FM97.5 / LIVE

იკრძალება თუ არა მიკროავტობუსების მოძრაობა სამცხე-ჯავახეთში

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 18.03.2020
დღეს, 18 მარტს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, კორონავირუსთან დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთ–ერთ საკითხად ტრანსპორტთან დაკავშირებული რეგულაციები განიხილეს.

იკრძალება თუ არა მიკროავტობუსების მოძრაობა სამცხე-ჯავახეთში

შეხვედრას მხარის გუბერნატორი, მუნიციპალიტეტის მერები, სეს-ის წარმომადგენელი, სამსახურის უფროსები, რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების ხელმძღვანელები და ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ამ ეტაპზე ტრანსპორტის მოძრაობა არ აიკრძალება, თუმცა მოქალაქეებს და სატრანსპორტო კომპანიებს რიგი წესების დაცვა მოუწევთ.

ახალციხეში საქალაქო ტრანსპორტის მუშაობა დროებით შეჩერდა. რაც შეეხება საქალაქთაშორისო და სოფლების მიმართულებით მოძრაობას, ამ კუთხით შეზღუდვა არ არის. ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის განცხადებით, მგზავრებს გარკვეული დისტანციის დაცვა მოუწევთ, ასევე ტრანსპორტს ხშირად ჩაუტარდება დეზინფექცია. ამ ყველაფერს კი მუნიციპალიტეტის მერია გააკონტროლებს.

ამისთვის მერის წარმომადგენლებს დაევალათ, გააფრთხილონ ადგილობრივები, რომ განსაკუთრბული საჭიროების გარეშე, არ გადაადგილდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მაინც გადაიტვირთა მიკროავტუბუსები, შეწყდება მიმოსვლა.

რაც შეეხება ბორჯომს, აქ კერძო კომპანიების მიკროავტობუსების მოძრაობა აიკრძალა, თუმცა მოქალაქეებს როგორც ქალაქში, ისე სოფლებში მუნიციპალური ავტობუსები მოემსახურებათ.

„ქალაქში აიკრძალება კერძო მიკროავტობუსები. მაგალითად არის ახალი უბანი, სოფელი ლიკანი, ვაშლოვანა და ახალდაბა, აღნიშნული მიმართულებით, კერძო კომპანიის მიკროავტობუსები მოძრაობდნენ. 10 ავტობუსი ჰყავს მუნიციპალიტეტს საკუთრებაში მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემა არ ექნებათ“, - ამბობს ზაალიშვილი და ამატებს, რომ დამატებით 10 ავტობუსი ბაკურიანში მოძრაობს, საჭიროების შემთხვევაში, მათაც სოფლებზე გადაანაწილებს, „10 ავტობუსი თბილისის მერიამ ბაკურიანში ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით გადმოგვცა. იმ ავტობუსებსაც საჭიროების შესაბამისად გამოვიყენებთ“.

რაც შეეხება რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებს, ყველა მიმართულებით ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება მიკროავტობუსების მუშაობა, თუმცა ხშირად ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

მხარის რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის განმარტებით, სოფელში მცხოვრებლებისთვის განსაკუთრებით რთული იქნებოდა თუ მიმოსვლას აკრძალავდნენ, რადგან მათ საკუთარი პროდუქცია გასაყიდად ბაზარში სწორედ ამ ტრანსპორტით მოაქვთ.

თათბირზე ტრანსპორტის საკითხის გარდა, თვითიზოლაციის დამრღვევ პირთა მიმართ მკაცრ ღონისძიებებზე, რეგიონში კვების, სათამაშო და თავშეყრის ადგილების დროებით დახურვაზე ისაუბრეს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.04.2020 '4 დღეში დაახლოებით 45 დაჯარიმების შემთხვევა გვაქვს' – ამირანაშვილი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაზე

05.04.2020 გაიხსნება თუ არა ორშაბათს ახალციხის ბაზარი – ბესიკ ამირანაშვილის განმარტება

04.04.2020 5 აპრილს ახალქალაქის ბაზარი არ იმუშავებს

04.04.2020 ‘თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით’ – გახარია სააღდგომო ლიტურგიაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სად და როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი სამცხე-ჯავახეთში
ახალციხეში საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა
ბაკურიანში 10 ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება
ახალციხის ცენტრალური სადგურიდან თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსები არ გასულან
24 მარტიდან საქართველოში ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება
‘რეგულაციები ჩვენს რეგიონშიც ამოქმედდება’- ბესიკ ამირანაშვილი მიკროავტობუსების მოძრაობის აკრძალვაზე
პროტესტი უდესა და არალში მიკროავტობუსების გამო [Video]