FM97.5 / LIVE

15:00 საათის მონაცემებით, ახალციხეში არჩევნებში მონაწილეობა 35,14%-მა მიიღო

მთავარიპოლიტიკა 27.10.2013
#37 ახალციხის საარჩევნო ოლქში 15:00 საათის მონაცემებით, არჩევანი 12693-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც საერთო რაოდენობის 36.14 პროცენტია.

15:00 საათის მონაცემებით, ახალციხეში არჩევნებში მონაწილეობა 35,14%-მა მიიღო
15:00 საათამდე #37 ახალციხის საარჩევნო ოლქში ოთხი საჩივარია შესული. საოლქო კომისიის თავმჯდომარის თეა გავაშელის თქმით, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა გარკვეული დარღვევები რამდენიმე უბანში მაინც დაფიქსირდა.

„მე-4, მე-5, 31-ე და 21-ე უბნებზე ერთადიგივე სახის დარღვევები დაფიქსირდა. პოლიტიკურ სუბიექტებს უბნებზე რამდენიმე წარმომადგენელი ჰყავდათ“, - ამბობს თეა გავაშელი.

მისივე თქმით, ორი დარღვევა იყო პირველ უბანზე. ერთ ამომრჩეველს საკუთარი სახელისა და გვარის გასწვრივ ხელმოწერა დახვდა.ეს პრობლემა აღმოიფხვრა იმით, რომ კომისიის წევრებმა მოხსნეს რეგისტრატორი. "აღნიშნულ უბანზე საჩივარი დაიწერა, დანარჩენზე კი კომისია იმსჯელებს", - ამბობს გავაშელი.

რაც შეეხება მეორე დარღვევას, ამავე უბანზე ერთი ამომრჩეველი, რომელსაც მარკირება უკვე გაკეთებული ჰქონდა, ხელმეორედ ცდილობდა ხმის მიცემას.გავაშელის თქმით, ნაკადის მარეგულირებელმა აღნიშნული პიროვნება უბანზე არ დაუშვა.

დარღვევაზე შეტყობინება საოლქო კომისიაში #35 აწყურის საარჩევნო უბნიდანაც შევიდა.

„ბურჯანაძის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ მათ უბანზე კომისიის თავმჯდომარე არ უშვებდა. ფაქტი მაშინვე გადავამოწმეთ, უბნის თავმჯდომარემ გვითხრა, რომ უბანზე მხოლოდ პარტიის და სუბიექტის ერთ წარმომადგენელს დაუშვებენ“, - ამბობს გავაშელი.

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ოლქში არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 51%-მა მიიღო
ახალციხის ოლქში საუბნო კომისია დასაკომპლექტებელი 1 უბანზე დარჩა
საიას მიერ დაფიქსირებული დარღვევები 18:00 საათისთვის
N37-ე ახალციხის საარჩევნო ოლქში, 35 უბნიდან 8 უბანზე კომისია ვერ დაკომპლექტდა
რა საჩივრებია შესული ამ დროისათვის ბორჯომის საოლქო კომისიაში
გაფრთხილებები და ჯარიმები – საოლქო კომისიამ საჩივრები განიხილა
ოთხი დარღვევა electionsportal.ge-ზე