FM97.5 / LIVE

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 70–მდე გაიზარდა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 24.03.2020
24 მარტს, დღის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 055 ადამიანი, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 252.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 70–მდე გაიზარდა

ქვეყანაში ამ დროისთვის სულ 70 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ინფექცია 50 წლამდე კაცს დაუდგინდა, რომელიც საქართველოში ირანიდან, აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. იგი დაინფიცირებიდან 20 დღეში სრულად გამოჯანმრთელდა, კლინიკა დატოვა და თვითიზოლაციაში იმყოფება. 29 თებერვალს კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით, დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა თითქმის ყველა, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაცია. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა, 20 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სავაჭრო ობიექტები დროებით დაიხურა. კვების ობიექტების ნაწილი კი ე.წ გატანის სერვისზე გადავიდა. 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა ამისთვის სპეციალური დეკრეტი გამოსცა.

23 მარტს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანა შიდა გავრცელების ეტაპზე გადავიდა, რადგან ვერ დადგინდა მარნეულში მცხოვრები 62 წლის ქალის ინფიცირების წყარო, ამის გამო მარნეულის და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო მდგომარეობა გამოცხადდა. ჯანდაცვის ექსპერტ აკაკი ზოიძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის კონტაქტების რაოდენობა 1 700-მდეა.

ამავე თემაზე:

რა სიმპტომები აქვს კორონავირუსს და როგორ დავიცვათ თავი ინფექციისგან?

კორონავირუსის ახალი შემთხვევები და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები

როგორია კორონავირუსის სიმპტომები და რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს?

რა უნდა გაითვალისწინოთ თვითიზოლაციაში ყოფნის დროს – რეკომენდაციები

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები

რით განსხვავდება ერთმანეთისგან COVID-19 და გრიპი?

რას ღონისძიებები გატარდება საგანგებო მდგომარეობის დროს – პრემიერ–მინისტრის განმარტებები

[sknews.ge]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.04.2020 ვის გადაუხდის სახელმწიფო სამი თვის კომუნალურებს

01.04.2020 'გვაქვს 4 000 ანტისხეულზე და 2 000 ანტიგენზე დამყარებული ტესტი' – თამარ გაბუნია

01.04.2020 რა პროცედურები ტარდება საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე

01.04.2020 რა სანქცია დაეკისრებათ 'კომენდანტის საათის' დამრღვევ პირებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 66–მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 73–მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 75–მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 83–მდე გაიზარდა
ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა – საქართველოში კორონავირუსი 81 ადამიანს აქვს