FM97.5 / LIVE

საქართველოს საპატრიარქომ ზიარების წესი არ შეცვალა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 20.03.2020
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ ზიარების წესში ეჭვის შეტანა გამორიცხულია, რადგან შეუძლებელია ამ დროს ვინმეს ინფექცია გადაედოს. მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საპატრიარქომ გადაწყვეეტილება მიიღო, რომ ეკლესიებში მსახურების გახმოვანება დაიწყოს.

საქართველოს საპატრიარქომ ზიარების წესი არ შეცვალა
საქართველოს საპატრიარქოში სინოდის სხდომა დღეს, 20 მარტს გაიმართა.

„ჩვენ მიგვაჩნია, პირადად მე მიმაჩნია და სინოდში არავითარი აზრთა სხვადასხვაობაა არაა, ეჭვის შეტანა იმაში, რომ ზიარების საერთო კოვზით შეიძლება, ინფექცია გადაედოს ვინმეს, ეს არის ყოვლად გამორიცხული. შესაბამისად, ამას რაც შეეხება, არავითარი ცვლილება არ შეიძლება იყოს“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.


რაც შეეხება ღვთისმსახურების ჩატარებას, მისი თქმით, საპატრიარქოს რეკომენდაციაა, რომ ეკლესიებმა ღვთისმსახურება გაახმოვანოს.

„ცვლილება იქნება სასიკეთო, ის, რომ ესეთი რეკომენდაცია გვექნება, ეს თანხებთანაა დაკავშირებული, მაგრამ შეძლებისდაგვარად ყველა ტაძართან, რომ მოახერხონ მსახურების გახმოვანება, რათა არ იყოს სიმჭიდროვე. ჩვენი რეკომენდაციებია, დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროსა და საერთოდ, ჯანდაცვის რეკომენდაციები მორწმუნეებმა. სინოდზე მე პირადად განვაცხადე, მე მინდა, ყველას მოვუწოდო, მრევლს და ყველა ადამიანს და შემოგთავაზებთ ასეთ დევიზს – არ გადასდო და არ გადაგედება.ასაკოვან ადამიანებს, საეჭვო ჯანმრთელობის მქონე პირებს და იმათ, ვისაც ეს ვირუსი დაუდგინდათ, თუ მათი თხოვნა იქნება, ჩვენ ყველგან მივალთ და ნებისმიერ მსახურებას შევასრულებთ საკუთრივ მათთვის.

ჩვენ ვართ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ეკლესიის ოჯახის წევრი. ავკოკეფალია ნიშნავს, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ყველა გადაწყვეტილებას ვღებულობთ დამოუკიდებლად. სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე მიღებულ წესებზე ვერ გავაკეთებთ კომენტარს. ჩვენს დადგენილ წესებს, არავისთან ვათანხმებთ. იმაში, რომ საიდუმლოება მადლმოსილია და საფრთხეს არ შეიცავს, არავითარი აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა “, – განაცხადა ჟურნალისტებთან მეუფე ნიკოლოზმა.

[sknews.ge]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.04.2020 სომხური სამოციქულო ეკლესია ‘წახკაზარდს’ იგივე ბზობას აღნიშნავს

05.04.2020 ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

05.04.2020 '4 დღეში დაახლოებით 45 დაჯარიმების შემთხვევა გვაქვს' – ამირანაშვილი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაზე

05.04.2020 გაიხსნება თუ არა ორშაბათს ახალციხის ბაზარი – ბესიკ ამირანაშვილის განმარტება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საქართველოს საპატრიარქოში სინოდის სხდომა ჩაინიშნა
'ერთჯერადი კოვზების გამოყენება პრინციპულად არასწორია' – მეუფე ნიკოლოზი ზიარებაზე
პრეზიდენტი: ჩვენს ქვეყანას არავითარი საფრთხე არ ემუქრება
საპატრიარქოში სინოდის სხდომა იწყება
‘თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით’ – გახარია სააღდგომო ლიტურგიაზე
'ყველას კარზე აკაკუნებს კორონავირუსი' – ამერიკაში ქართული ეპარქია წირვას მრევლის გარეშე აღავლენს
ნინო ბურჯანაძე: 'იქნება მეორე ტური, სადაც ვიქნებით მე და მარგველაშვილი'