქვა, კორონავირუსის დამახასიათბელი სივერაგე ისაა, რომ იგი სწრაფად ვრცელდება და მოსალოდნელია მილიონობით ადამინის დასნეულება. სამწუხაროდ, ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი და რადგანაც მდგომარეობა დღითი-დღე რთულდება, საკუთარი რწმენა, ისევე როგორც წმინდა წერილი და ეკლესიის წმინდა გარდამოცემა, გვავალდებულებს, გამოვეხმაუროთ საპატრიარქოს ადმინისტრაციის 25.03.2020-ის განცხადებას.

1. რწმენა, რომელზეც განცხადებაშია საუბარი, ან აბსოლუტურია ან არ არის. თუ აბსოლუტურია, მაშინ არც ორ მეტრიანი დისტანციის დაცვა არის საჭირო, არც რისკ-ჯგუფებში შემავალი პირებისათვის სახლში დარჩენის მოწოდება. ის „ნახევარ-რწმენა“, რომელიც ამ თან „კი“-ში და თან „არა“-შია, არარსებულია, რადგან არც აბსოლუტურია და არც ჯანსაღი. ვისაც აბსოლუტური რწმენა აქვს, „გველებს აიყვანენ, და თუნდაც რაიმე სასიკვდილო შესვან, არ ავნებთ; ავადმყოფებს ხელებს დაასხამენ და განიკურნებიან“ (მკ. 16:18). აბსოლუტური რწმენა კი ჯანსაღია. ვისაც ჯანსაღი რწმენა აქვს, არ გამოსცდის უფალის ყოვლისშემძლეობას (მთ. 4:7), არ ეძიებს სასწაულს (მთ. 16:4), და საკუთარი რწმენის გამო, არ აგდებს მოყვასს განსაცდელსა და საცდურში (რომ. 14:13,22).

2. ერთი ბარძიმიდან ზიარებას გულისხმობს ზიარების სამივე ტრადიციული ფორმა: კოვზითაც, ხელზე მიღებითაც და ჩალტობითაც. მაშასადამე, „ერთ ბარძიმზე უარის თქმის მოთხოვნა“ წმინდა წყლის ინტერპოლაციაა და ამჟღავნებს საკითხის მცდარად წარმოჩენის ტენდენციას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ერთი ბარძიმიდან ზიარება უპირველეს ყოვლისა მისტიური მნიშვნელობისაა, რადგანაც ის ქრისტეს გამომსყიდველობითი მსხვერპლისა და საიდუმლო სერობაზე კურთხეული სასმისის სახეა. რა თქმა უნდა „ერთი ბარძიმის“ ბუკვალური გაგებაც დაუშვებელია. მსოფლიოს ყველა ადგილას აღვლენილი წმინდა ევქარისტია იმ ერთი ბარძიმის თანაზიარია.

3. თუ ტაძარში მსახურებებზე დასწრების შეზღუდვა „არის გაუმართლებელი და დანაშაული ღვთის წინაშე“, როგორც ეს განცხადებაშია ნათქვამი, ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში განფენილი მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესი ნაწილი გაუმართლებელ დანაშაულს სჩადის, რაც მართლმადიდებელი ეკლესიის სხეულისადმი წაყენებული მწვავე ბრალდებაა.

იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალში ასეთი განცხადებები, მათი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მეტად თანამიმდევრული და საღმრთისმეტყველო თვალსაზრისით გამართული იქნება. ვლოცულობთ, რომ ყოვლადმოწყალე ღმერთმა დაგვიცვას „უქმობისა და მიმოწვლილველობისაგან, მთავრობისმოყვარებისა და ცუდად მეტყველებისაგან“ და მოგვმადლოს „სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა“, რათა ერთობით ვადიდებეთ ღმერთსა, აწ და მარადის და უკუნისამდე, ამენ."- ნათქვამია განცხადებაში.
წერილს ხელს 16 სასულიერო პირი და 11 თეოლოგი აწერს. აქვე განმარტებულია, რომ ხელმომწერთა სია ღიაა და წერილის ავტორები სხვების პასუხსაც ელოდებიან.

ხელმომწერები არიან:

სასულიერო პირები

არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი
იღუმენი ლუკა ფალავანდიშვილი
დეკანოზი ლევან მათეშვილი
დეკანოზი ილია ჭიღლაძე
დეკანოზი ლევან ნაცვლიშვილი
დეკანოზი ალექსანდრე გიორგაძე
დეკანოზი გიორგი ჯულუხაძე
მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე
მღვდელ-მონაზონი ირინეოს შენგელია
მღვდელ-მონაზონი იერონიმე ქათამაძე
მღვდელი გიორგი ცქიტიშვილი
მღვდელი ალექსი აბულაშვილი
მღვდელი მირიან მესხაძე
მღვდელი გრიგოლ ჭეჟია
დიაკონი გიორგი ღიბრაძე
დიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა

თეოლოგები:

თამარა გრძელიძე
თამარ გოგუაძე
ლევან ბუკია
შოთა კინწურაშვილი
გიორგი გეგუჩაძე
გიორგი ხუბულური
მიქაელ ბაქრაძე
საბა კევლიშვილი
ეკა ჭყოიძე
ვლადიმერ წითლიძე
კახა კურტანიძე

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

30.03.2020 საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

30.03.2020 ახალქალაქში მომხდარი ხულიგნობისა და სროლის ფაქტზე, სამველ პეტროსიანს და კიდევ ერთ პირს ბრალი წარედგინათ

30.03.2020 როგორ დავამუშაოთ ხილ-ბოსტნეული - რჩევები

30.03.2020 სამცხე–ჯავახეთში ტემპერატურა –5 გრადუსამდე დაეცემა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ‘შვიდგზის ზეთისცხება’ ტაძრის ეზოში სრულდება [ფოტო]
წმინდა სინოდმა მიტროპოლიტი პეტრე საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორობიდან გაათავისუფლა
‘ტაძარში უფრო ნაკლები ხალხია, ვიდრე ტრანსპორტში, აფთიაქებსა და მაღაზიებში’  - საპატრიარქო
‘მორწმუნე საზოგადოებას დიდი გამოცდის ჩაბარება უწევს’- დეკანოზი ნიკოლოზ აბრამაშვილი
საპატრიარქოს ტელევიზიას ახალი დირექტორი ჰყავს
ზიარება ერთი კოვზიდან და ერთმეტრიანი დისტანცია -  მსახურება სამცხე-ჯავახეთის ტაძრებში
'წილხვდომილობის თუ გვწამს, ამას არ უნდა სჭირდებოდეს კალენდარში პროკლამირება'