FM97.5 / LIVE

5 რჩევა ფსიქოლოგისგან - როგორ დავძლიოთ იზოლაციით გამოწვეული დეპრესია

მთავარისიახლე, კორონავირუსი 25.03.2020
არ ჩაიკეტო საკუთარ თავში, იყავი აქტიური, იკონტაქტე ონლაინ, დაგეგმე მომავალი - ფსიქოლოგი გვირჩევს, როგორ მოვიქცეთ, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობით გამოწვეულ სტრესს და დეპრესიას გავუმკლავდეთ.

5 რჩევა ფსიქოლოგისგან - როგორ დავძლიოთ იზოლაციით გამოწვეული დეპრესია

როგორც, ფსიქოლოგი მარიამ იველაშვილი გვეუბნება, ბუნებრივია, ადამიანებში განწყობილების ცვლაც და სტრესული მდგომარეობაც, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის და მთლიანად მსოფლიოსთვის ახლა რთული პერიოდია.

„როგორ უნდა მოვიქცეთ თვითიზოლაციის დროს და როგორ გავუმკლავდეთ სახლში ყოფნას ამისთვის ხუთი რჩევა მოგიმზადეთ, რომელიც გამოსაყენებელი და მარტივი შესასრულებელია,“– ამბობს მარიამ იველაშვილი.

ესეც 5 რჩევა ფსიქოლოგისგან:

1. ამ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ არ ჩავიკეტოთ ჩვენს ოთახებში ჩვენს თავთან. თუ ხართ თვითიზოლაციაში და ვერ გადიხართ სახლიდან აუცილებლად იკონტაქტეთ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთნ, არ არის აუცილებელი პირდაპირი კონტაქტი, მრავალი ონლაინ საშუალება არსებობს. პანიკური მდგომარეობა ისეთი ნერვული სისტემების დაძაბულობა, ამ პერიოდში თითქმის ყველა ადამიანში იჩენს თავს. ეს არის განმუხტვის ერთ-ერთი საშუალება, როდესაც ჩვენ ვამყარებთ სოციალურ კონტაქტებს, ისეთ ადამიანებთან, ვისაც ვუყვარვართ, გვენდობიან და მათთან თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ. ამას სანდო კონტაქტები ჰქვია. ამ დროს ჩვენი ნერვული სისტემა მშვიდდება და ეს არის მთავარი პრინციპი. და თუ აქმდე არ გყოლიათ ასეთი ადამიანები აუცილებლად უნდა მოძებნოთ ვინმე, ვისთანაც საერთო ინტერესები გექნებათ და გაუზიარებთ თქვენს აზრებს. ეს მნიშვნელოვანია მარტო ყოფნის დროს.

2. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი - მეტი იმოქმედეთ. მართალია სახლში ვართ და ვერ გავდივართ გაერთ, დავალაგეთ სახლი, მოვამზადეთ სადილი, ეს არ არის საკმარისი, კიდევ რამე უნდა მოვიფიქროთ. არ უნდა გავჩერდეთ ერთ ადგილზე და არ უნდა ჩავწვეთ ლოგინში, არ მივეცეთ დეპრესიას. მაგალითად, გამოვიყენოთ ეს დრო იმისთვის, რომ ვისწავლოთ ხელსაქმე, ან თუნდაც დაკვრა, სიმღერა, დაკავდით ნებისმიერი საქმით, რაც თუნდაც აქამდე არ გამოგდიოდათ, რითიც გნებავთ, ოღონდ არ გაჩერდეთ ერთ ადგილას.

3. ნუ აკრძალავთ, მაგრამ შეზღუდეთ მედია საშუალებები, რომლებიც ნეგატიურ ამბებს გადმოსცემენ, ეს ჩვენში აღძრავს შიშს. დააწესეთ ლიმიტი, თუნდაც დღეში ერთხელ სრულიად საკმარისი იქნება მოისმინოთ საინფორმაციო გამოშვება. ცხადია, უნდა გავიგოთ ინფორმაცია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ყოველ ხუთ წუთში ერთხელ. გადმოწერეთ ისეთი აპლიკაციები, რომლებიც სასარგებლო რჩევებს მოგცემენ და საინტერესო ამბებს გაიგებთ.

4. ეს დრო საუკეთესოა მომავალი გეგმების შესადგენად. გადაწყვეტილებები მივიღოთ იმაზე, რაზეც აქამდე არ გვიფიქრია, ის, რაზეც აქამდე პრობლემები გვქონდა, მაგრამ ფიქრს ვერ ვახერხებდით მცირე დროის გამო. დაგეგმეთ მომავლი მოგზაურობები, ან თუნდაც ენის შესწავლა. დააწყეთ მსგავსი ტიპის გეგმები, რომლებიც საკუთარი თავის რეალიზებაში დაგეხმარებათ. როცა ყველაფერი ჩაივლის, უფრო მეტად რეალიზებულები რომ ვიყოთ. საკუთარ თავს დაუთმეთ ბევრი დრო, საკუთარი თავისთვის ვისწავლოთ ცხოვრება, ახლა ძალიან კარგი დროა ამისთვის.

5. და ბოლოს, მეხუთე ძალიან მნიშვნელოვანი რჩევა - დაუთმეთ დრო საკუთარ სხეულს. ყოველდღიურად, დღეში ერთხელ სხეულისთვის რელაქსაცია საჭიროა. სახლის პირობებში ყველაზე მინიმალური რაც შეგიძლიათ გააკეთოთ ეს არის, რომ მიიღოთ შხაპი ან აბაზანა. ასევე შეგვიძლია, გადმოვიწეროთ სხვადასხვა სავარჯიშო აპლიკაცია, ვარჯიში სხეულის განტვირთვაში დაგვეხმარება. მაგალითად, იოგა. სტრესი, რაც ჩვენს ფსიქიკაში გროვდება, გამოიხატება ჩვენს სხეულის საშუალებით, სწორედ ამიტომ არის საჭირო, ყოველდღიურად ვაკეთოთ ასეთი ტიპის ქმედებები.

მარიამ იველაშვილი ასევე, აღნიშნავს, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს დავიცვათ სპეციალისტების რეკომენდაციები ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით:

„დაიცავით რეკომენდაციები როგორიც არის ჰიგიენური, დაიცავით დისტანცია, დარჩით სახლში, მაგრამ ვინც მთელი დღე ვერ გაჩერდებით სახლში, შეგიძლიათ გარეთაც გახვიდეთ ისეირნოთ ტყეში, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ჯგუფურ და ბევრ ხალხთან ერთად, როგორიც რამოდენიმე დღის წინ მაგალითად ლისის ტბაზე მოხდა“.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

როგორ ავარიდოთ ბავშვებს სტრესი და დაძაბულობა სახლში ყოფნის დროს - რას გვირჩევენ სპეციალისტები
როგორ მოვიქცეთ, როცა მარკეტიდან სახლში ვბრუნდებით -  ყველა რჩევა ერთად
რჩევები ფინანსურ სფეროში დასაქმებისა და წარმატების მიღწევის მსურველებს [R]
რეკომენდაციები ენდოკრინოლოგისგან
რომელი პირბადეა უსაფრთხო – რეკომენდაციები ალერგოლოგ–იმუნოლოგისგან
როგორ დავძლიოთ ბულინგი – დისკუსია ახალციხეში
‘ლიკანში გული გამიჩერდა, ძალიან ცუდ დღეშია, არ დაგიმალავთ’–სალომე ზურაბიშვილი