FM97.5 / LIVE

‘შორი-შორს დადექით, ეს ყველაფერი თქვენთვის არის’ – პატრიარქი

მთავარისიახლე, კორონავირუსი 22.03.2020
დღეს, 22 მარტს საქართველოს პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ერთმანეთთან დისტანციის დაცვა რთული შესასრულებელი არ არის, ამიტომ მრევლმა ეს რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოს.

‘შორი-შორს დადექით, ეს ყველაფერი თქვენთვის არის’ – პატრიარქი

„დაწყებულია სულიერი განწმენდა ადამიანისა, ჩვენ ვმადლობთ უფალს რომ ასეთი მოთმინებით მივჰყევართ სასუფეველში. უფალი მოწყალეა, უფალი ჩვენთანაა და ჩვენ მასთან ვართ. ჩვენ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი გზა მივიდეს სასუფეველში“,-თქვა პატრიარქმა.

ილია მეორემ მრევლს უთხრა, რომ ადამიანებს შორის დისტანციის დაცვა, რასაც სპეციალისტები ურჩევენ, ადვილი შესასრულებელია.

„გეუბნებიან, შორი-შორს დადექითო, ეკლესიის გარეთ დადექითო, ეს ყველაფერი თქვენთვის არის. ეს ყველაფერი იოლი შესასრულებელია. მთავარი ის არის რომ ჩვენ არ განვშორდეთ უფალს, უფალთან ვიყოთ. ჩვენ რომ ვამბობთ ჩვენთან არს ღმერთი, ეს არის მთავარი. ჩვენ ვმადლობთ უფალს რომ ღირსი გაგვხადა სასუფეველისა. მე ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ სახლში უნდა გქონდეთ ნაკურთხი წყალი, ყოველდღე უნდა ისხუროთ ნაკურთხი წყალი, თქვენ შვილებს, თქვენ ოჯახს, სახლს, კარ-მიდამოს და ბოროტი სული ვერ მოგეახლებათ თქვენ. თქვენ ბრძანდებით და ჩვენ ვართ რჩეულნი ღვთისანი და ჩვენ ვმადლობთ უფალს. გაიხარეთ", – განაცხადა პარტიარქმა.

სამების საკათედრო ტაძარში წირვის დროს პოლიციაც მივიდა, თუმცა უწყების ინფორმაციით, ადგილზე არანაირ დაღვევას არ დაუფიქსირებიათ.

გუშინ, 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა,პრემიერ-მინისტრმა გამოსვლისას აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს და კრძალავს 10 კაცზე მეტი ადამიანის შეკრებას.

„იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა. მთავრობას ექნება უფლება, კერძო ორგანიზაციების ბიზნესსტრუქტურებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება“.

საგანგებო მდგომარეობის შესახებ პრეზიდენტის მიერ გამოცემულ დეკრეტში ჩანაწერი 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრის შესახებ არ არის. თუმცა, დეკრეტის შესაბამისად მთავრობამ უახლოეს მომავალში უნდა გამოსცეს დადგენილება, სადაც შესაძლოა დაკონკრეტდეს რიგი საკითხები, მათ შორის, შესაძლოა, დაკონკრეტდეს 10 კაცზე მეტი ადამინის შეკრების საკითხიც.

ნახეთ რა წერია პრეზიდენტის მიერ გამოცემულ დეკრეტში.

[sknews.ge]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.04.2020 ვის გადაუხდის სახელმწიფო სამი თვის კომუნალურებს

01.04.2020 'გვაქვს 4 000 ანტისხეულზე და 2 000 ანტიგენზე დამყარებული ტესტი' – თამარ გაბუნია

01.04.2020 რა პროცედურები ტარდება საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე

01.04.2020 რა სანქცია დაეკისრებათ 'კომენდანტის საათის' დამრღვევ პირებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ილია მეორე: "არ დაგავიწყდეთ სანთლის დანთება ფანჯარაში“
პატრიარქი ახალ ვირუსზე: 'ეს ყველაფერი არის იმისათვის, რომ განმტკიცდეს სარწმუნოება'
ილია მეორე:'ქართველმა ადამიანმა გაითავისა, რომ ჩვენ ვართ წილხვედრი ღვთისმშობლისა'
სად არ უნდა შეიკრიბოს 10 კაცზე მეტი - მთავრობის დადგენილება

ილია II: შემთხვევითი არ არის, რომ ის სენი, რომელიც მოედო მთელს მსოფლიოს, საქართველოში არ არის
ილია მეორე: ქართველი ადამიანი, უარყოფს, თრგუნავს, ნიჭიერ ადამიანებს
პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა