FM97.5 / LIVE

სომხეთში საგანგებო რეჟიმი გამკაცრდა - პრემიერ ფაშინიანის განმარტება

მთავარისიახლე, კორონავირუსი 24.03.2020
24 მარტის საღამოს, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 249 -მდე გაიზარდა, პრემიერ–მინისტრმა გამკაცრებული საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა - მოქალაქეს, რომელიც ქალაქში გამოვა, უნდა ჰქონდეს მკაფიო ახსნა თუ სად და რატომ მიდის.

სომხეთში საგანგებო რეჟიმი გამკაცრდა - პრემიერ ფაშინიანის განმარტება
ფოტო "ჰეთქი"

„ჩვენთვის თითოეული მოქალაქის სიცოცხლე ფასდაუდებელია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ვირუსით არავინ დაიღუპოს“,– თქვა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, პირდაპირ ეთერში.

ფაშინიანის ინფორმაციით, ინფიცირებულთა უმრავლესობა ერევნის „ნორქის“ ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს: ”ზოგიერთ მათგანს სიცხეც კი არ აქვს, რაც გვაძლევს იმედს, რომ ბევრი განიკურნება სამედიცინო ჩარევის გარეშეც კი. ინფიცირებულ მოქალაქეების დაახლოებით 30–ს აქვს ფილტვების ანთება, 5 მათგანი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია. ერთ-ერთის, 77 წლის მოქალაქის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ასევე მძიმედ აფასებენ ექიმები ოთხის მდგომარეობას“.

ამ დროისთვის 868 ადამიანი კარანტინში, 2 419 კი თვითიზოლაციაში იმყოფება.

ნიკოლ ფაშინიანმა გამკაცრებული რეჟიმი ასე განმარტა: ”ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ქალაქში გამოვლენ, უნდა ჰქონდეთ მკაფიო ახსნა, თუ სად მიდიან და ეს განმარტება უკიდურესი საჭიროებას უნდა ეხებოდეს. ქუჩაში გამოსულ მოქალაქეს თან უნდა ჰქონდეს პირადობის მოწმობა, რეგისტრატორი მისგან სპეციალური ფორმის შევსებას მოითხოვენ“.

ნიკოლ ფაშინიანმა ასევე დააზუსტა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 4 მოქალაქე გამოჯანმრთელდა, ხოლო 37 კარანტინიდან გავიდა.

[რიმა სარუხანიან, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.04.2020 ვის გადაუხდის სახელმწიფო სამი თვის კომუნალურებს

01.04.2020 'გვაქვს 4 000 ანტისხეულზე და 2 000 ანტიგენზე დამყარებული ტესტი' – თამარ გაბუნია

01.04.2020 რა პროცედურები ტარდება საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე

01.04.2020 რა სანქცია დაეკისრებათ 'კომენდანტის საათის' დამრღვევ პირებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სომხეთში  კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 424–მდე გაიზარდა
სომხეთში კორონავირუსის 532 დადასტურებული შემთხვევაა
ფაშინიანის ვიზიტი ჯავახეთში დასრულდა [Photo]
ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერად არ აირჩიეს
სომხეთის პარლამენტი ფაშინიანის პრემიერის პოსტზე არჩევას უყრის კენჭს
ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ– მინისტრად აირჩიეს
'შემთხვევების უმრავლესობა ეჩმიაძინს უკავშირდება' - ფაშინიანი