FM97.5 / LIVE

შემოიტყუე მსოფლიო სახლში

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 23.03.2020
დარჩი სახლში და წაიკითხე რას წერენ მშობლებსა და ბავშვებს მასწავლებელი გიორგი ლიპარიშვილი და საბავშვო მწერალი ვასო გულეური. ერთი სახალისო რჩევა – თამაში კი ჩვენგან, თქვენ მშობლებო და ბავშვებო.

შემოიტყუე მსოფლიო სახლში

იძულებითმა არდადეგებმა ბავშვები სახლებში გამოკეტა და მშობლებს დისტანციური მუშაობის, ონლაინგაკვეთილების პარალელურად ახალი თავსატეხი გაუჩინა, როგორ გავაჩეროთ შვილები სახლში.

გახდი მაგელანი – სახალისო რჩევა – თამაში ჩვენგან

იყიდეთ დიდი, მსოფლიო რუკა, გაშალეთ იატაკზე და ყოველდღე ახალ ქვეყანაში იმოგზაურეთ. დააყენეთ თქვენი შვილი იატაკზე გაშლილ რუკაზე, შემდეგ უთხარით, რომ დატრიალდეს სამჯერ და როცა ბავშვი გაჩერდება, რომელ ქვეყანაზეც ექნება მარცხენა ფეხი იმ ქვეყანას ეწვიეთ. თავდაპირველად დაიწყეთ რომელი ტრანსპორტით გინდათ იმოგზაუროთ? უმჯობესია მატარებლით წახვიდეთ, რადგან ვაგონის ფაჯრებიდან ყველაფერს კარგად დაათვალიერებთ, ამავდროულად შეგიძლიათ წამოწვეთ და ისე ათვალიეროთ გარემო.

მიადექით ქვეყნის საზღვრებს? შემდეგ უკვე მოუყევით, ან უთხარით შვილებს თავად მოძებნონ და მოგიყვნენ ქვეყნის დაარსების ისტორია. ისაუბრეთ ამ ქვეყნის ტრადიციებზე, გამორჩეულ პიროვნებებსა და ლამაზ ქალაქებზე. რომელი ფულია ბრუნვაში, როგორი ჰავაა, როგორი ბუნებაა, ხალხი როგორია და შემდეგ მიეცით დავალება შვილს დახატოს თავის წარმოდგენით, მარცხენა ფეხით აღმოჩენილი ქვეყნის მაცხოვრებლები ან სოფელი, ან თუნდაც ის როგორ ქუდს დააფარებდა იქაურ ხალხს, ან რა ვარცხნილობას გაუკეთებდა.

რაც უფრო დიდხანს გასტანს არდადეგები, მით უფრო შეძლებთ მოიაროთ მსოფლიოს, თუმცა ვისურვებდი 7 – 8 ქვეყნის შემდეგ ვირტუალური მოგზაურობა შეგეწყვიტოთ და დაგეწეროთ მასალა თემაზე – როგორ გავატარე კორონა არდადაგებები

სკოლა სახლში – გიორგი ლიპარიშვილი

სკოლა სახლში სკოლის სახლად გადაკეთება დაუგეგმავი და მოულოდნელი ამბავია, მაგრამ როცა ჩიხში შევდივართ გამოსასვლელს ვეძებთ. სახლი ჩვენი მეგობარია და გამოსავლის პოვნაში დაგვეხმარება. ახლა ბავშვები (ზოგჯერ მშობლებიც) და მასწავლებლები ონლაინკლასში, ერთ სივრცეში ვიკრიბებით. სანამ ონლაინსწავლება სკოლებში დაიწყებოდა, მანამდე დავიწყე ფიქრი როგორ გამეზიარებინა გამოცდილება, როგორ დამესაქმებინა ბავშვები, ყველაზე დიდი შემოქმედები. ვიდეოგაკვეთილების ჩაწერა დავიწყე. იდეები ბევრი ირევა თავშიც, ინტერნეტსივრცეშიც, წიგნშიც, ფილმშიც, ჩვენში და ჩვენს გარშემო. მთავარია, ეს იდეები დავასაქმოთ. ბავშვები საქმეში მშობლებსაც რთავან და დიდი ჟრიამული და ფუსფუსიც იწყება. ონლაინგაკვეთილი უცებ იქცევა სამუშაო მაგიდად, ცდად, კეთებად, შეწებებად, ფიქრად და საქმედ. ფიქრი კი ადამიანის ყველაზე ახლო მეგობარია. ფიქრის სწავლება, ფიქრის გამოწვევაა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. ხან კონვერტებს ვაკეთებთ, ხან სათლელ ადამიანს, პატარა თვითმფრინავს, სამაგიდო თამაშს და სხვა და სხვას. დიდი ბედნიერებაა, როცა ბავშვები თავიანთ ნამუშევრებს მიზიარებენ, მაჩვენებენ, უხარიათ, ელოდებიან ახალ ვიდეოგაკვეთილებს, ხან დალოდების გარეშე თვითონვე იწყებენ ახალ-ახალი იდეების დასაქმებას. ბავშვები დიდები არიან, პატარა დიდები. მათთან მუშაობა ჩემთვის დიდი პატივი და ბედნიერებაა. ბავშვები ჩემს ბავშვობასთან მაახლოვებს. ფიქრები იდეებით მავარჯიშებენ. სახლი მივქექ-მოვქექოთ, ძველი ნივთები მოვაგროვოთ. დავაწყოთ მაგიდაზე, დავხედოთ და მათი დაშლით, შერთებით ვიფიქროთ რას გავაკეთებთ?! ხანდახან თუ გინდათ, ჩემს ვიდეოგაკვეთილებზეც შემოიჭყიტეთ. ახლა ყველას ერთად გვაქვს - სკოლა სახლში.

გამოვიყენოთ ეს დრო შვილებთან ურთიერთობისთვის – ვასო გულეური

დიდი ხნის მანძილზე სახლში ყოფნა ნამდვილად არ არის იოლი დიდებისთვისაც კი, და მით უფრო, ბავშვებისთვის. მაგრამ, ქვეყანაში და საერთოდ, მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დღეს ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა, რომ მინიმალურად მოხდეს ახალი ვირუსის გავრცელება.

თუმცა, ჩვენ შეგვიძლია მაინც, რომ ეს სიტუაცია ბავშვებისთვის გავხადოთ უფრო საინტერესო და სახალისოც კი. გარდა იმისა, რომ მშობლებს მოუწევთ მეტი დრო გაატარონ შვილებთან, რისი საშუალებაც, გულახდილად რომ ვთქვათ, ნაკლებად აქვთ ხოლმე, შეიძლება ერთობლივი უამრავი საინტერესო რამ მოიფიქრონ.

პირველ რიგში, ცხადია, ეს არის წიგნი. წიგნის ერთად კითხვა არა მხოლოდ ახალი ინფორმაციის მიღებისა და დროის საინტერესოდ გატარების ერთ-ერთი კარგი საშუალებაა, არამედ ურთიერთობის ძალიან კარგი ფორმაა. ბავშვების უმეტესობას ძალიან უყვარს, როცა ხმამაღლა უკითხავენ. შეიძლება ერთად შეარჩიონ წასაკითხი წიგნები, მშობლებმა კითხვის პროცესში თამაშის ელემენტები გამოიყენონ, გააკეთონ ინსცენირება და დიალოგები ერთად წაიკითხონ, დასვან შეკითხვები და ერთად ეძებონ პასუხები...

წიგნის მიხედვით შეიძლება როლური თამაშები მოიფიქრონ და უკვე წაკითხული ნაწყვეტი გაითამაშონ. ასევე კარგი იქნება, თუ წაკითხვის შემდეგ ბავშვები დახატავენ ილუსტრაციებს - ხატვა ასევე ძალიან კარგი საშუალებაა ბავშვის ფანტაზიის და უნარების განვითარებისთვის.

ბავშვების ცნობისმოყვარეობიდან გამომდინარე, კარგი მეთოდია არ დავასრულოთ თხრობა და ბავშვებს მივცეთ საშუალება, თავად გააგრძელონ და დაასრულონ ამბავი. ან უკვე წაკითხულის შემდეგ ვკითხოთ, თვითონ როგორ დაასრულებდა ამ ამბავს. შეიძლება მშობლებთან ერთად დაწერონ სრულიად ახალი ზღაპარი ან ლექსი, რომელსაც თავადვე დაასურათებენ და ხელნაკეთ წიგნებს გააკეთებენ - ბავშვებს მსგავსი აქტივობები ძალიან უყვართ.

ვფქირობ, რომ მშობლებს თავისი შვილის ინდივიდუალური თვისებებიდან გამომდინარე კიდევ ბევრი საინტერესო აქტივობის მოფიქრება შეუძლიათ. მთავარი კი მაინც ის არის, რომ გამოვიყენოთ ეს დრო შვილებთან ურთიერთობისთვის.

[გულო კოხოძე, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

30.03.2020 საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

30.03.2020 ახალქალაქში მომხდარი ხულიგნობისა და სროლის ფაქტზე, სამველ პეტროსიანს და კიდევ ერთ პირს ბრალი წარედგინათ

30.03.2020 როგორ დავამუშაოთ ხილ-ბოსტნეული - რჩევები

30.03.2020 სამცხე–ჯავახეთში ტემპერატურა –5 გრადუსამდე დაეცემა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

როგორ ავარიდოთ ბავშვებს სტრესი და დაძაბულობა სახლში ყოფნის დროს - რას გვირჩევენ სპეციალისტები
‘ოცეულო სდექ’– როგორ ართობს სახლში ‘გამოკეტილ’ შვილებს ახალციხელი ჯარისკაცი [ვიდეო]
ახალქალაქში ბავშვებისთვის გასართობის არარსებობაზე ჩივიან
'არ გამოხატოთ შფოთვა და უიმედობა, ბავშვების თანდასწრებით'– განათლების სამინისტროს მიმართვა მშობლებს
რა ვაჩუქოთ ახალ წელს ბავშვებს ®
ახალციხეში დედას ხუთი წლის შვილის ცემისთვის ასამართლებენ [Video]
ძვირი ახალი წელი ახალქალაქის სკოლებში