FM97.5 / LIVE

ახალქალაქში რკინიგზაზე დასაქმებულები სამუშაოების დროებით შეჩერებას ითხოვენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.03.2020
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, ახალქალაქის მონაკვეთზე დასაქმებული მუშები ხელმძღვანელობას სამუშაოების დროებით შეჩერებას სთხოვენ. მათი თქმით, მუშაობის გაგრძელება სახიფათოა, რადგან ადგილზე ჰიგიენური პირობები დაცული არ არის.

ახალქალაქში რკინიგზაზე დასაქმებულები სამუშაოების დროებით შეჩერებას ითხოვენ

კორონავირუსის გამო, პანდემიის პირობებში რკინიგზაზე დასაქმებული მუშები სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ. მათი თქმით, ხელმძღვანელობა ამ საკითხზე არ ესაუბრებათ, თავად კი პრევენციის მიზნით, სურთ სამუშაოები შეჩერდეს.

„იქნებ ერთი ორი კვირა ჩვენც გავჩერდეთ. აქ რამდენიმე ეროვნების ხალხი ვართ და ყველას გვინდა გაჩერება. ჯერ ერთი, ოთახში შვიდი ადამიანი ვწევართ, ვიწრო ოთახია და თანაც ჰიგიენური პირობები არ გვაქვს. ასევე საჭმელის მხრივაც, კარგი იქნება თუ სურსათის საგენტო ამოვა და შეამოწმებს რა პირობები გვაქვს“, - აცხადებს რკინიგზაზე დასაქმებული ერთ-ერთი მუშა.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, ახალქალაქი-მარაბდის მონაკვეთზე ამ 2019 წლის აგვისტოდან კომპანია „ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთის“ საქართველოს ფილიალი მუშაობს. მათი წარმომადგენლის თქმით, პრევენციის მიზნით, მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მუშები დროებით დაასვენეს, თუმცა სამუშაოები შეჩერდება თუ არა ეს ცენტრალურ ოფისში უნდა გადაწყვიტონ.

„ჯერ-ჯერობით სამუშაოები არ შეგვიჩერებია, ამას ცენტრალური ოფისი გეგმავს ხოლმე და ჩვენ ვასრულებთ. ვამცირებთ სამუშაოს, მაგრამ სრულად არ ვაჩერებთ. რისკის ქვეშ ვინც არის, ასაკიანები იმათ ორ კვირიანი დასვენება მივეცით, რომ იზოლაციაში იყვნენ. ყველას ავუხსენით სიტუაცია და გაიგეს“, - აცხადებს კომპანიის თარჯიმანი როვშან გასანოვი.

რკინიგზაზე დასაქმებულები კი ამბობენ, რომ სამუშაოების შეწყვეტის მოთხოვნით ისინი ჯანდაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან დაკავშირებას აპირებენ.

ცნობისთვის, ეს ის მუშები არიან, რომლებიც 2019 წლის ივლისში, რამდენიმეთვიან უხელფასობას აპროტესტებდნენ.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალქალაქი]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

30.03.2020 საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

30.03.2020 ახალქალაქში მომხდარი ხულიგნობისა და სროლის ფაქტზე, სამველ პეტროსიანს და კიდევ ერთ პირს ბრალი წარედგინათ

30.03.2020 როგორ დავამუშაოთ ხილ-ბოსტნეული - რჩევები

30.03.2020 სამცხე–ჯავახეთში ტემპერატურა –5 გრადუსამდე დაეცემა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში რკინიგზაზე დასაქმებული მუშები ისევ გაიფიცნენ
ახალქალაქში რკინიგზაზე დასაქმებული მუშები პროტესტს აგრძელებენ
ახალქალაქიში რკინიგზაზე დასაქმებულმა მუშებმა პროტესტი შეწყვიტეს
ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს
ახალქალაქში მუშებმა გაფიცვა დაასრულეს
ახალქალაქში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული 65 მუშა გაიფიცა
ახალქალაქში გაფიცულ მუშებს კომპანია დაჰპირდა, რომ ხელფასს 24 ივლისს აუნაზღაურებენ