FM97.5 / LIVE

ახალციხის სასტუმროებში ტურისტები ჯავშნებს აუქმებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.03.2020
მას შემდეგ რაც საქართველოსა და ევროპის სხვა ქვეყნებში კორონავირუსი მასიურად გავრცელდა, ტურისტებმა სასტურმოებში ჯავშნების გაუქმება დაიწყეს. ახალციხის სასტუმროებში ამბობენ, რომ მათთან ტურისტები თითქმის აღარ მიდიან, რის გამოც დიდი ზარალი მიადგათ.

ახალციხის სასტუმროებში ტურისტები ჯავშნებს აუქმებენ

„სამხრეთის კარიბჭე“ ქალაქში მდებარე რვა სასტუმროში მივიდა. მათი მეპატრონეების თქმით, ტურისტები ჯავშნებს ყოველდღიურად აუქმებენ.

სასტუმრო "ლომსიაში" მარტსა და აპრილში დაახლოებით 200 ჯავშანი გააუქმეს, ამის გამო საასტუმრომ 70 000 ლარამდე ზარალი ნახა.

„დაახლოებით 200 ჯავშანი გააუქმეს. პლიუს ის კონფერენციები რომლებიც გადაიდო. ასევე შემცირდა ადამიანების მიმოსვლა რესტორანშიც. თავშეყრის ადგილებს ერიდებიან“, – აცხადებენ სასტუმრო „ლომსიაში“. ამის გამო სასტუმრომ მუშაობა დროებით შეაჩერა.

მსგავსი სიტუაციაა ახალციხის ციხეზე მდებარე სასტუმრო „ჯინო ველნესშიც“. მენეჯერის, თორნიკე მაისურაძის თქმით, ერთ თვეში 15-16 ჯავშანი და სხვადასხვა სახის შეხვედრები გააუქმეს, რის გამოც სასტუმრომ დიდი ზარალი ნახა.

ჯავშნების გაუქმების პრობლემა როგორც დიდ, ისე პატარა სასტუმროებს აწუხებს.

„რუსეთიდან და იტალიიდან მქონდა ოთხი ჯავშანი და გაუქმდა. როცა უნდა დაწყებულიყო ტურისტების ბუმი, მაშინ მოხდა ეს ყველაფერი. ვალები გვაქვს, არ ვიცით რა იქნება“, - ამბობს „ლათ ჰაუს ოლდ სითის“ მეპატორნე სვეტა დიაკონაშვილი.

საოჯახო სასტუმროს „ოლდ რაბათში“ გვითხრეს, რომ მათთან ტურისტები მაინც მიდიან და ახალი ჯავშნებიც თითქმის ყოველდღიურად აქვთ.

„ჯავშანი კი გაგვიუქმეს იტალიიდან, მაგრამ სხვა ქვეყნებიდან შემოდიან. ახლა თურქეთიდან გვყავდნენ, კიდევ ისრაელიდან, ასევე არიან ქართველებიც. ახლაც შემოვიდა სლოვაკეთიდან, რუსეთიდან და პოლონეთიდან. ჯერ მათ არ გაუუქმებიათ“, - ამბობს სასტუმროს მეპატრონე ხათუნა ვოსკანიანი.

სასტუმრო „მესხეთი პლიუსი“ ტურისტების ნაკლებობას ნოემბრიდან განიცდის. მენეჯერის, ზურა კურტანიძის თქმით, მათთან ტურისტები ძირითადად პოლონეთიდან შემოდიოდნენ.

„ჩვენ ძირითადად პოლონელებზე ვმუშაობთ, ჯერ–ჯერობთ რაც გვაქვს ყველა ჯავშანი ძალაშია“, - ამბობს კურტანიძე.

ასპინძის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ტიფლისში“ კი ერთ კვირაში ჯავშანი 10–მა ტურისტულმა ჯგუფმა გააუქმა.

„ეს მნიშვნელოვანი ზარალია, არ ვიცით ალბათ კიდევ გააუქმებენ“, - ამბობენ „ტიფლისში“.

რაც შეეხება თანხას, რომელიც ტურისტს ჯავშანში აქვს გადახდილი. მისი უკან დაბრუნება ან არ დაბრუნება ხელშეკრულების პირობებზეა დამოკიდებული. ზოგ სასტუმროში ითხოვენ, რომ ტურისტმა ჯავშანი ჩამოსვლამდე ორი კვირით ადრე უნდა გააუქმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმდება.

სასტუმროების მეპატრონეები ამბობენ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით, დეზინფექციას კვირაში რამდენჯერმე აკეთებენ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს საზღვრის როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით, კვეთისას ფართოვდება შეზღუდვები როგორც საქართველოს, ისე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ამ დროისათვის მსგავსი შეზღუდვა რვა ქვეყანაზეა დაწესებული.

ეს ქვეყნებია ჯანმო-ს მიერ განსაზღვრული მაღალი რისკის სახელმწიფოები: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, იტალიის რესპუბლიკა, ირანის ისლამური რესპუბლიკა და დამატებით ის ოთხი ქვეყანა, სადაც მაღალია და სწრაფად იზრდება დაინფიცირების შემთხვევები - ესპანეთის სამეფო, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ავსტრიის რესპუბლიკა, საფრანგეთის რესპუბლიკა.

ახალციხის სასტუმროებში ტურისტები ჯავშნებს აუქმებენ

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 საფეხური: ეთნიკურ უმცირესობებთან მძიმე მდგომარეობაა – მანანა რატიანი მასწავლებელთა სერთიფიცირებაზე

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

07.07.2020 ახალციხის მერია შშმ პირს საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის დამონტაჟებას 4 წელია პირდება

07.07.2020 კაცს, რომელმაც სოფელ კლდეში დამწვრობა მიიღო, ოპერაციას გაუკეთებენ

07.07.2020 ახალციხეში 29 წლის მანანა მჭედლიძეს სასწრაფო ოპერაციისთვის თანხა სჭირდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საზღვარზე შეზღუდვები კიდევ ოთხი ქვეყნიდან მომავალ მგზავრებს დაუწესდა
დააკლდნენ ახალციხეს რუსი ტურისტები?
რა პრობლემებზე საუბრობენ სასტუმროების მეპატრონეები სამცხე–ჯავახეთში
სასტუმრო ‘ლომსია’ მუშაობას წყვეტს
'ლომსიას' ადმინისტრაციამ სასტუმროს დაკეტვა გადაიფიქრა
ბაკურიანს წყლის პრობლემის გამო ტურისტები ტოვებენ
ახალციხეში სასტუმროს გახსნის უფლება ხუთმა სასტუმრომ მიიღო