FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთში დამატებით სამი საკარანტინე ზონა მოეწყო

მთავარისიახლე, კორონავირუსი 22.03.2020
მას შემდეგ, რაც საქართველოში უცხოეთიდან შემოსული მოქალაქეებისთვის ორკვირიანი კარანტინი დაწესდა, საკარანტინე ზონების დამატება აუცილებელი გახდა. აქედან გამომდინარე რეგიონში აბასთუმნის გარდა, კიდევ სამი საკარანტინე ზონა ამოქმედდა. ამ ეტაპზე, რეგიონის მასშტაბით, კარანტინში 243 პირი იმყოფება.

სამცხე-ჯავახეთში დამატებით სამი საკარანტინე ზონა მოეწყო

საკარანტინე ზონები ბაკურიანის ორ და ახალციხის ერთ სასტუმროში მოეწყო.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის, გიორგი მიქელაძის განმარტებით, რეგიონის საკარანტინე ზონებში 330 იზოლიებული ოთახია. 243 ადამიანი უკვე იმყოფება კარანტინში.

კარანტინში მყოფ მოქალაქეებს სასტუმროს პერსონალი ემსახურება, ისინი უკვე გადაამზადეს, მათ სპეციალური აღჭურვილობით მიაქვთ საკვები იზოლირებულ ოთახებთან და მოქალაქეებს კართან უტოვებენ.

ერთ-ერთი ასეთი ზონა ახალციხეში, სადგურის მიმდებარედ არსებული სასტუმრო „grand palace“-ში მოეწყო. ამ ეტაპზე აქ 31 პირია. ისინი ძირითადად ნინოწმინდის საბაჟოს გავლით საქართველოში ჩამოსული მოქალაქეები არიან.

„მინდა აღვნიშნო რომ ყველა ის პირი, რომელიც განთავსებულია კარანტინში, არ აღენიშნებათ ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები. მათ ემსახურებათ სასტუმროს პერსონალი, რომლებიც სადილს კართან უტოვებენ და მიდიან“,-გვითხრა მიქელაძე.

მისივე თქმით, კარანტინში მყოფი პირების კვებას და ასევე პერსონალის ხელფასს სახელმწიფოდან სპეციალურად გამოყოფილი თანხით აანაზღაურებენ.

მიქელაძე აღნიშნავს, რომ სასტუმროს მეპატრონეები, საკარანტინე ზონებისთვის ფართის დათმობის სურვილს თავად გამოთქვამენ.

„მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და ისე მოვამზადეთ საკარანტინე ადგილები. იმ შემთვევაში თუ მეპატრონეს არ სურს სასტუმროს დათმობა ეს იძულებით არ ხდება. ამ დრომდე ასეთი სიტუაცია არ შეგვხვედრია, არის მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა“.

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში არსებულ საკარანტინე ზონაში დღეის მონაცემებით ყველა პალატა დაკავებულია.

22 მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 54 დადასტურებული შემთვევაა. საკარნტინე რეჟიმში 2 956, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეონის ქვეშ 291 პირია. გამოჯანმრთელების სამი ფაქტი დაფიქსირდა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.04.2020 ვის გადაუხდის სახელმწიფო სამი თვის კომუნალურებს

01.04.2020 'გვაქვს 4 000 ანტისხეულზე და 2 000 ანტიგენზე დამყარებული ტესტი' – თამარ გაბუნია

01.04.2020 რა პროცედურები ტარდება საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე

01.04.2020 რა სანქცია დაეკისრებათ 'კომენდანტის საათის' დამრღვევ პირებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში კიდევ ერთი საკარანტინე ზონა დაემატა
სამცხე-ჯავახეთში კარანტინში 497 ადამიანია
აბასთუმნის საკარანტინე ზონაში კიდევ 24 მოქალაქე შეიყვანეს
აბასთუმნის საკარანტინე ზონაში მხოლოდ ერთი პირი დარჩა
სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციაში 517 პირია, საკარინტინო ზონებში – 462
აბასთუმნის საკარანტინე ზონაში ერთ პირს კორონავირუსზე ანალიზი აუღეს
სამცხე-ჯავახეთს კიდევ ერთი საკარანტინო ზონა დაემატა