FM97.5 / LIVE

‘400-ზე მეტი ტელეფონის ნომერი ვიცი ზეპირად’– ახალციხელი გივი კაველიძე რეკორდსმენია

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.03.2020
72 წლისაა და მხოლოდ ახლა აღმოაჩინა, რომ 400-ზე მეტი ტელეფონის ნომერი ზეპირად იცის. დამახსოვრების განსაკუთრებული მეთოდი არ აქვს, ყველაფერი თავისით ხდება. გონებაში არსებულ ბაზას ყოველდღიურად ახალ ნომერს ამატებს და არც ძველი ავიწყდება. სტატუსიც შესაფერისი აქვს - რეკორდსმენი ახალციხიდან.

‘400-ზე მეტი ტელეფონის ნომერი ვიცი ზეპირად’– ახალციხელი გივი კაველიძე რეკორდსმენია

ტელეფონში საჭირო ნომრების ბაზა როგორ უნდა შექმნას გივი კაველიძემ არც იცის და არც სჭირდება. რიცხვების დამახსოვრების განსაკუთრებული უნარი რომ აქვს, თვითონაც უკვირს. წლების განმავლობაში ვერ ხვდებოდა, რომ მისი გონება ნაცნობ-უცნობების ტელეფონის ნომრებს, მამის სახელებს, დაბადების თარიღებსა და მანქანის ნომრებსაც კი, ავტომატურად ინახავდა.

ციფრებთან მისი ამგვარი დამოკიდებულება ვარჯიშის და ზრუნვის შედეგი არ არის: „ბავშვობაში დიდად ნიჭიერი არ ვიყავი. მაშინ მანქანების ნომრები მამახსოვრდებოდა, მერე ერთი შემთხვევა მახსოვს 1975 წელს, მაშინ მძღოლად ვმუშაობდი და ძველი თბილისის ნომრები ვიცოდი ზეპირად“.

იმას, რომ ნამდვილად განსაკუთრებული დამახსოვრების უნარი ჰქონდა, სამი-ოთხი წლის წინ მიხვდა, ახლობლის დაკრძალვაზე: „თბილისში ვიყავი, ბიძაშვილს მეუღლე გარდაეცვალა. სულ ნათესავები ვიყავით კაველიძეები. იქ ლაპარაკი წავიდა და 14 წლის წინანდელ უნახავი ნათესავის ნომერი გავიხსენე და დავურეკე. მერე ისე მოხდა, რომ გასვენებაში 30-40 ადამიანი იყო და აღმოჩნდა, რომ ყველას ნომერი ვიცოდი“, - იხსენებს გივი კაველიძე.

ამ დღის შემდეგ, მისი ნიჭით მისივე ნათესავები დაინტერესდნენ, რეკორდების ფედერაციაც თავად მოძებნეს და გივი დააკავშირეს.
„მე თავს ვიკავებდი და იქიდან სამჯერ დამირეკეს რომ ჩავსულიყავი. მერე ჩავედი და შევთავაზე, სახელები და გვარები მითხარით მე ნომრებს გეტყვით და თქვენ გადაამოწმეთ -მეთქი. მითხრეს, რაც იცი ნომრები ამობეჭდე და ჩამოიტანეო. თანამშრომელს ამოვაბეჭდინე. ბევრი დრო არ ჰქონდა და 400 ნომერი დავწერეთ, მაგრამ უფრო ბევრიც შეიძლებოდა“.

საქართველოს რეკორდების ფედერაციაში 2019 წლის 1-ელ დეკემბერს „მეხსიერების ჩემპიონატი“ ჩატარდა. გივი კაველიძემ სამ წუთში 23 ნომერი დაასახელა და ეროვნული კატეგორიის რეკორდსმენი გახდა.

„მოვხსენი საქართველოს რეკორდი, მომცეს სერთიფიკატიც. შემდეგ საუბარი იყო მსოფლიო ჩემპიონატზეც, მაგრამ ჩინეთში ტარდებოდა და მოგეხსენებათ ახლა რა სიტუაციაა ჩინეთშიც და მსოფლიოშიც“.

ახლა 72 წლის გივი კაველიძე ახალციხის ციხის დასუფთავების სამსახურში მუშაობს. ამბობს, რომ მის საქმიანობას რიცხვებთან კავშირი არ აქვს.

„მე ციხეზე ვმუშაობ და თუ ვინმემ მითხრა ნომერი, უცებ ვიმახსოვრებ, მერე ვეხმარები სხვებს. ჩაწერა როგორ ხდება ტელეფონში არ ვიცი. ზუსტად 400 ნომერი მაქვს გამოცდილი, მაგრამ უფრო მეტიც ვიცი. ვერ ვხსნი რას შეეხება ან როგორ ვიმახსოვრებ. არც ტკბილეული მიყვარს, არც წამლებს ვსვამ, 72 წლის კაცი ვარ და 70 წამლის „ტაბლეტი“ არ მაქვს მიღებული“, - ამბობს რეკორდსმენი გივი კაველიძე.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.04.2020 '4 დღეში დაახლოებით 45 დაჯარიმების შემთხვევა გვაქვს' – ამირანაშვილი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაზე

05.04.2020 გაიხსნება თუ არა ორშაბათს ახალციხის ბაზარი – ბესიკ ამირანაშვილის განმარტება

04.04.2020 5 აპრილს ახალქალაქის ბაზარი არ იმუშავებს

04.04.2020 ‘თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით’ – გახარია სააღდგომო ლიტურგიაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

გივი ენდელაძე: 'საკრებულოში ვრჩები და ვაგრძელებ მუშაობას'
83 წლის ასაკში გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა
'ნაციონალურმა მოძრაობამ' სამცხე-ჯავახეთში კანდიდატები წარადგინა
რატომ ვერ მიიღო მოგებული მანქანა ახალციხელმა რამაზ ნოზაძემ
ახალციხეში მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორად გივი კაპანაძე აირჩიეს
ახალციხელ გივი ცხოვრებაშვილს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ
კუმურდოში ამომრჩეველს კაბინაში დახვდა ბიულეტენი, რომელზეც ხუთი ნომერი იყო შემოხაზული