FM97.5 / LIVE

'ეპიდემიის შეკავების მთავარი მექანიზმი გახლავთ სოციალური დისტანცირება' - ამირან გამყრელიძე

მთავარისიახლე 20.03.2020
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ შეკავების მექანიზმების აღსრულებასა და მონიტორინგზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს.

'ეპიდემიის შეკავების მთავარი მექანიზმი გახლავთ სოციალური დისტანცირება' - ამირან გამყრელიძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა

„პრინციპული შეთანხმება გახლავთ ის, რომ რა ნაბიჯებიც ქვეყანამ დღემდე გადადგა, მხედველობაში მაქვს ინფექციის შეკავებასთან და ეპიდემიის შეკავებასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი სწორია და განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ამ შეკავების მექანიზმების აღსრულებასა და მის მონიტორინგზე, თუ რამდენად სწორად ხდება აღსრულება იმისა, რასაც მთავრობა დღეს ადგენს და რეკომენდაციას აძლევს მოსახლეობას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ეპიდემიის შეკავების მთავარი მექანიზმი სოციალური დისტანცირებაა,"ექსპერტების მიერ სოციალური დისტანცირება ჩაითვალა როგორც ყველაზე მძლავრი მექანიზმი ეპიდემიის შენელებისა და ეპიდემიის გავრცელების პრევენციისთვს".


ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ინფექციაზე დღეს კიდევ 100 ნიმუში გაიტესტება.

„სულ ქვეყანაში 30 იანვრიდან მოყოლებული გამოკვლეულია 1073 შესაძლო შემთხვევა და აქედან, 43-ში დადასტურდა კორონავირუსული ინფექცია. მნიშვნელოვანია, რომ საკარანტინო ზონებში არის 1575 ადამიანი, და ასევე, იქიდან და თვით იზოლაციიდან უკვე გამოვიდა 191. თვით იზოლაციაში ჯერ კიდევ იმყოფება 1781 ადამიანი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

20 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევაა გამოვლენილი.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ინფექცია 50 წლამდე კაცს დაუდგინდა, რომელიც საქართველოში ირანიდან, აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. 29 თებერვალს კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით, დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა თითქმის ყველა, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაცია, 20 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სავაჭრო ობიექტები დროებით დაიხურა. კვების ობიექტების ნაწილი კი ე.წ გატანის სერვისზე გადავიდა.

სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით საკარანტინო სივრცე მხოლოდ აბასთუმნის ფილტვის ცენტრშია, აქ 14 დღიანი დაკვირვებისთვის მოქალაქეები 27 თებერვლიდან შეჰყავთ.

ამავე თემაზე:

როგორია კორონავირუსის სიმპტომები და რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს?

კორონავირუსის ახალი შემთხვევები და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები

რა უნდა გაითვალისწინოთ თვითიზოლაციაში ყოფნის დროს – რეკომენდაციები

[sknews.ge]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.04.2020 სომხური სამოციქულო ეკლესია ‘წახკაზარდს’ იგივე ბზობას აღნიშნავს

05.04.2020 ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

05.04.2020 '4 დღეში დაახლოებით 45 დაჯარიმების შემთხვევა გვაქვს' – ამირანაშვილი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაზე

05.04.2020 გაიხსნება თუ არა ორშაბათს ახალციხის ბაზარი – ბესიკ ამირანაშვილის განმარტება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეების რაოდენობა 44-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა
კორონავირუსით დაინფიცრებული პაციენტების რაოდენობა 49–მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა
კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი განიკურნა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 70–მდე გაიზარდა