FM97.5 / LIVE

თენგიზ ცერცვაძე: ‘კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა’

მთავარისიახლე, კორონავირუსი 18.03.2020
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მისი თქმით, კლინიკაში მყოფი 30 ინფიცირებულიდან პნევმონია 11 პაციენტს აქვს.

თენგიზ ცერცვაძე: ‘კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა’
ფოტო:იმედი

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 46 პაციენტი ჰყავთ, აქედან 30 პირს კორონავირუსი აქვს. გარდა ამისა, კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი პაციენტი ქვეყნის სხვადასხვა კლინიკებშია გადანაწილებული.

„37 პაციენტიდან ორის მდგომარეობა მძიმეა. რამდენიმე პაციენტი პრობლემურია, რამდენადაც მათ აქვთ ასაკი და აქვთ თანმხლები დაავადებები, მაგალითად მაღალი არტერიული წნევა, ან გულის უკმარისობა ან სხვა. სულ პნევმონია აქვს 11 ავადმყოფს. რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ვისაც პნევმონია აქვს, ხოლო დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის მსუბუქი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან

18 მარტის, 20:30 საათის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1 344 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 216.

[sknews.ge]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.04.2020 სომხური სამოციქულო ეკლესია ‘წახკაზარდს’ იგივე ბზობას აღნიშნავს

05.04.2020 ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

05.04.2020 '4 დღეში დაახლოებით 45 დაჯარიმების შემთხვევა გვაქვს' – ამირანაშვილი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაზე

05.04.2020 გაიხსნება თუ არა ორშაბათს ახალციხის ბაზარი – ბესიკ ამირანაშვილის განმარტება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა
კორონავირუსით ინფიცირებული 10 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში  4 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი ახალი პაციენტებიდან ხუთს პნევმონია აქვს
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 54 პაციენტიდან 5 ბავშვია
კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია