FM97.5 / LIVE

სად და როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი სამცხე-ჯავახეთში

მთავარისიახლე, კორონავირუსი 24.03.2020
სამცხე-ჯავახეთის სოფლებიდან, მუნიციპალურ ცენტრებამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარ ივლის. სამგზავრო მიკროავტობუსი მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში და ისიც შეზღუდვით დაიშვება. ადგილობრივებმა ტაქსით და მსუბუქი მანქანით უნდა იმგზავრონ.

სად და როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი სამცხე-ჯავახეთში

მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 მარტიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც შეწყდა. რაც იმას ნიშნავს, რომ დღეიდან, თბილისიდან ან საქართველოს სხვა რომელიმე ქალაქიდან სამცხე-ჯავახეთამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვეღარ ისარგებლებთ.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გარდა, რეგიონში მკვეთრად შეიზღუდა შიდა გადაადგილებაც. შესაბამისად, სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა ვერც მუნიციპალურ ცენტრამდე მისასვლელად გამოიყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

„ამ ეტაპზე, ყველა სახის ტრანსპორტი გაჩერებულია, არცერთი მიმართულებით არ სრულდება მოძრაობა. არც სოფლებიდან დაბა ადიგენამდე და არც ახალციხის მიმართულებით. თვის ბოლომდე ასე იქნება“, - განმარტავენ ადიგენის მუნიციპალიტეტში.

როგორც საქალაქთაშორისო, ასევე შიდა ტრანსპორტის მოძრაობა მთლიანად აიკრძალა ახალციხის, ასპინძისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მასშტაბითაც.

„საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისად, აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. ჩვენ შიდა მუნიციპალური ტრანსპორტი არც გვყავდა, მაგრამ კერძო კომპანია, რომელიც მგზავრების გადაყვანაზე მუშაობს, ამ ეტაპზე გაჩერებულია“, - გვითხრეს ახალციხის მუნიციპალიტეტში.

ახალქალაქის სოფლებამდე მისასვლელად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ ისარგებლებთ, თუმცა შეზღუდვა არ ეხება შიდა მარშრუტს, რომელიც ქალაქში მოძრაობს.

„მთლიანად შეზღუდულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკვე ორი დღეა. მხოლოდ ერთი „მარშუტკა“ მუშაობს, რომელსაც ქალაქის ცენტრიდან საავადმყოფომდე მიჰყავს და უკან მოჰყავს ხალხი. სოფლებიდან ხალხს შეუძლია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილდნენ“, - ამბობს ახალქალაქის მერი იური უნანიანი.

ცვლილებები შეეხო ბორჯომის საქალაქთაშორისო ტრანსპორტსაც, თუმცა შიდა ტრანსპორტით გადაადგილება არ შეზღუდულა: „შიდა ტრანსპორტი მოძრაობს. 30-მდე ავტობუსი გვყავს და ისევ დადიან, ბორჯომის ყველა სოფელში. მათ დეზინფექციაც ჩაუტარდათ“, - განმარტავენ ბორჯომის მერიაში.

სატრანსპორტო შეზღუდვები რომ არ დაირღვეს, ამაზე, როგორც სამხარეო ადმინისტრაციამ, ასევე თვითმმართველობებმა უნდა იზრუნონ.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელი, გიორგი მიქელაძე განმარტავს, რომ რეგიონის მასშტაბით, ყველა გადამზიდავი კომპანია მკაცრად გაფრთხილებულია: „მათ რომ არ დაარღვიონ დადგენილი წესები, ამას მკაცრად აკონტროლებს პოლიცია და ასევე ინფორმაციის დონეზე, აკონტროლებს მუნიციპალიტეტი, წარმომადგენლების ჩართულობით“.

მისივე თქმით, სოფლებიდან მუნიციპალურ ცენტრებამდე მისასვლელად დიდი ავტობუსებით გადაადგილება აკრძალული არ არის, ხოლო მიკროავტობუსების შემთხვევაში კონკრეტული გამონაკლისებია.

„მიკროავტობუსები ივლიან საჭიროებიდან გამომდინარე. რადგანაც მოსახლეობას პროდუქცია მოაქვს ბაზარში, სურსათის პრობლემაც რომ არ გაჩნდეს, დაიშვა გადაადგილება, ოღონდ შეზღუდვით. მოსახლეობას საშუალება ექნება რეალიზაცია მოახდინოს პროდუქციის და ქალაქებსა და ცენტრებში სურსათის პრობლემა არ შეიქმნას. თუმცა მუნიციპალიტეტებმა უნდა გააკონტროლონ, რომ ამ „მარშუტკების“ გადაადგილება სამგზავრო მიზნებით არ მოხდეს და მხოლოდ სურსათის გადაზიდვისთვის გამოიყენონ’, - ამბობს მიქელაძე.

ცნობისთვის, ყველა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, მათ შორის მატარებლით სამგზავრო გადაზიდვების შეზღუდვა 24 მარტიდან ამოქმედდა. როდემდე გაგრძელდება სატრანსპორტო შეზღუდვები ამ ეტაპზე უცნობია.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.04.2020 სომხური სამოციქულო ეკლესია ‘წახკაზარდს’ იგივე ბზობას აღნიშნავს

05.04.2020 ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

05.04.2020 '4 დღეში დაახლოებით 45 დაჯარიმების შემთხვევა გვაქვს' – ამირანაშვილი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაზე

05.04.2020 გაიხსნება თუ არა ორშაბათს ახალციხის ბაზარი – ბესიკ ამირანაშვილის განმარტება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

24 მარტიდან საქართველოში ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება
იკრძალება თუ არა მიკროავტობუსების მოძრაობა სამცხე-ჯავახეთში
23 ნოემბერს ბორჯომში შიდა ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს
დღეს ბორჯომში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს
ბორჯომში მუნიციპალური ტრანსპორტი ერთი საათით მეტ ხანს იმუშავებს
29 აპრილს ბორჯომში შიდა მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს
საქალაქო ტრანსპორტით უკმაყოფილო მგზავრები