FM97.5 / LIVE

სოფელ ბავრასთან, ტბიდან გამორიყული მკვდარი თევზები მეოთხე დღეა ისევ ისე ყრია [ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.03.2020
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბავრასთან ახლოს მდებარე ტბაში, რომელსაც ადგილობრივები „ბეგკაგს“ ეძახიან, თევზი მასიურად 10 მარტს გამოირიყა.

სოფელ ბავრასთან,  ტბიდან გამორიყული  მკვდარი თევზები მეოთხე დღეა ისევ ისე ყრია [ვიდეო]

ხოსპიოს თემის მაჟორიტარი დეპუტატი, ედიკ ბერიკიანი და მერიის წარმომადგენელი, ვალენტინ ღარსლიანი ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან.

„10 მარტს ადგილობრივი კარაპეტ კარსლიანი და ვლადიმერ პეტროსიანი მისულან იმ ტბასთან, ახლოს მდებარე ყანების სანახავად. შეუმნჩნევიათ რომ ტბაში თევზი გამოირიყა. ეგრევე დაგვიკავშირდნენ მე და ედიკ ბერიკიანს, მაგ დღეს ვერ შევძელით ასვლა, იმიტომ, რომ სოფლის ერთ-ერთი ახალგაზრდა იმყოფება საავადმყოფოში და ჩევენ ყველანი იქ ვიყავით. მეორე დღეს მივედით და მივმართეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და გარემოს დამცველებს. ჯერ-ჯერობით ჩვენც არ ვიცით მიზეზი რა მოხდა, მხოლოდ იმას ვვარაუდობთ, რომ ჟანგბადის ნაკლებობა შეიძლება იყოს“,- გვითხრა ხოსპიის თემის მერის წარმომადგენელმა, ვალენტინ ღარსლიანმა.

„სურსათის სამსახურმა და გარემოსდამცველებმა აიღეს, როგორც წყლის ისე თევზის ნიმუშები. ვარაუდი ბევრია, შეიძლება ჟანგბადის ნაკლებობა იყოს, შეიძლება დაავადება, შეიძლება ვინმე ქლორი დაასხა. საბოლოო პასუხს ველოდებით სპეციალისტებისგან. შესწავლა მიმდინარეობს და შედეგიც ცნობილი იქნება. მერიაც და საკრებულოს თავმჯდომარეც მზად არიან დაგვეხმარონ, ველოდებით გარემოს დამცველების შემოთავაზებას თუ რა უნდა გაკეთდეს“,- ამბობს ხოსპიას თემის მაჟორიტარი დეპუტატი, ედიკ ბერიკიანი.

სოფელ ბავრასთან,  ტბიდან გამორიყული  მკვდარი თევზები მეოთხე დღეა ისევ ისე ყრია [ვიდეო]

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, წყალში ქლორი იქნება ჩაყრილი. მათი განცხადებით, ყინვა ყოველ წელს არის და მსგავს შემთხვევას კი ადგილი აქამდე არასდროს არ ჰქონია.

ტბის წყალს სამი სოფლის მოსახლეობა პირუტყვის სასმელადაც იყენებს.



[რიმა სარუხანიან, ახალქალაქი]


12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

10.08.2020 ახალქალაქის ოთხ სოფელში ბიბლიოთეკები მოეწყო

06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.08.2020 ორი კვირაა არალი-წარბასთუმნის გზაზე გარე განათება გათიშულია

11.08.2020 ბორჯომში X-XI საუკუნის სარკოფაგი აღმოაჩინეს

11.08.2020 სამცხე-ჯავახეთში 1 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 26 ფაქტი გამოვლინდა

11.08.2020 14 აგვისტომდე საქართველოში იწვიმებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

ბავრას ტბიდან მკვდარი თევზი ამოიღეს
ბავრას ტბაში თევზის დახოცვის მიზეზს სპეციალისტები სწავლობენ [ვიდეო]
ნინოწმინდასთან ახლოს მდებარე ტბაში თევზი დაიხოცა
სოფელ ბავრას ტბაში თევზი იხოცება
ჯავახეთის ტბებში თევზი იხოცება
რატომ იხოცება ჯავახეთის ტბებში თევზი - იქთიოლოგების შეფასებები
ვინ არიან ასპინძის საკრებულოს დეპუტატები