FM97.5 / LIVE

ერთი თვით 2 093 ელექტრონულ წიგნს უფასოდ წაიკითხავთ

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.03.2020
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ერთი თვის განმავლობაში უფასოდ, „პალიტრა L“-ისა და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ 2 093 ელექტრონული წიგნის წაკითხვა შეეძლება. ელექტრონული წიგნები ინტერნეტ-მაღაზია www.lit.ge -ზეა განთავსებული.

ერთი თვით 2 093 ელექტრონულ წიგნს უფასოდ წაიკითხავთ

„ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე შექმნილი ვითარების შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია დღეს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა და ის სოლიდარული პასუხისმგებლობა, რაც ამ კომპანიებმა გამოიჩინეს. მინდა მადლობა გადავუხადო ინტერნეტ-მაღაზია lit.ge-ს, „პალიტრა L”- სა და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას“ იმ შესაძლებლობისთვის, რომ ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის ხელმისაწვდომს ხდიან, როგორც მხატვრულ, ასევე სამეცნიერო ლიტერატურას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პერიოდში, როდესაც არდადეგები არის გახანგრძლივებული და სასწავლო პროცესი ქვეყნის ტერიტორიაზე დროებით შეჩერებულია“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ გიორგი სახოკიამ.

არჩილ სულაკაურის გამომცემლობა სოლიდარობის აქციას კიდევ ერთი შეთავაზებით შეუერთდა. ვებგვერდი - www.sulakauri.ge ყველა მსურველს, ნაბეჭდი წიგნის საფასურის გადახდის შემდგომ, წიგნებს საქართველოს მასშტაბით უფასოდ მიაწვდის. გარდა ამისა, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის უკვე არსებულ პორტალზე: www.sulakauri.edu.ge დარეგისტრირების შემდეგ მოსწავლეებს არდადეგების განმავლობაში შეეძლებათ უფასოდ გადმოიწერონ ყველა სახელმძღვანელო და დამხმარე სასწავლო რესურსი, მათ შორის, აუდიო რესურსი ქართულ და ინგლისურ ენებზე, რაც მოსწავლეებს სახლში მეცადინეობის საშუალებას მისცემს.

ასევე, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში პალიტრა L-მა მოსწავლეებს უფასოდ შესთავაზა პლატფორმაზე www.gudabooks.ge არსებული 200-მდე აუდიო წიგნი, რომელიც ცნობილი მსახიობების მიერ არის გახმოვანებული.

Lit.ge -ზე განთავსებული ელექტრონული წიგნების ხელმისაწვდომობისთვის, აუცილებელია:

▶მომხმარებელი დარეგისტრირდეს საიტზე www.lit.ge (ელ.ფოსტით ან ფეისბუქით);

▶ავტორიზირებული მომხმარებელი უნდა შევიდეს "სამკითხველოს" გვერდზე (https://www.lit.ge/packages), სადაც სამკითხველოს ერთთვიანი პაკეტი დახვდება უფასოდ;

▶პაკეტის გააქტიურების შემდეგ, მომხმარებელს ეძლევა სასურველი სამი წიგნის არჩევისა და საკუთარ ბიბლიოთეკაში დამატების საშუალება;

▶სამკითხველოში ხელმისაწვდომია 2093 წიგნი: https://www.lit.ge/[shop.catalog];

▶წიგნების წასაკითხად, ელექტრონულ მოწყობილობაზე აუცილებელია იოტა რიდერის აპლიკაციის გადმოწერა: https://www.lit.ge/aplikaciebi

[sknews.ge]


08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

07.07.2020 ახალციხის მერია შშმ პირს საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის დამონტაჟებას 4 წელია პირდება

07.07.2020 კაცს, რომელმაც სოფელ კლდეში დამწვრობა მიიღო, ოპერაციას გაუკეთებენ

07.07.2020 ახალციხეში 29 წლის მანანა მჭედლიძეს სასწრაფო ოპერაციისთვის თანხა სჭირდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის სკოლებში სახელმძღვანელოებს ელოდებიან
‘აჩუქე წიგნი’ – ახალციხე გიორგი კეკელიძის ინიციატივას შეუერთდა
წიგნების გამოფენა-გაყიდვა
ახალციხის უნივერსიტეტში წიგნების გამოფენა მოეწყო
ახალციხეში წიგნების გამოფენა-გაყიდვა იმართება
ახალი წიგნები მაკულატურის სანაცვლოდ – ხვალ ახალციხეში აქცია გაიმართება
თბილისში ნანი მანველიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა