FM97.5 / LIVE

ევროპიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის განრიგი

მთავარისიახლე, კორონავირუსი 23.03.2020
უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად უახლოეს სამ კვირაში შვიდი ავიარეისი შედგება. 10 აპრილამდე დაგეგმილი ფრენების განრიგი ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა გააცნო.

ევროპიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის განრიგი

დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს მოქალაქეებს სამშოლოში ეტაპობრივად დააბრუნებენ.

მიმდინარე კვირის განრიგი ასეთია:

23 მარტი - შედგება ბერლინიდან რეისი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს დააბრუნებენ გერმანიიდან და სხვა ევროპული ქალაქებიდან;

24 მარტი - საქართველოს მოქალაქეებს ჩამოიყვანს ბერძნული ავიახაზები “ეგეოსი”, რომელიც ამავე დროს საქართველოდან საბერძნეთში დააბრუნებს საბერძნეთის მოქალაქეებს;

26 მარტი - რეისი თბილისი-ვენა-თბილისი;
კიდევ ოთხი რეისი შედგება მომავალ კვირაში:
31 მარტი - თბილისი-ამსტერდამი-თბილისი;
3 აპრილი - თბილისი-ვარშავა-თბილისი;
7 აპრილი - თბილისი-ათენი-თბილისი;
10 აპრილი - თბილისი-ლარნაკა-თბილისი.

დავით ზალკალიანის თქმით, სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ ბილეთის ფასი 199 ევროს არ აღემატებოდეს.

ახალი კორონავირუსის საფრთხის გამო საქართველოში მკაცრად კონტროლდება აქვს ყველა სახის მიმოსვლა, საზღვრები ღიაა მხოლოდ სატრანზიტო გადაზიდვებისთვის. ქვეყანაში შემოსვლა აკრძალულია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის.
საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, სამშობლოში უკვე დაბრუნდა უცხოეთში მყოფი 3 ათასამდე მოქალაქე. საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის სავალდებულოა 14-დღიანი კარანტინის გავლა.

ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 54 შემთხვევაა დადასტურებული. უკვე გამოჯანმრთელებულია 8 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 3320 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 235. საკარანტინო ზონებადაა გამოცხადებული მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები.

[sknews.ge]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.04.2020 სომხური სამოციქულო ეკლესია ‘წახკაზარდს’ იგივე ბზობას აღნიშნავს

05.04.2020 ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

05.04.2020 '4 დღეში დაახლოებით 45 დაჯარიმების შემთხვევა გვაქვს' – ამირანაშვილი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაზე

05.04.2020 გაიხსნება თუ არა ორშაბათს ახალციხის ბაზარი – ბესიკ ამირანაშვილის განმარტება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

როგორია ფრენის განრიგი უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის
უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად ფრენები 26 მარტიდან იწყება
საქართველოს რკინიგზის საჩუქარი  მგზავრებს ®

'საქართველოს რკინიგზის' განცხადება ®
'საქართველოს რკინიგზის' განცხადება
დღეს თურქეთიდან საქართველოში მატარებლით პირველი სატვირთო რეისი შესრულდა ®
24 დეკემბერს მსვლელობიდან იხსნება მატარებელი № 12/11 (18/17) თბილისი - ქუთაისი - ოზურგეთი ®