FM97.5 / LIVE

‘ტაძარში უფრო ნაკლები ხალხია, ვიდრე ტრანსპორტში, აფთიაქებსა და მაღაზიებში’ - საპატრიარქო

მთავარისიახლე, კორონავირუსი 25.03.2020
„გვიჩნდება განცდა, ხელოვნურად მზადდება საზოგადოებრივი აზრი, რათა მომავალში შექმნილ შესაძლო პრობლემების მიზეზად ეკლესია გამოცხადდეს, იმის მიუხედავად, რომ სწორედ ეკლესია ცდილობს, მაქსიმალურად დაიცვას სახელმწიფოს და, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი უსაფრთხოების ზომები”.

‘ტაძარში უფრო ნაკლები ხალხია, ვიდრე ტრანსპორტში, აფთიაქებსა და მაღაზიებში’  - საპატრიარქო

ასე უპასუხა საპატრიარქომ დღევანდელ განცხადებაში კრიტიკას იმის გამო, რომ ეკლესიამ ამ დრომდე არ შეცვალა ერთი კოვზიდან ზიარების პრინციპი და განაგრძობდა საჯარო ღვთისმსახურებას.

განცხადება ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საპატრირქომ 25 მარტს გაავრცელა.მასში ასევე ნათქვამია, რომ ეკლესიისთვის გაუგებარია, თუ რატომ კეთდება საზოგადოების მხრიდან აქცენტი საეკლესიო მსახურებაზე, მაშინ როდესაც „ტაძარში მრევლის რაოდენობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე, მაგალითად, გადაუდებელი აუცილებლობის გამო საზოგადოებრივ ტრანსპორტში (ავტობუსი, მეტროპოლიტენი), სააფთიაქო ქსელში ან სურსათის მაღაზიებში ყოველდღიურად მისულ მოქალაქეებთან შედარებით“.

„განსაკუთრებულად უპირისპირდებიან ზიარების ათასწლოვან პრაქტიკას მაშინ, როდესაც ასეთი პოზიციის მქონეთა უმრავლესობას არა აქვს სათანადო ცოდნა ან რწმენა აღნიშნული საიდუმლოს სულიერი მნიშვნელობისა.

ერთი ბარძიმიდან ზიარება მრევლის ქრისტესთან და ერთმანეთთან ერთობის და სიყვარულის უმაღლესი დადასტურებაა, ხოლო ვინც ამაზე ამბობს უარს, უარს ამბობს მაცხოვარზე!“ - ნათქვამია განცხადებაში.

2020 წლის 20 მარტის სინოდის სხდომაზე საპატრიარქომ საჯარო ღვთისმსახურებისა ზიარების წესის შეცვლაზე უარი თქვა, რის გამოც საზოგადოების ნაწილის კრიტიკა გამოიწვია. გასულ კვირას ტაძრებში ჩვეულებრივ შესრულდა ღვთისმსახურება, სასულიერო პირების თქმით, მრევლის ნაწილი წირვას ეკლესიის ეზოში უსმენდა და დისტანციის დაცვასაც ცდილობდნენ, თუმცა ერთი კოვზიდან ზიარების პრინციპი არ შეცვლილა.

35 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 73 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელებულია 10 ადამიანი. ჩაკეტილია და საკარანტინო ზონებადაა გამოცხადებული მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ამოქმედებულია შეზღუდვები: შეწყვეტილია საქალაქთშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, გაჩერდა მიკროვატობუსები, აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გამართვა და 10 კაცზე მეტის შეკრება დახურულ სივრცეში.

უფრო ვრცლად საპატრიარქოს განცხადების შესახებ წაიკითხეთ აქ

[sknews.ge]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.03.2020 რომის პაპმა წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე ლოცვა მარტომ აღავლინა

27.03.2020 პენსიის გაცემის წესი იცვლება

27.03.2020 სტომატოლოგთან გეგმიური ვიზიტი პირველ მაისამდე ვერ შედგება – სამინისტრო

27.03.2020 ‘მორწმუნე საზოგადოებას დიდი გამოცდის ჩაბარება უწევს’- დეკანოზი ნიკოლოზ აბრამაშვილი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რა (არ) იცვლება ღვთისმსახურებაში  - საპატრიარქოს განცხადება კორონავირუსზე
ზიარება ერთი კოვზიდან და ერთმეტრიანი დისტანცია -  მსახურება სამცხე-ჯავახეთის ტაძრებში
საქართველოს საპატრიარქოში სინოდის სხდომა ჩაინიშნა
სომხური სამოციქულო ეკლესია წირვას მრევლის გარეშე ჩაატარებს
რას (არ) აკეთებენ რელიგიური კონფესიები კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის
საქართველოს საპატრიარქომ ზიარების წესი არ შეცვალა
‘მორწმუნე საზოგადოებას დიდი გამოცდის ჩაბარება უწევს’- დეკანოზი ნიკოლოზ აბრამაშვილი