FM97.5 / LIVE

ახალქალაქში პირმა თვითიზოლაციის წესები დაარღვია

მთავარისიახლე, კორონავირუსი 20.03.2020
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითიზოლაციის წესების დარღვევის ფაქტზე პოლიციამ დააკავა. იგი აბასთუმნის საკარანტინე ზონაში წაიყვანეს.

ახალქალაქში პირმა თვითიზოლაციის წესები დაარღვია

შემთხვევა გუშინ, 19 მარტს საღამოს მოხდა. ამბავს jnews.ge ავრცელებს.

„გუშინ დამირეკეს პოლიციიდან რომ ადგილობრივმა თვითიზოლაცია დაარღვია. პოლიციას აუყვანია. ერევნიდან იყო ჩამოსული, თუმცა ადგილობრივია, გავაგზავნეთ აბასთუმანში“, – განაცხადეს ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით საკარანტინო სივრცე მხოლოდ აბასთუმნის ცენტრშია, აქ 14 დღიანი დაკვირვებისთვის მოქალაქეები 27 თებერვლიდან შეჰყავთ.

საქართველოში ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 141 ადამიანია გადაყვანილი.

საქართველოში კორონავირუსის 43 დადასტურებული შემთხვევაა. 1925 ადამიანი კარანტინის რეჟიმშია, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 271. გამოჯანმრთელების ერთი შემთხვევა ფიქსირდება.

თვითიზოლაციის წესების დარღვევის შემთხვევაში დარეკეთ:

შინაგან საქმეთა სამინისტრო: 112
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი: 116 001

ამავე თემაზე:

რა უნდა გაითვალისწინოთ თვითიზოლაციაში ყოფნის დროს – რეკომენდაციები

თვითიზოლაციის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000 ლარით დაჯარიმდება

რა სიმპტომები აქვს კორონავირუსს და როგორ დავიცვათ თავი ინფექციისგან?


[მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.04.2020 სომხური სამოციქულო ეკლესია ‘წახკაზარდს’ იგივე ბზობას აღნიშნავს

05.04.2020 ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

05.04.2020 '4 დღეში დაახლოებით 45 დაჯარიმების შემთხვევა გვაქვს' – ამირანაშვილი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაზე

05.04.2020 გაიხსნება თუ არა ორშაბათს ახალციხის ბაზარი – ბესიკ ამირანაშვილის განმარტება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში მოქალაქემ თვითიზოლაციის წესები დაარღვია
პოლიციამ 21 მარტს საკარანტინო ზონებში იძულების წესით 10 ადამიანი გადაიყვანა
შსს–მ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის საკარანტინო ზონაში 28 პირი გადაიყვანა
პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 14 ადამიანი გადაიყვანა
ახალციხეში მოქალაქემ თვითიზოლაციის წესები დაარღვია
თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში 22 ადამიანი გადაიყვანეს
ასპინძაში ადგილობრივმა თვითიზოლაციის წესები დაარღვია