FM97.5 / LIVE

'ყველას კარზე აკაკუნებს კორონავირუსი' – ამერიკაში ქართული ეპარქია წირვას მრევლის გარეშე აღავლენს

მთავარისიახლე, კორონავირუსი 24.03.2020
აშშ-ს ქართულ სამრევლოებში, ღვთისმსახურების მრევლის გარეშე ჩატარების გადაწყვეტილება, მეუფე საბამ მიიღო. წირვის მოსმენა მორწმუნეებს ფეიბუკ გვერდის საშუალებით, პირდაპირ ეთერში შეეძლებათ.

'ყველას კარზე აკაკუნებს კორონავირუსი' – ამერიკაში ქართული ეპარქია წირვას მრევლის გარეშე აღავლენს

ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში მეუფე საბა ინწკირველმა ისაუბრა.

მისი თქმით, ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, არსებობდა შეზღუდვები წირვა-ლოცვების დროს, მათ შორის დეზინფექცია უკეთდებოდა ზიარების კოვზსაც.

„ეს არ არის ახალი წესი, ბევრი სამრევლო, სასულიერო პირი იყენებს ამ წესს და ასე აზიარეებს მორწმუნეებს“, – ამბობს საბა ინწკირველი.

მეუფეს განმარტებით, გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი მიზეზი, ისიცაა, რომ ამერიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ქართველებიც არიან.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ეტყოდა საქართველოში მოღვაწე სასულიერო პირებს, მეუფემ უპასუხა, რომ ახლა მხოლოდ სახლში ლოცვით შეგვიძლია ერთმანეთის გადარჩენა.

„ჩემთვისაც არ იყო ადვილი ამ გადაწყვეტილების მიღება, რომ მეთქვა ჩემი მრევლისთვის სახლიდან დარჩენილიყვნენ და ელოცათ მაგრამ დღეს სწორედ ეს არის ყველაზე მთავარი მოთხოვნა ერთი რამისთვის– ჩვენ გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე. ჩვენ ვზრუნავთ ადამიანებზე. ეკლესია არის ადამიანების შესაკრებელი, მაგრამ დღეს უჭირს ადამიანს და არ ვიცით რამდენით გაიზრდება კიდევ დაინფიცირებულთა რიცხვი. ყველას კარზე აკაკუნებს დღეს კორონავირუსი. ჩემი მოწოდება იქნება რომ დღეს, ჩვენ რომ ერთმანეთი გადავარჩინოდ, სწორედ სახლის პირობებში უნდა გავხადოთ ეკლესია, ოჯახის პირობებში უნდა ვილოცოთ, რომ გადავარჩინოთ ერღმანეთი“ - განაცხადა მეუფემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია ჩრდილოეთ ამერიკაში, აშშ-სა და კანადაში ქართულ სამრევლოებს აერთიანებს.

ამ დროისთვის ვირუსს 195 ქვეყანაში ებრძვიან. Covid-19 - ით მსოფლიოში 382 568 ადამიანია ინფიცირებული, აქედან გარდაცვლილია 16 578.
ვირუსის გამო საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარობა, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში კი კარანტინია გამოცხადებული.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.04.2020 სომხური სამოციქულო ეკლესია ‘წახკაზარდს’ იგივე ბზობას აღნიშნავს

05.04.2020 ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

05.04.2020 '4 დღეში დაახლოებით 45 დაჯარიმების შემთხვევა გვაქვს' – ამირანაშვილი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაზე

05.04.2020 გაიხსნება თუ არა ორშაბათს ახალციხის ბაზარი – ბესიკ ამირანაშვილის განმარტება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სომხური სამოციქულო ეკლესია წირვას მრევლის გარეშე ჩაატარებს
ბორჯომ – ბაკურიანის მეუფემ ეპარქია დატოვა
სომხური სამოციქულო ეკლესია ‘წახკაზარდს’ იგივე ბზობას აღნიშნავს
საქართველოს საპატრიარქომ ზიარების წესი არ შეცვალა
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 პირს დაუდგინდა
Covid 19 - რა ხდება მსოფლიოში
"ეკლესია და პოლიტიკა" – დისკუსია ახალციხეში