FM97.5 / LIVE

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 4 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 26.03.2020
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, კორონავირუსით ინფიცირებული 34 პაციენტიდან, ოთხის ჯანმრთელობა საყურადღებოა. პაციენტების მდგომარეობას, თანდართული დაავადებები ამძიმებს.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში  4 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ინფექციური საავდმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ორი ახლი შემთხვევა, რომელიც დაემატათ, ამერიკის კლასტერთან კონტაქტს და საფრანგეთს უკავშირდება.

„რამდენიმე დღეა სამი მძიმე პაციენტი გვყავს, ამ პაციენტებს დაემატა გუშინ ერთი მძიმე პაციენტი, იმ ორი ახალი პაციენტიდან. ამ სიმძიმეს განაპირობებს ორმხრივი მძიმე პნევმოვნია, სუნთქვის უკმარისობასთან ერთად. ასევე თანარსებული მძიმე დაავადება რკინადეფიციტური ანემიის სახით. გუშინდელის მერე მდგომარეობის პროგრესირება არ ყოფილა, სტაბილური სიტუაციაა. თუ ასე გაგრძელდა და მდგომარეობა სტაბილური დარჩა გამოსავალიც კეთილსაიმედო იქნება,“ – განაცხადა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.

რაც შეეხება სამი პაციენტის მდგომარეობას, მათ მდგომარეობას თანდართული დაავადებები ამძიმებს.

„დანარჩენი სამი პაციენტის შესახებ მოგახსენებთ: ერთი ქალბატონის მდგომარეობა, რომელსაც პნევმონიასთან ერთად ჰიპერტონული დაავდება აქვს, მდგომარეობა სტაბილურია და შეიძლება ითქვას, რომ ალბათ გადაილახა სიმძიმის პერიოდი. მეორე პაციენტთან, რომელიც ასაკოვანი ქალბატონია, გვაქვს მძიმე სიტუაცია იმ მხრივ, რომ გარდა ორმხრივი პნევმონისსა, ახლავს თანარსებული დაავადებები – ეს არის გულის უკმარისობა და მძიმე ნერვოლოგიური დაავადებები, ასევე გნვითარდა სეფსისიც, მკვეთრი გაუარსება არ შეიმჩნევა გუშინდელიდან დღემდე. მესამე მძიმე ავადმყოფთან დიაბეტის ფონზე განვითარებულია მძიმე პნევმონია, ამ პაციენტთანაც დაავადება მინიმალურად, მაგრამ მაინც პროგრესირებს,“ – ამბობს მარინა ეზუგბაია.

საქართველოში 26 მარტის 11:35 საათის მონაცემებით, კორონავირუსის 77 შემთხვევაა დადასტურებული. 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4 055 პაციენტი იმყოფება, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 252.

21 მარტიდან ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები ჩაკეტილია და გამოცხადებულია კარანტინის ზონებად.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

03.08.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი პროფესიულ პროგრამებზე მიღებას აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

04.08.2020 ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

31.07.2020 ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

30.07.2020 აღადგენენ თუ არა თეა ბაღდოშვილს და ეკა ტატალაშვილს სამსახურში?

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ერთი პაციენტის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა - მარინა ეზუგბაია
'4 მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობის სტაბილიზირება ვერ ხერხდება' – მარინა ეზუგბაია
ინფექციურ საავადმყოფოში ოთხი მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა
მარინა ეზუგბაია - ‘სამი მძიმე ავადმყოფი გვყავს’
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 29 პაციენტს პნევმონია აქვს, აქედან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა
ინფექციურ საავადმყოფოში COVID 19–ით ინფიცირებულ 7 პაციენტს მძიმე პნევმონია აქვს