FM97.5 / LIVE

'ბავშვების მონაცემების გასაჯაროებას მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ' – სახელმწიფო ინსპექტორი

მთავარისიახლე, კორონავირუსი 21.03.2020
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საგანმანათლებლო დაწესებულებებს მათ თანამშრომლებსა და მშობლებს მიმართავს, რათა სოციალურ ქსელში არასრუწლოვანთა ონლაინ გაკვთილების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალის გასაჯაროებას მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ.

'ბავშვების მონაცემების გასაჯაროებას მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ' – სახელმწიფო ინსპექტორი

მას შემდეგ რაც საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა, სწავლა დრობით შეჩერდა. სასწავლებლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. ფეისბუქზე ყოველდღე შეხვდებით ონლაინ შეხვედრების და ონლაინ-სწავლების ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოებს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, აღნიშნული მასალა წარმოადგენს პირის პერსონალურ მონაცემს და მათი გასაჯაროებისას საგანმანათლებლო დაწესებულებები, ამ დაწესებულებებში დასაქმებული პირები, ასევე, არასრულწლოვანი პირების მშობლები და ოჯახის წევრები, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ.

„სოციალურ ქსელებში ვრცელდება ონლაინ სასწავლო პროცესის, ონლაინ შეხვედრების ამსახველი (მათ შორის, იუმორისტული) ფოტო-ვიდეო მასალა. არასრულწლოვნის მონაცემების ინტერნეტში ყველასთვის ხელმისაწვდომი ფორმით გასაჯაროებამ შესაძლოა არასასურველი ზეგავლენა მოახდინოს არასრულწლოვანზე (გახდეს ბულინგის ან სხვა სახის არასასურველი მოპყრობის ობიექტი). შესაბამისად, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ამ დაწესებულებებში დასაქმებული პირები, ასევე, არასრულწლოვანი პირების მშობლები და ოჯახის წევრები, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ბავშვების მონაცემების გასაჯაროებას და იმოქმედონ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.“,-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამსახური მოსახლეობას ურჩევს რომ დისტანციური შეხვედრებისთვის თანამედროვე კოლაბორაციული კომუნიკაციის სისტემები (მაგალითად, Webex, Zoom, Teams) გამოიყენოთ.

ქვეყანაში ამ დროისთვის სულ 47 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟმში 1 966, ხოლო სტაციონალური მთვალყურეობის ქვეშ 259 პირია. გამოჯანმრთელების ერთი შემთხევა ფიქსირდება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ინფექცია 50 წლამდე კაცს დაუდგინდა, რომელიც საქართველოში ირანიდან, აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. 29 თებერვალს კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით, დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა თითქმის ყველა, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაცია. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა, 20 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სავაჭრო ობიექტები დროებით დაიხურა. კვების ობიექტების ნაწილი კი ე.წ გატანის სერვისზე გადავიდა.
სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით საკარანტინო სივრცე მხოლოდ აბასთუმნის ცენტრშია, აქ 14 დღიანი დაკვირვებისთვის მოქალაქეები 27 თებერვლიდან შეჰყავთ.

ამავე თემაზე:

რა სიმპტომები აქვს კორონავირუსს და როგორ დავიცვათ თავი ინფექციისგან?

კორონავირუსის ახალი შემთხვევები და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები

როგორია კორონავირუსის სიმპტომები და რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს?

რა უნდა გაითვალისწინოთ თვითიზოლაციაში ყოფნის დროს – რეკომენდაციები

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე

[sknews.ge]

[sknews.ge]


08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეების რაოდენობა 44-მდე გაიზარდა
კორონავირუსით დაინფიცრებული პაციენტების რაოდენობა 49–მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა
კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი განიკურნა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 66–მდე გაიზარდა