FM97.5 / LIVE

საქართველოში კორონავირუსის მკურნალობისთვის პრეპარატ ‘რემდესივირს’ გამოიყენებენ

მთავარისიახლე, კორონავირუსი 19.03.2020
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა პრეპარატ „რემდესივირს“ გადმოსაცემად საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია „გილიადთან“, აწარმოებს მოლაპარაკებას.

საქართველოში კორონავირუსის მკურნალობისთვის პრეპარატ ‘რემდესივირს’ გამოიყენებენ

ამირან გამყრელიძის განცხადებით, პრეპარატ „რემდესივირს“ (Remdesivir) ქართველი ექიმები კორონავირუსის წინააღმდეგ გამოიყენებენ. აღნიშნულ პრეპარატს
2015 წლიდან კომპანია „გილიადი“ აწარმოებს. მისი თქმით, პრეპარატი შეიქმნა ებოლას ეპიდაფეთქების დროს დასავლეთ აფრიკაში.

"ეს პრეპარატი ჩინელებმა ძალიან აქტიურად გამოიყენეს თავიანთი ავადმყოფების მკურნალობისას. გარდა ამისა,მრავალი ანტივურუსული პრეპარატის გამოყენება მიმდინარეობდა ჩინეთში და მიმდინარეობს დღესაც, იგივე შიდსის საწაინააღმდეგო პრეპარატების, ხლოროხინის, ინტერფერონის, რიბავირინის და ა.შ. ჩვენი ექიმები ამას იყენებენ. რაც შეეხება დასახელებულ პრეპარატს, ეს პრეპარატი გახლავთ სწორედ იმ კომპანიის, რომელთანაც საქართველო აქტიურად თანამშრომლობს C ჰეპატიტთან დაკავშირებით. ეს არის ერთ-ერთი უმძლავრესი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია და საქართველოს მთავრობამ მიმართა თხოვნით, რომ გარკვეული რაოდენობა ამ პრეპარატებისა იყოს გამოყოფილი და დარწმუნებული ვარ, ეს მოთხოვნა ჩვენთვის დაკმაყოფილდება და ე.წ. სარეზერვო მარაგში ეს პრეპარატი გვექნება. მას აქვს თავისი ჩვენებები, ვის უნდა დაენიშნოს, როგორ და ა.შ. ჩვენი ექიმები ამას გამოიყენებენ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირების 40 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან ერთი უკვე გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმში 1 592 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 262.

[sknews.ge]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.04.2020 '4 დღეში დაახლოებით 45 დაჯარიმების შემთხვევა გვაქვს' – ამირანაშვილი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაზე

05.04.2020 გაიხსნება თუ არა ორშაბათს ახალციხის ბაზარი – ბესიკ ამირანაშვილის განმარტება

04.04.2020 5 აპრილს ახალქალაქის ბაზარი არ იმუშავებს

04.04.2020 ‘თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით’ – გახარია სააღდგომო ლიტურგიაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ამირან გამყრელიძე: 'შემთხვევების ზრდა გვექნება, უკვე 127 ქვეყანაშია დაფიქსირებული ინფექცია'
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევაა დადასტურებული
'ოჯახური შემთხვევებია' - ამირან გამყრელიძე კორონავირუსით ინფიცირებულ 5 პაციენტზე
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა
კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა მოიმატებს, მზადყოფნის რეჟიმი უნდა გაძლიერდეს - გამყრელიძე
საქართველოში წარმოებული ბიოლოგიური პრეპარატი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ