FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავხეთიდან წიაღისეულის 10 საბადო აუქციონზე გაიტანეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.03.2020
სამცხე-ჯავახეთში მდებარე, კომერციულად მიმზიდველი რვა საბადო აუქციონზე იყიდება, ორი კი უკვე გაყიდულია. ლიცენზიების მასშტაბური პროექტის ფარგლებში, წიაღის ეროვნული სააგენტო ბიზნეს სექტორისთვის საინვესტიციო შეთავაზებას აკეთებს.

სამცხე-ჯავხეთიდან წიაღისეულის 10 საბადო აუქციონზე გაიტანეს

„100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ - ასე ჰქვია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და წიაღის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით დაწყებულ პროგრამას.

ინიციატივის ფარგლებში, ბიზნეს სექტორს შეუძლია შეიძინოს კომერციულად მიმზიდველი საბადოები. ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ ასეთ 100 საბადოს შორის 10 სამცხე-ჯავახეთში მდებარეობს. რეგიონში ორი საბადო, ახალქალაქსა და ბორჯომში უკვე გაყიდულია.

პროექტის ფარგლებში ბიზნეს ოპერატორები გარკვეულ ვალდებულებებს იღებენ, ადამიანების დასაქმებისა და ინვესტიციის ჩადების თვალსაზრისით.

აუქციონზე გატანილია შემდეგი საბადოები:

ადიგენის მუნიციპალიტეტი

სოფელი ბენარა - ჩურჩუტო-ჩიხელის ბენტონიტური თიხის საბადო.
ფართობი: 28 ჰა;
რაოდენობა: 16 613 000 ტონა;
საწყისი ფასი: 14 291 763 ლარი;
ლიცენზიის ვადა: 20 წელი.
საინვესტიციო ვალდებულებები - დასაქმდეს 50 ადამიანი და ჩაიდოს 5 მლნ. ლარიანი ინვესტიცია.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

სოფელი მოდეგა - მოდეგის ვულკანური წიდის საბადო
ფართობი: 55.151 ჰა;
რაოდენობა: 20 701 700 მ3
საწყისი ფასი: 3 686 712 ლარი;
ლიცენზიის ვადა: 20 წელი.
საინვესტიციო ვალდებულებები - დასაქმდეს 50 ადამიანი და ჩაიდოს 5 მლნ. ლარიანი ინვესტიცია.

სოფელი ოკამი - ოკამის ვულკანური წიდის საბადო
ფართობით 19ჰა - გაყიდულია.

ახალციხის მუნიციპალიტეტი

სოფელი ანდრიაწმინდა - ოდუნდის ტუფობრექჩიის საბადო
ფართობი: 20.9 ჰა
რაოდენობა: 3 398 000 მ
საწყისი ფასი: 321 210 ლარი
ლიცენზიის ვადა: 20 წელი
საინვესტიციო ვალდებულებები - დასაქმდეს 25 ადამიანი და ჩაიდოს 2 მლნ. ლარიანი ინვესტიცია.

სოფელი წყორძა - ქისათიბის დიატომიტის საბადო
ფართობი: 169ჰა
რაოდენობა: 10 380 000 ტონა;
საწყისი ფასი: 14 840 249 ლარი
ლიცენზიის ვადა: 20 წელი
საინვესტიციო ვალდებულებები - დასაქმდეს 50 ადამიანი და ჩაიდოს 5 მლნ. ლარიანი ინვესტიცია.

სოფელი ურაველი - ურაველის ნახშირმჟავიანი მინერალური, ჩამოსასხმელი წყლის საბადო
ფართობი: 0.07ჰა
რაოდენობა: 21 900 მ3 /წელიწადში
საწყისი ფასი: 424 695 ლარი
ლიცენზიის ვადა: 25 წელი
საინვესტიციო ვალდებულებები - დასაქმდეს 10 ადამიანი და ჩაიდოს 3,5 მლნ. ლარიანი ინვესტიცია.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

სოფელი განძანი - ავჭალის ტორფის საბადო
ფართობი: 220ჰა
რაოდენობა: 255 000 ტონა;
საწყისი ფასი: 55 865 ლარი
ლიცენზიის ვადა: 20 წელი
საინვესტიციო ვალდებულებები - დასაქმდეს 15 ადამიანი და ჩაიდოს 2 მლნ. ლარიანი ინვესტიცია.

სოფელი ხანჩალი - ხანჩალის ტორფის საბადო
ფართობი: 17.2 ჰა
რაოდენობა: 63 000 ტონა
საწყისი ფასი: 13 802 ლარი
ლიცენზიის ვადა: 20 წელი
საინვესტიციო ვალდებულებები - დასაქმდეს 5 ადამიანი და ჩაიდოს 200 000 ლარიანი ინვესტიცია.

სოფელი ფოკა - ფოკას ვულკანური წიდის საბადო
ფართობი: 32ჰა;
რაოდენობა: 7 895 000 მ3
საწყისი ფასი: 1 325 359 ლარი
ლიცენზიის ვადა: 20 წელი
საინვესტიციო ვალდებულებები - დასაქმდეს 15 ადამიანი და ჩაიდოს არანაკლებ 2 მლნ. ლარიანი ინვესტიცია.

ბორჯომის მუნიციპალიტეტი

სოფელი ვარდგინეთი - ვარდგინეთის მინერალური წყლის საბადო - გაყიდულია

გარდა საბადოებისა, საინვესტიციო შეთავაზებაა ინერტულ მასალაზეც:

- არალითონების მოპოვება - ბაზალტი, ასპინძაში - 23 652 მ3 , საწყისი ფასით 19 226 ლარი;

- ვულკანური წიდა, ახალქალაქში - 51 650 მ3 - გაყიდულია;


სამცხე-ჯავხეთიდან წიაღისეულის 10 საბადო აუქციონზე გაიტანეს

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.04.2020 '4 დღეში დაახლოებით 45 დაჯარიმების შემთხვევა გვაქვს' – ამირანაშვილი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაზე

05.04.2020 გაიხსნება თუ არა ორშაბათს ახალციხის ბაზარი – ბესიკ ამირანაშვილის განმარტება

04.04.2020 5 აპრილს ახალქალაქის ბაზარი არ იმუშავებს

04.04.2020 ‘თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით’ – გახარია სააღდგომო ლიტურგიაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სახელმწიფომ აუქციონზე სამცხე-ჯავახეთიდან 10 საბადო გაიტანა - ნახეთ სრული სია
რას ყიდის სახელმწიფო სამცხე-ჯავახეთში - ნახეთ ობიექტების სრული სია
საბადოს ლიცენზიებზე აუქციონები კანონდარღვევით გამოცხადდა - ‘მწვანე ალტერნატივა’
ბორჯომში აუქციონზე 3 ნაკვეთი 1 274 000 ლარად იყიდება
სახელმწიფო აბასთუმანში აუქციონზე სამ მიწის ნაკვეთს ყიდის
კანაფის ლეგალური ბრუნვისთვის საჭირო ლიცენზიის ფასი 25 000 ლარი იქნება
კვირის აქცენტი: დეპუტატები და შეუსრულებელი ვალდებულებები [Video]